როგორ დაემშვიდობნენ თანამშრომლები გიორგი ქადაგიძეს

როგორ დაემშვიდობნენ თანამშრომლები გიორგი ქადაგიძეს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

ქადაგიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა. "ძალიან საინტერესო, რთული, წინააღმდეგობებითა და მიღწევებით სავსე 7 წელი იყო. იყო შეცდომებიც, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ბევრი შევძელით. ჯერ მხოლოდ ასე შევაფასებ, მემუარების წერა ძალიან ადრეა. მადლობა ყველას მხარდაჭერის, გულშემატკივრობისა და კრიტიკისათვის", - წერს ქადაგიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

გიორგი ქადაგიძემ პრეზიდენტის რანგში თავისი ბოლო შეხვედრა გამართა და ბანკის თანამშრომლებს დაემშვიდობა. თითოეულ მათგანს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

გიორგი ქადაგიძის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოს დარჩენილი, 6-კაციანი შემადგენლობა უფლებამოსილია გააგრძელოს საბჭოს ფუნქციების განხორციელება. ამასთან, 26 თებერვლიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი შეასრულებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს