რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან სააკაშვილი და ივანიშვილი ნიკა გვარამიას აზრით

რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან სააკაშვილი და ივანიშვილი ნიკა გვარამიას აზრით

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ქვეყნის ყოფილი პრემიერის - მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის "შედარებით დახასიათებას" აქვეყნებს:

"2012 წელს არჩევნებში დამარცხებული სააკაშვილი 50 მილიონიანი ქვეყნის ახალ პოლიტიკურ კლასს აყალიბებს და, მაღალი ალბათობით, ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანის პრემიერ-მინისტრი გახდება, რომლის მოქალაქეობა სულ რაღაც ერთი წელია მიიღო.

2012 წლის არჩევნებში გამარჯვებული ივანიშვილი იურული პერიოდის პოლიტიკური კლასის დინოზავრებს შორის გარჩევებითაა დაკავებული საკუთარი კოალიციის შიგნით და ამასობაში ყველაფერი თავზე ენგრევა - ეკონომიკა, სასამართლო, უსაფრთხოება, დემოკრატია.

იგრძენით განსხვავება. სერია მეორე", - წერს გვარამია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს