"ჩამოსული ჟურნალისტების" პროტესტი "ფეისბუქში" გია გაჩეჩილაძეს

"ჩამოსული ჟურნალისტების" პროტესტი "ფეისბუქში" გია გაჩეჩილაძეს

გია გაჩეჩილაძის (უცნობი) განცხადებამ "ჩამოსული ჟურნალისტების" პროტესტი გამოიწვია. ჟურნალისტები "ფეისბუქში" საკუთარი წარმომავლობის შესახებ პოსტებს წერენ:

ია თინიკაშვილი:

მე რეგიონში მომუშავე ჟურნალისტი ვარ! მე მიყვარს საქართველო!

ეე, გაჩეჩილაძევ, მომეჩვენა თუ ქსენოფობიურს წააგავს ეს განცხადება. არ ვიცი, რომელ ჟურნალისტზე თქვი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მეც რაიონიდან ვარ, გორში ვცხოვრობ და მიკროფონიც მიჭირავს ხელში, მაგრამ მერწმუნე, ასი წელი ვერ გააკეთებ ამ ქვეყნის და საზოგადოებისთვის იმდენს, რამდენიც მე გამიკეთებია! სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებ გამონათქვამებში ყოველდღიურად და გული მწყდება!

გურამ შეროზია:

"ერთი თვის ჩამოსულია რაიონიდან" და მაინც შენზე ასი თავით მაღლა დგას უცნობო ჩემო.

"ვაგონი მიჰქრის" და "მეძავსაც წეწავს" აშკარად უფრო შენია, ვიდრე ეს თითიდან გამოწოვილი მაღალ'ფარდოვნება :)))

არაფერი პირადული, მე ერთ თვეზე მეტი ხნის ჩამოსული ვარ და ეს ტუპოი კომენტარი არ მეხება

ირინე არდაშელია:

მე აფხაზეთიდან ვარ, თბილისში სტუდენტობის წლებში ჩამოვედი. ვინაიდან და რადგანაც სახლში არ ჩამესვლება და სხვაგან ამ ჩემს პროფესიას პერსპექტივა არ აქვს, ავდექი და გავთხოვდი თბილისელზე

ლევან ფარცხვანია:

წყალტუბოში დავიბადე, გავიზარდე, თბილისში ვისწავლე, მერე ქუთაისში, გაზეთში ვიმუშავე, მერე რადიოში, ახლა ტელევიზიაში ისევ ცენტრალური არხის რეგიონის კორესპონდენტი ვარ, ბავშვოდან დღემდე ასე მწამს და მჯერა, ცენტრალური მედია ყოველთვის იდგა რეგიონის მედიის მხრებზე!!!

სოფო ბერიძე:

გამარჯობა, მე რუსთაველი ვარ

ალეკო გეთიაშვილი:

მე ვარ გურჯაანელი!!!!!!!! ჩამოსული ვარ

ლექსო ნაბახტეველი:

მე ჟურნალისტი ვარ კასპიდან და ეს უკვე მრავალი წელია ვაღიარე

თეა ადეიშვილი:

ჩამოსულები და ადგილობრივი მედია

(ადგილობრივი ვარო ონელმა და რა ვიცი ) :))))

ეკა მიშველაძე:

აუ ამდენი "სოფლელი" რა უბედურებაა! შეწუხდა ხალხი

ანი გიუნტერი:

როგორ მიყვარს საქრთველოს ყველა კუთხე და რაიონი, განსაკუთრებით კი იმერეთი, რადგან 2 ზესტაფონელის დედა ვარ:)) სწორედ რაიონში თუ შეხვდები ჭეშმარიტ ემოციებსა თუ ღირებულებებს, ნამდვილს და მართალს..ეს ყველაფერი კი უკან რჩება, როგორც კი დედაქალაში დიღმის ტრასიდან შემოდიხარ და ყველა რესტორნიდან ”ვაგონი მიჰქრის ”თუ რაცხა უარესი გოიმური გლახაობები ისმის.:))))

სალომე ბენაშვილი:

მე მარჯვენა სანაპიროელი ვარ და მარცხენაზე მცხოვრებ ადამიანებს საერთოდ არ ვაღიარებ

ალეკო ელისაშვილი:

1802 წელს რუსების მიერ ჩატარებული აღწერის შედეგად ტფილისში ცხოვრობდა 20 ათასი ადამიანი, აქედან ქართველი მხოლოდ 3 ათასი იყო. ასე რომ დღევანდელ მილიონნახევრიან თბილისში თითქმის ყველა მე-19 ან მე-20 საუკუნეში სხვადასხვა მაზრიდან და რაიონიდან ჩამოსულები ვართ. დიმიტრი ყიფიანიც, ნიკო ნიკოლაძეც, ილია ჭავჭავაძეც, იაკობ გოგებაშვილიც, ექვთიმე თავაყიშვილიც, ივანე ჯავახიშვილიც, ეკატერინე გაბაშვილიც, ივანე მაჩაბელიც, აკაკი წერეთელიც.... და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.... ყველა ჩამოსულები იყვნენ - იმიტომ რომ გავიმეორებ - აღა მაჰმად ხანის აოხრებას თითო ოროლა ქართული ოჯახი გადაურჩა მარტო. ასე რომ შევთანხმდეთ ერთხელ და სამუდამოდ რომ ყველანი თბილისში ჩამოსულები ვართ.

იხილეთ ასევე: როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" უცნობის განცხადებას "ჩამოსული ჟურნალისტის" შესახებ

Facebook-მა "ქართულ მარშთან" და მის ახალგაზრდულ ფრთასთან დაკავშირებული ანგარიშები, გვერდები და ჯგუფები წაშალა

"წნევამ ამიწია... კარგად ვარ უკვე" - რას წერს ელენე ხოშტარია კლინიკიდან?

"ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ" - რას წერს გიორგი კეკელიძე