19:06 / 25-02-2016
"ტეხავს, სამარცხვინოა... ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ შეცდომას დაუშვებდა" - ანანიაშვილს მოსკოვში ცეკვის გამო აკრიტიკებენ
დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილი მოსკოვის თეატრში იცეკვებს. ამ ამბავს სოციალურ ქსელში ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.
როგორც "ფეისბუქის" მომხმარებლები წერენ, ოკუპაციის დღეს მოსკოვში ცეკვა ქართველი ბალერინას მხრიდან არასწორი საქციელია.
ანანიაშვილს ამ ნაბიჯის გამო საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც აკრიტიკებენ, მათ შორის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟლიანი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:
"როგორც ერისიონის ცეკვა ტეხავს მოსკოვში, ან ხუბუტიას კონცერტზე სიმღერა, ისე ტეხავს ნაციონალური ბალეტის ცეკვა მოსკოვში დღეს, 25 თებერვალს".

თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტი:

"უკიდურესად სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღეს, მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე ნინო ანანიაშვილი იცეკვებს.

მართალი გითხრათ, ვერ წარმომედგინა რომ ასეთ შეცდომას დაუშვებდა".

გივი თარგამაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
"ჩემთვის ძალზე სამწუხაროა, რომ ნინო ანანიაშვილმა ჩათვალა, თითქოს ქართული საზოგადოებისთვის მეტად ადვილია იმის ახსნა, საბჭოთა ოკუპაციის დღეს რის გამო ატარებ კონცერტს ბოროტების სათავეში ჯალათების საამებლად, ვიდრე, თუნდაც, საყვარელი მასწავლებლისთვის, ახსნა ამგვარი ქმედების სამარცხვინოობისა. შეუძლებელია მსგავსი ქცევის გამართლება".

იხილეთ ტელეკომპანია "Pассия"-ს სიუჟეტი ნინო ანანიაშვილის რუსულ ვოიაჟზე

ქეთევან ქარდავა, ჟურნალისტი:
"ყოველთვის ვცდილობ განსხვავებულ აზრს
პატივი ვცე. ძალიან ვცდილობ. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ მიჭირს და მაინც გამომდის, არის შემთხვევები, როცა ჩემს ძალებს აღემატება და ვერ ვახერხებ. არ ვეჯიბრები არავის პატრიოტიზმში, ყველა თავისებურად გამოხატავს ან ვერ გამოხატავს. აი , ოკუპაციის დღეს
მოსკოვში ცეკვა და სიმღერა
როგორ ავხსნა არ ვიცი".

კარგი, სხვა დღებშიც ! 25.02.2016 სახელმწიფო დროშები დაშვებულია

დღეს, მოსკოვის დიდ თეატრში საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის რაისა სტრუჩკოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოზე ლეგენდარული ბალერინას მრავალი მოსწავლე გამოვა სცენაზე. გალა კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია. ქართველ პრიმა-ბალერინას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა რაისა სტრუჩკოვასთან, რომელიც ოცი წელი მისი პედაგოგი იყო.

იხილეთ: დღეს ნინო ანანიაშვილი მოსკოვის დიდ თეატრში იცეკვებს
23:11 / 26-02-2016
ზაზა
0
არ ყოფილიყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი, ნინო ანანიაშვილია სახელი და გვარი არცერთ თქვენგანს არ ეცოდინებოდა.
20:38 / 26-02-2016
ლელა
0
ქალბატონო ნინო მე თქვენ ძალიან მიყვარხართ !

მსგავსი სიახლეები
ამ ტერიტორიაზე კიდევ 8 პერსონის ძეგლი დაიდგმება, მათ შორის, ლენინისა და ელცინის...
რუსეთის მთავრობა განმარტავს, რომ ოფისის დაკეტვა შენობის ქირის გადაუხდელობას უკავშირდება
"მე და ჩემ ქმარს 23 წელია შვილი არ გვყავს, მაგრამ ჩვენ შორის არავითარი კონფლიქტი არ ყოფილა"
+PHOTO "რაც არ უნდა თქვა, ყველაფერი ზედმეტია! უნაკლო ხარ"
9 აგვისტოს ბოსხის გარდაცვალებიდან ზუსტად 500 წელი გავიდა
ლარისას ქართველი პარტნიორიც ჰყავდა, რომელიც ამ საქმიდან მოზრდილ წილს იღებდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:22 / 18-08-2017  Image Gem Fest-ზე გარდაცვლილი გოგონას დედა "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტს აქვეყნებს
"მენატრები დეე !!!!!! გვენატრები დედიკუნა...გვენატრები..."
21:27 / 18-08-2017  Image გიორგი სიგუას კომენტარი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გამოსვლის შემდეგ - გამოკითხვის დეტალები
"გაირკვა, რომ არავინ არაფერში ბრალს არ გვდებს და არავინ გვიჩივის"
20:07 / 18-08-2017  Image "ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
"ბაჩო ახალაიამ უარი თქვა შემოთავაზებაზე, რომ ბადრაგის თანხლებით მიიყვანონ დედის გასვენებაში" - მიხეილ სააკაშვილი
19:08 / 18-08-2017  Image ჩეჩნეთში 25 წლის მომღერალი დაიკარგა, რომლის სიმღერებიც ჩეჩნური საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო
ჩეჩნეთში ადამიანების გაუჩინარების პროცესი გრძელდება
18:22 / 18-08-2017  Image მუხის კასრი თუ უჟანგავი ფოლადის საღვინე ჭურჭელი? - ორივეს უპირატესობები
ღვინო მუხის არომატებით უფრო მდიდრდება კასრში დავარგების დროს, ვიდრე იგივე კასრში ალკოჰოლური დუღილის ჩატარებისას
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49