"როცა ყოფილიც კი პირველი ხარ!" - სანდრა რულოვსის ახალმა იმიჯმა ინტერნეტმომხმარებლები აღაფრთოვანა

"როცა ყოფილიც კი პირველი ხარ!" - სანდრა რულოვსის ახალმა იმიჯმა ინტერნეტმომხმარებლები აღაფრთოვანა

საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, სანდრა რულოვსმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე რამდენიმე ახალი ფოტო გამოაქვეყნა, რომლებმაც ინტერნეტმომხმარებლების აღფრთოვანება დაიმსახურეს. რულოვსის ფოტოები საშა პრიშვინმა გადაიღო და როგორც თავად რულოვსი წერს, ფოტოსესია ნიუ იორკში მიმდინარეობდა. ფოტოებში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლე შესამჩნევად გამხდარია, აცვია როგორც სპორტულ, ისე კლასიკურ სტილში.

ფეისბუქმომხმარებლები ყოფილ პირველ ლედის კომპლიმენტებით ამკობენ: "ქართველების საამაყო რძალი"; "გემოვნებიანი და ლამაზი ქალბატონი"; "ულამაზესი და უკეთილშობილესი ქალბატონი"; "ჩვენი მარად პირველი ლედი"; "...როცა ყოფილიც კი პირველი ხარ", - წერენ კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს