11:38 / 20-02-2016
"გონია, რომ გაიზრდება მის სანახავად დაბრუნდები" - განო მელითაური შვილს დაბადების დღეს ულოცავს
დღეს კოტე თოლორდავას და განო მელითაურის შვილის დაბადების დღეა. განომ შვილს დაბადების დღე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მიულოცა და ბედნიერი წარსულიდან რამდენიმე ფრაგმენტიც გაიხსენა.

"2012 წ.20 თებერვალი თენდება. მუცლით ერთ სიმპატიურ ბიჭს ჩაჩავას სამშობიაროში მივარბენინებ, კოტეს ჩემი ხელი მაგრად უჭირავს ... უკვე მეორედ და გაცნობიერებული ტკივილის მოლოდინით ვაპირებ ახალი სიცოცხლე მოვავლინო ცისფერ ბურთში
-განიკო სულ შენთან ვიქნები, რისი გეშინია? -ამას ისე მეუბნება, ვხვდები საკუთარ თავსაც ამხნევებს და პირდაპირ თვალებში ვუყურებთ ერთმანეთს.. , ვუცინი და კისერს ვიღერებ, რომ ცრემლები ვეღარ დაინახოს
- შე სი-დო-ნი ა - თან ხელი თვალებთან მოაქვს, ორ თითს შორის აქცევს ცრემლებჩამდგარ შავ-თეთრ ბურთებს და ზედ დანკოს გულზე მიხუტებს! - მე არაფრის აღარ მეშინია და ცეკვა-ცეკვით, გრძელი დერეფნის ეიფორიაში ვიკარგებით....
მთელი ღამე ერთად, სიმღერ-სიმღერით, თანადგომით და უდიდესი მოლოდინებით ვითვლიდით წუთებს .

-უუხ შენი მამა-ს! - ეუბნებოდა მუცელთან ამოზნექილ არსებას და ბედნიერებისგან ჰაერი არ გვყოფნიდა
7-ს ნახევარზე დაიბადა თარაშ-თომა თოლორდვა და სამუდამოდ შეცვალა გაკოს ცხოვრება უკეთესობისკენ... დღეს 4-ის ხდება, ვაჟკაცია და შენსავით ვეებერთელა გული აქვს!

იცი,
You must have Flash Player installed in order to see this player.
გონია, რომ გაიზრდება მის სანახავად დაბრუნდები, დილაობით ხატებს ელაპარაკება, საყვედურობს რატომ წაიყვანეთო, მერე ფანჯარასთან მიდის - მე კარგი ბიჭი ვიქნები, სულ მიყურებსო მეუბნება...ზუსტად შენსავით მეფერება, რუდუნებით აკონტროლებს - სახლიდან თბილად ჩაცმული გავიდე თუ ცივა, უყვარს ყველა ცოცხხალი არსება გარშემო და თავის დებს გამუდმებით უხსნის რომ ზემოდან იცავ! ორი დღის წინ გადასხმას რომ უყენებდნენ, მამას კაცური ხელი მივეცი და არ ვიტირე,მაგარი ვარო ამაყობდა ,როცა ბრაზდება მამიკო გხედავს ამას როგორ მეუბნებიო და გული უჩუყდება
და მართალია სიცხიანმა, მოწყენით გააცილა სასწრაფოს ექიმები, მაინც ბედნიერია, რადგან 3 წელი ერთად გაატარეთ! ჩქარა დაიძინა,ზუსტად იცის - ჩაძინებულს აუცილებლად მიაკითხავ სასიზმრეთში.

დიდი მადლობა, რომ გამიყავი ამხელა სიყვარული და მას თარში დავარქვით! მის დაბადებას გილოცავ დანკო და გპირდები შენნაირი -ერთგული და მართალი გაიზრდება ! ჩვენ, მე და თარაშ-თომა ამას გპირდებით სანუკვარო!" - წერს განო მელითაური.
10:43 / 23-02-2016
nino
0
გილოცავთ თარაშის დაბადების დღეს,ღმერთმა გაგაძლიეროთ. მესმის თქვენი გულისტკივილი, 10 წელია მძიმე ჭაპანს ვეწევი. შვილები დღესაც ისე ესაუბრებიან მამას როგორც 10 წლის წინ....
15:10 / 21-02-2016
mari
0
ვტირი და ისე ვწერ.....საქართველოს უმრავლოს ღმერთმა თქვენნაირი დედბი და მეუღლეები....გილოცავთ ვაჟკაცის დაბადების დღეს....მას მამიკო აუცილებლად დაიცავს და დაიფარაცს,,,,გვიყვარხართ.....
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:17 / 25-05-2017  Image მოიპარეს თუ არა ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახლიდან ნახევარი მილიონი - შსს-ს კომენტარი
შინაგან საქმეთა სამინისტროში ქურდობის ფაქტს ადასტურებენ
19:50 / 25-05-2017  Image კა­რა­ტის­ტი გო­გო­სა და ბი­ჭის სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი - "თა­თია ახ­ლა ჩე­მი პი­რა­დი მწვრთნე­ლია"
ამ წყვილს, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ადა­მი­ა­ნი უნ­და იც­ნობ­დეს
16:20 / 25-05-2017  Image "ცრემლები იმიტომ მომდის, რომ შეეხნენ ჩემს თავმოყვარეობას" - დემირელის კოლეჯის მმართველს 3-თვიანი წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა
ჩაბუქი ითხოვს, არ გადასცენ თურქეთს, რადგან "იქ სამართლიანობა არ არსებობს"
16:38 / 25-05-2017  Image რატომ ვერ შედგა ცერებზე მარკუს მეტრეველი - "ნამდვილად არ ვარ ასეთი, როგორიც ბევრს ვგონივარ..."
"ვიტყვი, რომ საუკეთესო პარტნიორი მყავს"
15:19 / 25-05-2017  Image რა უნდა გააკეთოთ, რომ დიეტის დროს შიმშილმა არ შემოგიტიოთ
როგორ ვაკონტროლოთ შიმშილის ჰორმონი?
კვირის ყველაზე კითხვადი
პოპულარული კომენტარები
ინდურ სერიალად ნუ გადააქცევთ . ესაა უდიდესი ტრაგედია რაც მოხდა. მარტო ის რომ ეს გოგონა პრიმა ბალერინა გახდა, თუ ფიქრობს ვინმე ეს როგორი შრომის ფასად მიაღწია.ბალერინობას რომ მიაღწიო, უნდა იყო სათნო კეთილი, ნიჭიერი შრომისმოყვარე.რატომ არავინ არ ამბობს რატომ დაიწყო სმა ? ლოთი იყო და ისე ცეკვავდა? როგორ , ლოთობით გახდა პრიმა ბალერინა? ცოტა დაუკვირდით რა, მარტო მის ლანძღვაზე რომ გადახვედით ეგრე სადაა. იცის ვინმემ ის დედა , თუ დედობილი, როგორ ეპყრობოდა? რას ეუბნებოდა ?სულაც იქნებ მან მიიყვანა იმ ზომამდე, რომ ეს საშინელება ჩაიდინა. ჩვენ არაფერი ვიცით.იქნებ ისეა გამწარებული ,რომ არც ნანობს ეს უბედური გოგო. გ ინდათ გამლანძღეთ მეცოდება ორივე
ინტერნეტკონფერენცია
2017-05-24 06:59:12
სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სავარაუდო...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49