23:37 / 14-02-2016
ჟურნალისტის ემოციური მიმართვა მიშა მესხს: "ოდესმე თუ ამ პოსტს წაიკითხავ, სანამ მე შემაგინებ ჯერ შენს დედას ჩახედე თვალებში"
ჟურნალისტი მაგდა ბეჟანიშვილი სოციალური ქსელით მსახიობ მიშა მესხს მიმართავს: "მიშა მომითაგეთ რა მესხი. მიშა გამარჯობა! მე მაგდა ვარ. ისეთი არავინ. არც მიცნობ. ალბათ, გკიდია ახლა რასაც დავწერ, მაგრამ მაინც. მთელი საზოგადოება გკიდია და ეს დასკვნაც აქედან გამოვიტანე, რომ მე არ ვიქნები ის პირველი ადამიანი, ვინც რაიმე საინტერესოს იტყვის შენზე. მე არ გიცნობ. არ ვიცი როგორი ხარ და რა შეხედულებები გაქვს. არც ის ვიცი დედაშენი როგორი ქალია. რას ნიშნავს საერთოდ შენთვის მისი არსებობა ამ ქვეყნიერებაზე. არაფერი არ ვიცი.

ამ ფოტოზე კი მე და დედა ვართ. ეტლით კი ნათიაა. ჩემი ნათლული, ამაზეც დავწერ ოღონდ ჯერ დედაჩემზე მოგიყვები.

ეს ქალი, რომელიც დედაჩემია და რომელსაც უკვე მეორედ მაგინებ, ზედმეტი ინფორმაციისთვის, რომ იცოდე გმირია! სამ წლამდე ვუყურებდი თვალებში. ბოლოს არც მახსოვს როგორი გამოხედვით მიღიმოდა.სამი წლიდან დღემდე დედაჩემი წელში გამართული და თავ აწეული მიდგას გვერდში და ცდილობს ყოველ დღე გამზარდოს. მასწავლის თუ როგორები ვართ ადამიანები და როგორი უნდა ვიყო მე.

მიშა! დედას თვალებიდან ვარსკვლავები ამოსდის, როცა ბედნიერია. იცი ერთად რამდენი რამ გამოვიარეთ?რთული ოპერაციები, საშინელი საზოგადოება, ჩემი დეპრესიები, ბოლოს უმამობა, უქმრობა და ასე შემდეგ.13 წლის ვიყავი მამა, რომ დამეღუპა. მე თბილისში ვსწავლობდი. მალე ჩემი დაც ჩაირიცხა უნივერსიტეტში.დედა უმუშევარი დარჩა და თვალებში ვარსკვლავებიც ნელნელა უქრებოდა. მხოლოდ ჩემი პენსია გვქონდა.არ მახსოვს ეს 60 ლარი იყო თუ 70. სადღაც ას ლარამდე მერყეობდა. სკოლაც დავამთავრე, მუსიკალურიც, ჩემმა დაიკომ უნივერსიტეტიც და დღეს ორივე ვმუშაობთ.

დედას კი ხშირად ამოსდიან თვალებში ვარსკვლავები მიშა! ერთი წამით არ მივუტოვებივართ დედას. არც მაშინ მიმატოვა როცა მშობლების 80 პროცენტი ან იქნებ უფრო ცოტაც მიატოვებდა შვილს. მიდის დედა და მხრებით მიმათრევს. გიყვები ძალიან მსუბუქ და ცოტა ამბავს.

ეს გოგონა კი როგორც გითხარი ნათიაა. ჩემი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ნათლული. სამი წლის იყო ბებიამ რომ მიატოვა და სენაკის ბავშვთა თავშესაფარში აღმოჩნდა. მას ცერებრალური დამბლა დაუდგინეს. შვიდი წლის იყო პირველად ჩემმა მეზობელმა რომ იშვილა და თელავში ჩამოიყვანეს. იცი რა პატარა და მოუვლელი იყო? პირველად რომ ტელევიზორი დაინახა ყუთი ეგონა. ჩაურთეს და გული წაუვიდა ადამიანებს რა უნდათ ყუთშიო. შეეშინდა.ოთხი წლის მანძილზე ისე არ ჩამოვიდოდი თბილისიდან, რომ არ მენახა და არ მეთამაშა მასთან.

მერე მისი დედობილი იზა დეიდა ავად გახდა და მალევე გარდაიცვალა. მას მეუღლე და ერთი ბიჭი ყავდა. ნათიას ისევ უკან აბრუნებდნენ, როცა დედამ და მამამ გადაწყვიტეს, რომ ჩვენთან გადმოეყვანათ და ნათიას ადამიანური ცხოვრება გაეგრძელებინა. 2005 წლის 13 მარტს დედაჩემი სხვისი შვილის დედა გახდა და ზუსტად ერთ თვეში 2005 წლის 13 აპრილს მამა გარდამეცვალა. ნათიამ მეოთხედ დაკარგა მშობელი. პირველად საკუთარი დედა და მამა, მერე იზა დეიდა და ბოლოს მამაჩემი. ცხრა წელი ერთად ვიცხოვრეთ და ახლა დუშეთში ცხოვრობს თავშესაფარში. ეს სახელმწიფო პროგრამა იყო და კანონმა ასე მოითხოვა. დედაჩემი წელიწადში რამდენჯერმე ჩადის ნათიასთან და ჩვენთანაც ხშირად ჩამოგვყავს.

გაგრძელება
18:47 / 15-02-2016
ეს გოგონა, მაგდა, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა თელავში. 3 წლამდე ხედავდა, მერე კი უბედური შემთხვევის შედეგად დაბრმავდა. ყველა ძალიან განვიცდიდით ამას, დედამისმა გაუძლო ამ ტკივილს, მისივე სიყვარულისთვის გაუძლო და დღეს ის სრულფასოვანი ქალი და კარგი ჟურნალისტია. მაგდას უბრალოდ ამ ყველაფრით იმისი თქმა უნდა, რომ როდესაც ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცა, უნდა გაუფრთხილდე ამას და შენი "ყველა მკიდიას" პრინციპით არ დაიმახინჯო თავი და ბოლოს არ გაუმწარო დედას სიცოცხლე. შეგიძლია ყველა დაიკიდო, მაგრამ არ უნდა დაიკიდო დედა, რომლისთვისაც ყველაზე ძვირფასი ხარ. მაგდას არა და დედამისს კი ალბათ ვახსოვარ. მიყვარხართ, ნამდვილად ვამაყობ, რომ ასეთი რთული ცხოვრების მიუხედავად კარგი ადამიანები გაგზარდათ დედამ.
ლალი
18:42 / 15-02-2016
არ გვინდა რა ეს სენტიმენტალური სტატიები. ყველა ოდესღაც ხდება ავად და ყველა კვდება. რაც შეეხება მიშა მესხს - ამ ადამიანის IQ ყველაზე კარგ შემთხვევაში იქნება 70 -80-ის ფარგლებში. ვერ გამოვედით "რეზონანსი"-ს და "ასავალ დასავალის" დროიდან.
გიურზა
მსგავსი სიახლეები
"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს ნიშნები ვიღაცას ძალიან უშლიდა ხელს"
მუშებს ავალდებულებდნენ კოკისპირულ წვიმაში თავისუფლების ქუჩა ნაყარი ქვა-ღორღისგან გაესუფთავებინათ
წყვილმა 2010 წელს ბათუმში ყველასგან მალულად დაიწერა ჯვარი
+VIDEO აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები ვაშინგტონში, "ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე" იმყოფებიან
"მიხეილ სააკაშვილს მთელი საქართველო ჰყავდა "დავერბოვკებული"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:07 / 03-12-2016  Image შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომანქანით შეძლებენ
ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ
10:38 / 03-12-2016  Image მამა სერაფიმეს ღია წერილი მთავრობას - "ამ ტაძარში, რომელიც სახლად გადააკეთეს, ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ..."
"თქვენ საქართველოს ეკლესიას სალოცავს ართმევთ ასე უხეშად და ასე უნამუსოდ!"
12:55 / 02-12-2016  Image ულამაზესი პილოტის პირველი და უკანასკნელი რეისი - 29 წლის სისი არიასი კოლუმბიის ავიაკატასტროფამდე წუთებით ადრე...
VIDEO+PHOTO ინტერნეტში გავრცელდა თვითმფრინავის მგზავრებისა და პილოტების უკანასკნელი ინტერვიუები
16:53 / 19-11-2016  Image ის, რაც მამაკაცს სექსს ურჩევნია
რის გამო შეიძლება თქვას უარი სექსზე მამაკაცმა
14:00 / 02-12-2016  Image "რცხვენოდეს "თი-ბი-სის" და "საქართველოს ბანკს" გუშინდელი საქციელის გამო"
"ამის გამო უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49