"სადმე არ გადამეყარო, შენს თავს ხელიდან ვერავინ წამართმევს!" - რატომ ემუქრება ანთიმოზ ბიჩინაშვილი რატი ამაღლობელს

"სადმე არ გადამეყარო, შენს თავს ხელიდან ვერავინ წამართმევს!" - რატომ ემუქრება ანთიმოზ ბიჩინაშვილი რატი ამაღლობელს

ანთიმოზ ბიჩინაშვილი "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან რატი ამაღლობელს ემუქრება. როგორც ჩანს, სასულიერო პირს ლექსის - "პატრიარქი გაიყინა..." გამო პოეტზე "შურისძიება" ახლა გაახსენდა: "რა ლექსი? რა პოემა? როდესაც ტექნიკურად პატრიარქს შეურაცხყოფს და ლექსს არის ამოფარებული ეს ნაძირალა", - წერს პენსიაზე გასული მამა ანთიმოზი პირად გვერდზე და პირდაპირ მიმართავს პოეტს.

"სახლში მოვედი და ტელევიზორი ჩავრთე. პირდაპირ პირველი არხი ჩაირთო და უცებ რატი. რატი ამაღლობელი! სადმე არ გადამეყარო, შენს თავს ხელიდან ვერავინ წამართმევს! ესე თუ შეგტკივა გული იმ გაყინულზე, წაგეყვანა სახლში და მოგევლო! ეხლაც ბევრნი არიან ქუჩებში მოსავლელი, შენ კი პირველ არხზე ზიხარ და ნარციზიზმით ხარ დაკავებული", - წერს არქიმანდრიტი.

შეგახსენებთ, რამდენიმე კვირის წინ "ფეისბუქზე" რატი ამაღლობელის მიერ გამოქვეყნებულ ლექსს საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. მოგვიანებით, პოეტს ერთი განმარტების გაკეთება მოუხდა საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე: "ლექსია ხალხო ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ არამც და არამც "ზუსტი" ინფორმაცია".

ასევე დაგაინტერესებთ:

"მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები..." - რატი ამაღლობელი კრიტიკოსებს პასუხობს

როგორ იცავენ "ფეისბუქზე" სკანდალური ლექსის გამოქვეყნების შემდეგ "უღმერთოდ შერაცხულ" რატი ამაღლობელს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს