"ასე თვითმკვლელები იქცეოდნენ სიკვდილის წინ ... ქართველები ხართ?... - მოულოდნელობისგან სისხლი გამეყინა"

"ასე თვითმკვლელები იქცეოდნენ სიკვდილის წინ ... ქართველები ხართ?... - მოულოდნელობისგან სისხლი გამეყინა"

ამბავი, რომელსაც ახლა თქვენ წაიკითხავთ, გულგრილს არავის დაგტოვებთ.

ეს არის რეალური ისტორია, რომელიც 2008 წელს ერაყში, ვასიტის პროვინციაში, ქართული სამშვიდობო მე-12 ბატალიონის II ასეულის (OPERATION IRAQ FREEDOM ოპერაცია) ერთ-ერთ რიგით ჯარისკაცს, ერმილე ნემსაძეს გადახდა თავს.

"მახსოვს ერაყში ავტობუსი გავაჩერეთ, რომელიც ირანიდან მოდიოდა, ინფორმაცია გვქონდა რომ ირანიდან "კამიკაძები" და ასაფეთებელი ნივთიერები შემოდიოდა. ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით რომ "სიურპრიზი" არ მოეწყოთ, ქალებს ვთხოვეთ ცალკე გადასულიყვნენ რათა ავტობუსი გაგვეჩხრიკა, კაცები მეორე მხრეს გადავიყვანეთ ისე რომ ავტობუსი მოფარებოდათ და მათი ჩხრეკა ქალებს არ დაენახათ (არ დაგვემცირებია, ქალის თვალში მამაკაცები.)

რამდენიმე ჯარისკაცი ავტობუსის შემოწმებას შეუდგა, ორმა მგზავრი კაცების შემოწმება დაიწყო, რამდენიმე ჯარისკაცი დაზღვევაზე ვიდექით და ყველა მათგანს ვათვალიერებდით, რათა უცაბედი ქმედება რ გამოგვპაროდა. ყველა ვნერვიულობდით, მგზავრებიც და ჯარისკაცებიც. მხოლოდ ორი მგზავრი იცინოდა, თითქოს ყველაფერი ფეხებზე კიდიათო, ამ უცნაურმა ქცევამ ყველას ყურადღება მიიქცია, და დავიძაბეთ, ვიცოდით ასე თვითმკვლელები იქცეოდნენ სიკვდილის წინ, დაძაბულობამ პიკს მიაღწია, სასხლეტ კაუჭებზე თითები მოვამზადეთ, საეჭვო ქმედების შემთხვევაში უფლება გვქონდა გაფრთხილების გარეშე გვესროლა, მაგრამ აბა როგორი სასროლი იყო თუ 100% ით დარწმუნებული არ იყავი. ნერვულმა დაძაბულობამ პიკს მაშინ მიაღწია, როდესაც მჩხრეკავები ამ ორ ახალგაზრდასთან მივიდნენ შესამოწმებლად. არაბულად ნაძალადევად ნასწავლი სიტყვები ძლივს წარმოთქვეს ბიჭებმა "სიერა სანავეი", "სლაჰ მაქუ?" (ანუ საბუთები გაქვთ? იარაღი ხომ არ გაქვთ? ) სტანდარტული კითხვა გვევალდებულებოდა ინსტრუქტაჟით.

ახალგაზრდებმა გამოგვხედეს ბედნიერი სახით და გვითხრეს:

- ქართველები ხართ? (ძველი ქართული დიალექტით) მოულოდნელობისგან სისხლი გამეყინა, ვიფიქრე რაღაცას ან გვიჩალიჩებენ ანდა სხვა სამყაროში მოვხვდი-თქო.

- "კიი ქართველები ვართ." რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ ძლის წარმოთქვა ერთერთმა ჩვენგანმა.

- "ჩვენც ქართველები ვართ," გვიპასუხეს უცნაურმა ახალგაზრდებმა. ყველა გაშეშდა თითქოს წამით ყველას დაავიწყდა სად ვიყავით და რას ვაკეთებდით.

"კიმაგრამ საიდან სად, აქ რა გინდათ, ამ უდაბნოში?" ძლივს წარმოთქვა ერთ-ერთმა ჩვენგანმა.

-"ჩვენ ფერეიდნელი ქართველები ვართ მექაში მივდივართ სალოცავად" დროშით ვიცანით ჩვენი ქვეყანა და მივხვდით, რომ ქართველებმა გაგვაჩერეთ, არ ვართ ტერორისტები, მომლოცველთა ავტობუსია ირანიდან არაბეთში მივდივართ სალოცავად, გაგვიხარდა რომ დაგინახეთ. ღიმილიანი სახით გივთხრა ერთ-ერთმა, მეორე ისე გემრიალად იცინოდა, ღმერთო, ყველა ასე გაახარე ქართველის დანახვაზე...

ყველას დაგვავიწყდა სად ვიყავით , თითქოს ღვიძლი ძმები გვენახა ამ ცხელ მიწაზე ისე გაგვეხარდა, მჩხრეკავები სიხარულიდან ისე სწრაფად გადაეხვივნენ, ფერეიდანელ ბიჭს, თითქოს ოჯახის წევრები ნახეს, ისინიც ქართულად გადაეხვივნენ უცნობ ქართველებს, დამზღვევებმა ძლივს შევიკავეთ თავი.

"თეთრი შურით" მჩხრეკავების შეგვშურდა, მაგრამ კონტროლიდან გამოსვლას შეიძლებოდა ყველა დავეღუპეთ, სხვა მგზავრები გაოგნებულები გვიყურებდნენ, ვერ გაეგოთ რა ხდებოდა, ერთ-ერთმა ჩვენგანმა წამოიძახა "ჰიმალა ბუს" (დამტვრეულ არაბულ ინგლისურით ნიშნავდა "ბედნიერად ავტობუში ასვლას") ქართველები დავტოვეთ, სათითაოდ გადავკოცნეთ, მოვეფერეთ, ცრემლი მოგვერია ორივე მხარეს.

გამოვკითხეთ ფერეიდანელი ქართველების ცხოვრება. რამდენიმე ათეული წუთი შევაჩერეთ, სანამ თითოეულმა იქ მყოფმა ქართველმა ჯარისკაცმა არ შეიგრძნო თანამამულის სიბო და ჩახუტება. შემდეგ კი რეალობის დრო დადგა, ფერეიდნელი ძმები ავტობუსში ავაცილეთ და ჩვენი პასუხისმგებლობის ზონიდან "კონვოით" გავაცილეთ.

მწარე იყო განგეცადა თუ რა სიხარული და სიმწარე იყო ამ მოკლე ცხოვრებისეულ ეპიზოდში... ამ ფოტომ ეს მომენტი გამახსენა, "ენა, მამული, სარწმუნოება" ზუსტად თქვა დიდმა ილიამ.

ჩვენ კი ცხოვრებამ დაგვანახა რამდენიმე წუთით, რწმენა დავიწყებული, მაგრამ სამშობლო და ენა შენარჩუნებული ქართველები ახლო აღმოსავლეთის ცხელ მიწაზე, საქართველო???.. არასოდეს არ გადაშენდება ეს მტერმაც იცოდეს და მოყვარემაც."

"ორჯერ დიდ ქვეყანას მოვემსახურებით, იმხელა საწოლფონდი გვაქვსო... სიშტერესაც აქვს საზღვარი!" - რას წერს ჟურნალისტი

"ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ... რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, მით უკეთესი იქნება" - რას წერს ინფექციონისტი

"მიშველეთ, დედა და მამა ძალიან ცუდათ არიან... ბაბუა ხმას ძლივს იღებს" - გოგონა, რომლის ოჯახი კოვიდინფიცირებულია, დახმარებას ითხოვს