"არ ვიცი როგორ ვთქვა, არასოდეს პოლიტიკასთან ასოცირებულ თემებს არ ვეხმაურები" - პაატა იმნაძე ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესზე წერს

"არ ვიცი როგორ ვთქვა, არასოდეს პოლიტიკასთან ასოცირებულ თემებს არ ვეხმაურები" - პაატა იმნაძე ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესზე წერს

ასწლოვანი ხეების გადატანის პროცესს საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძეც ეხმაურება:

"არ ვიცი როგორ ვთქვა, არასოდეს პოლიტიკასთან ასოცირებულ თემებს არ ვეხმაურები, ეს სუფთა პროფესიულია, არ შეიძლება ეპიდემიური გართულებებისას ვიღაცას შენი არ ჯეროდეს, იმიტომ რომ პოლიტიკურად "სხვისიანი" ეგონები, მაგრამ 3 ხის გადარგვა რომ პრობლემა გახდა, 300 ხის გაჩეხვა ლუგარის ლაბორატორიის წინ (აეროპორტის გახრიოკებულ გზასთან) რამდენიმე საათში, იმიტომ რომ კარგი შენობა ტრასიდან არ ჩანსო, რასაც ფაქტიურად ჩემი ჩამოცილებაც მოყვა მაშინ ამ ლაბორატორიიდან (ღიად განვაცხადე ამერიკელ პარტნიორებთან ამ უგუნურებას მე როგორ გავაკეთებდი მეთქი), არავითარი გამოხმაურება არც ერთი "ბუნების დამცველისგან" რომ არ მოყოლია?

უნდა მჯეროდეს ახლა ამ ბუნების დამცველების?" - წერს იმნაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს