"ჩემს ქვეყანას არ ვუნდივარ და როდემდე ვიტანჯო და ვტანჯო ოჯახი?" - გია მაისაშვილის დილემა

"ჩემს ქვეყანას არ ვუნდივარ და როდემდე ვიტანჯო და ვტანჯო ოჯახი?" - გია მაისაშვილის დილემა

გია მაისაშვილი ცხოვრებისეული დილემის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს:

"როდესაც ამდენ წლოვან, უიმედო სტაგნაციას უყურებ საკუთარი ხალხისას ნადგურდები ადამიანი და ამ სოციალურ კრიზისს პიროვნული კრიზისიც ემატება. შეგიძლია ჩაერიო, ამ საქმის სპეცი ხარ, შეგიძლია შეცვალო გარემო, მრავალჯერ მოგიხერხებია, სახელმწიფო მშენებლობას 29 წელია ინტენსიურად სწავლობ, გული გიკვდება ამდენ უსუსურობაზე, ამდენ არ გამოყენებულ ხალხზე. მაგრამ მეორეს მხრივ ვერ გადაგიწყვეტია, პოლიტიკა ხომ ბინძურია, ერთხელ ხომ იწვნიე საკუთარ ტყავზე, ეს ჭაობის ბინადარნი ამის საშუალებას მოგცემენ? ეკითხები კაცი საკუთარ თავს და ხელს იქნევ, ერიდები ამ სიბინძურეს. ამ ჭიდილში ხარ წლები, არადა დრო მიდის შენი ამდენი ხნის ნაშრომ ნალოლიარის შენი ქვეყნის სახელით პრაქტიკული რეალიზება გსურს უზომოდ.

ბევრი თქვენგანი საკუთარ თავს ამოიცნობს იგივე მდგომარეობაში უცილოდ. "წავიდე, გავეცალო ამ ქვექანას, ჩემს პროფესიონალიზმსა და ჩემს ოჯახს ვემსახურო, რა ვქნა მაშ, ჩემს ქვეყანას არ ვუნდივარ და როდემდე ვიტანჯო და ვტანჯო ოჯახი?"

მათთვის ვინც ამ მძიმე ფილოსოფიურ მორალურ დილემას ებრძვის "ბაგავატ გიტა" მინდა შემოგთავაზოთ. წაიკითხეთ, სულს ამშვიდებს და იმედს აბრუნებს, მოვალეობას გახსენებს და "ღალატიაო ამაგგვარი ფიქრი" გეუბნება მზრუნველად.

თქვენ რას იტყვით ჩემო კარგებო?".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს