"უმძიმესი წუთები მიდგას... მამას ცხედარი 5 დღის ძებნის შემდგომ წყალში ვიპოვეთ..." - ლაშა ღლონტი

"უმძიმესი წუთები მიდგას... მამას ცხედარი 5 დღის ძებნის შემდგომ წყალში ვიპოვეთ..." - ლაშა ღლონტი

"უმძიმესი წუთები მიდგას", - წერს "ფეისბუქზე" მომღერალი ლაშა ღლონტი, რომელსაც მამა ტრაგიკულად დაეღუპა. როგორც მისი პოსტიდან ირკვევა, მამის ცხედარს ოჯახი 5 დღის განმავლობაში ეძებდა.

"უმძიმესი წუთები მიდგას, ტრაგიკულად გარდაცვლილ მამას, რომლის ცხედარიც 5 დღის ძებნის შემდგომ წყალში ვიპოვეთ, ღამეს ვუთევ.

მახსენდება მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი. უცებ, თითქოს არაფერ შუაში გონებაში ამოტივტივდა ერთი ისტორია: შეყვარებული ვიყავი და ჩემს მომავალ მეუღლესთან თეასთან ერთად ბათუმის ქუჩებში ვსეირნობდი. ერთერთ კაფეში მამაჩემის ძმაკაცი, ნუგზარ ჯაფარიძე შემხვდა. რომ დამინახა გოგოსთან ერთად, ფეხზე წამოდგა, თეას ხელზე ეამბორა, ერთი წუთითო გვითხრა და სადღაც გაუჩინარდა. 5 წუთში იგი თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგულით მოგვევლინა.

ამ ამბის მერე, იგი მალე გარდაიცვალა.

უკვე ძალიან გვიანია დილის 4 საათი. ვდგავარ მამის კუბოსთან მარტოდმარტო და მიხარია, რომ არ გამწირა უფალმა და ცხედარი მაინც ვიპოვე. უცებ კარზე მორიდებული კაკუნის ხმა შემომესმა, მივედი და კარს უკან ბატონი ნუგზარის შვილი, ზალიკო იდგა.

"უკაცრავად ლაშა შეიძლება მამათქვენს ფსალმუნი წავუკითხოო" იგი დილამდე იდგა მამაჩემის კუბოსთან და ჩუმად, თვალცრემლიანი ფსალმუნს კითხულობდა", - წერს ღლონტი.

"ერთმა - კორონავირუსი აქვსო, სხვა ლაბორატორიაში არაფერი გამოვლინდა... უნდა ვუჩივლოთ თუ არა 7 წლის ბავშვის სტრესისთვის?" - რას წერს ნანკა კალატოზიშვილის ძმა დისშვილზე

"43 წლის კაცი გარდაცვლილა კოვიდით და ისევ თანდმევი დაავადებაო, აუჩემებიათ.. რა სულელური ფორმულირებაა" - ნათია ფანჯიკიძე

"ეს არის ის, რისთვისაც ცხოვრება ღირს" - რა ვიდეოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქში"