"ქვეყანა კი არა, ყანა ვართ" - ნიკა გვარამია

"ქვეყანა კი არა, ყანა ვართ" - ნიკა გვარამია

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფეისბუქის პირადი გვერდიდან ეხმაურება ციხისძირში ხეების გადარგვის პროცესს:

"კანონიერია თუ უკანონო, მოძრავია თუ უძრავი, ახალ ადგილზე უკეთესად იხარებს თუ ძველი ჯობდა - არ ვიცი, მაგრამ ეს საკითხები რომ გახდა მეინსტრიმული ჩვენს დისკურსში, უკვე ცხადია, რომ ქვეყანა კი არა, ყანა ვართ.

ჩვენი არაფორმალური მმართველი ხეების გადარგვის ადგილზე საქმეს ურჩევს მწვანეებს და ოდესის გუბერნატორი მიუნხენის კონფერენციაზე - პუტინს. იგრძენით განსხვავება. ესაა და ეს. უარესი რაღა უნდა იყოს" - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

ამავე საკითხს ეხმაურება "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილიც:

"ბიძინა და გიგანტური ხეები:

- ის არ ჩასულა დიცსა და დვანში, როდესაც ჩვენ მოქალაქეებს რუსები საცხოვრებელი სახლებიდან ყრიდნენ.

- ის არ მისულა ვერეს ხეობაში 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ.

- საკუთარი ქარხნის, თუ აუზის ტერიტორიაზეც კი არ მივიდა, როდესაც იქ ვეფხვმა კაცი მოკლა და შეჭამა.

- ის არ ჩასულა აჭარაში სტიქიის დროს.

მაგრამ ჩააკითხა გიგანტურ ხეებს, როცა ისინი მყისიერად ვერ დაითრია" - წერს ჩერგოლეიშვილი პირად გვერდზე.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე კი ასეთ პოსტს წერს ციხისძირში განვითარებული მოვლენების შესახებ: "დაპირებების ხსენებაზე გაიძურწა, მშენებლებს ესაუბრა და უკან ბუნებრივად კი ვერ დაბრუნდა, ტყე-ტყე გავიდა. სულ არ ეპიტნავებოდა მანდ მოსვლა, მაგრამ, მოუწია; ძალიანაც კი არ უნდოდა, შეეჩერებინა, მაგრამ, ვაიძულეთ; ტყეში ძრომიალი გულზე კი არ ეხატება, მაგრამ, პასუხის მომთხოვნებში გავლას ურჩევნია. ხეებს თხრი და ტყის იმედად ნუ იქნები. რ2 გინდოდა და ვერ მოგართვით. მაესტრო მაინც იოლი ლუკმა გეგონა და კბილი წაიტეხე. საღებავი გცილდება. ღმერთკაცობას ბოგანობა ანაცვლებს. პაპანაქება მზეზე გამოგაძვრენთ. გაგაშიშვლებთ. შვიდმილიარდიან ფუღუროდ გაქცევთ. ჩამოვედით, გრიგორიჩ!"

შეგახსენებთ, დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში ჩავიდა. ივანიშვილმა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც გადარგვის სამუშაოები მიმდინარეობს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს