მაკა ასათიანით მოხიბლული ზვიად ძიძიგური

მაკა ასათიანით მოხიბლული ზვიად ძიძიგური

"ფეისბუქზე" საინტერესო საარქივო ფოტო გავრცელდა, რომელიც 2010 წელსაა გადაღებული. მასზე მაკა ასათიანია აღბეჭდილი, რომელიც მედიასთან კომენტარს აკეთებს. თუმცა, ფოტოზე არანაკლებ საინტერესოა ჟურნალისტების რიგში ჩამდგარი ზვიად ძიძიგურის მზერა, რომელიც უმშვენიერეს დიზაინერს უყურებს.

ფოტო 2010 წლის მაისში სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ ღონისძიებაზეა გადაღებული, სადაც თბილისის მერობის კანდიდატების საარჩევნო პლაკატებისა და სლოგანების ფესტივალი გაიმართა. საარჩევნო სლოგანების ფესტივალზე გამოვლინდა ყველაზე დამაჯერებელი, ყველაზე კრეატიული, საქმიანი, ეროვნული და ლაკონური სლოგანი და ნომინაციებში გამარჯვებული თბილისის მერობის კანდიდატები. მათ შორის იყო ზვიად ძიძიგური და ეროვნული საბჭოს სლოგანი - "ბრძოლა დღესვე", რომელიც ყველაზე ემოციურად აღიარეს.

ზვიად ძიძიგური დარბაზის სიმპათიადაც დასახელდა. მერობის კანდიდატი ღონისძიებას თავის ამომრჩევლებთან, მაკა ასათიანთან და მომღერალ გია გაჩეჩილაძესთან ერთად სტუმრობდა...

ასევე დაგაინტერესებთ: "რა დროს "მაესტროა", რა დროს წილებია... ღმერთო! რა ლამაზია" - მაკა ასათიანმა ფეისბუქ-მომხმარებლები "მოაჯადოვა"

1 დღე COVID ჰოსპიტალში - ემოციური ფოტორეპორტაჟი

"საშინელი სენი დაგვჩემდა, ერთმანეთის ლანძღვა და სიძულვილი. ეს ტენტენცია ყველაზე ტრენდული სასულიერო პირებში გახდა" - პეტრე კოლხი მოძღვრებს მიმართავს

"გარჩევა, რომ უსიმპტომო არის მხოლოდ ინფიცირებული და სიმპტომიანს აქვს დაავადება კოვიდი, არ არსებობს" - რას ამბობს ინფექციონისტი ლევან რატიანის განცხადებაზე