"ტეხავს, სამარცხვინოა... ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ შეცდომას დაუშვებდა" - ანანიაშვილს მოსკოვში ცეკვის გამო აკრიტიკებენ

"ტეხავს, სამარცხვინოა... ვერ წარმომედგინა, რომ ასეთ შეცდომას დაუშვებდა" - ანანიაშვილს მოსკოვში ცეკვის გამო აკრიტიკებენ

დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დღეს ქართველი ბალერინა ნინო ანანიაშვილი მოსკოვის თეატრში იცეკვებს. ამ ამბავს სოციალურ ქსელში ბევრი უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა.

როგორც "ფეისბუქის" მომხმარებლები წერენ, ოკუპაციის დღეს მოსკოვში ცეკვა ქართველი ბალერინას მხრიდან არასწორი საქციელია.

ანანიაშვილს ამ ნაბიჯის გამო საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც აკრიტიკებენ, მათ შორის ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟლიანი, ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:

"როგორც ერისიონის ცეკვა ტეხავს მოსკოვში, ან ხუბუტიას კონცერტზე სიმღერა, ისე ტეხავს ნაციონალური ბალეტის ცეკვა მოსკოვში დღეს, 25 თებერვალს".

თამარ ჩერგოლეიშვილი, ჟურნალისტი:

"უკიდურესად სამწუხარო და სამარცხვინოა, რომ საბჭოთა ოკუპაციის დღეს, მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე ნინო ანანიაშვილი იცეკვებს.

მართალი გითხრათ, ვერ წარმომედგინა რომ ასეთ შეცდომას დაუშვებდა".

გივი თარგამაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:

"ჩემთვის ძალზე სამწუხაროა, რომ ნინო ანანიაშვილმა ჩათვალა, თითქოს ქართული საზოგადოებისთვის მეტად ადვილია იმის ახსნა, საბჭოთა ოკუპაციის დღეს რის გამო ატარებ კონცერტს ბოროტების სათავეში ჯალათების საამებლად, ვიდრე, თუნდაც, საყვარელი მასწავლებლისთვის, ახსნა ამგვარი ქმედების სამარცხვინოობისა. შეუძლებელია მსგავსი ქცევის გამართლება".

იხილეთ ტელეკომპანია "Pассия"-ს სიუჟეტი ნინო ანანიაშვილის რუსულ ვოიაჟზე

ქეთევან ქარდავა, ჟურნალისტი:

"ყოველთვის ვცდილობ განსხვავებულ აზრს პატივი ვცე. ძალიან ვცდილობ. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ მიჭირს და მაინც გამომდის, არის შემთხვევები, როცა ჩემს ძალებს აღემატება და ვერ ვახერხებ. არ ვეჯიბრები არავის პატრიოტიზმში, ყველა თავისებურად გამოხატავს ან ვერ გამოხატავს. აი , ოკუპაციის დღეს

მოსკოვში ცეკვა და სიმღერა

როგორ ავხსნა არ ვიცი".

კარგი, სხვა დღებშიც ! 25.02.2016 სახელმწიფო დროშები დაშვებულია

დღეს, მოსკოვის დიდ თეატრში საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის რაისა სტრუჩკოვას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. საღამოზე ლეგენდარული ბალერინას მრავალი მოსწავლე გამოვა სცენაზე. გალა კონცერტის ორგანიზატორი საქართველოს სახელმწიფო ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილია. ქართველ პრიმა-ბალერინას განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა რაისა სტრუჩკოვასთან, რომელიც ოცი წელი მისი პედაგოგი იყო.

იხილეთ: დღეს ნინო ანანიაშვილი მოსკოვის დიდ თეატრში იცეკვებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს