როგორ აფასებენ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს "ფეისბუქზე" - "სასაფლაოზე "პერესტრელკები" გვაკლდა"

როგორ აფასებენ ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს  "ფეისბუქზე" - "სასაფლაოზე "პერესტრელკები" გვაკლდა"

სოციალურ ქსელში "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურებიან:

მანანა მანჯგალაძე:

ბუკა .. ეკა

ნანუკა ჟორჟოლიანი:

სასაფლაოზე "პერესტრელკები" გვაკლდა და დაჭრილი პოლიტიკოსი. სტატისტიკა "ხომ არის კარგად" რაც მთავარია!

ნათია კობერიძე:

ბუკა პეტრიაშვილი დაუჭრიათ!!!

კოშმარი!

''ოცნების'' დეპუტატები, ანუ კოლექტიური ბიძინა და თავად ბიძინაც ამართლებენ ბუკა პეტრიაშვილის დაჭრას, ანუ დამკვეთები არიან.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

ლოგიკური გაგრძელებაა იმის, რაც ქვეყანაში ხდება.

გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.

უმრავლესობის დეპუტატებს ისრები ”წინა ისტორიებზე” გადააქვთ პეტრიაშვილის დაჭრაზე მსჯელობისას.

მათ ნაცვლად არ გავიხსენებდი ”წინა ისტორიებს” ასეთი ენთუზიაზმით.

როდესაც მოტივი ასეთი ცხადია, ხელშეუხებლობის მყარი გარანტიების გარეშე ”დასჯის” ასეთი ოპერაცია რთული წარმოსადგენია, განსაკუთრებით იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც დასაკარგი აქვს.

ხელშეუხებლობის გარანტიის გაცემა კი ვის ძალუძს, ნათელია.

ამიტომ, ბიძინას დეპუტატებო, ჯერ იფიქრეთ, მერე ისაუბრეთ.

ირაკლი ტაბლიაშვილი:

ახლა დავბრუნდი საავადმყოფოდან და უნდა ვთქვა:

მნიშვნელობა არ აქვს მოტივს.

უმნიშვნელოა რა დროს, რის გამო და როგორ მოხდა...

ვერსიებსაც არ აქვს მნიშვნელობა.

მთავარი, ჩემი აზრით, არის ის, რომ ამგვარი საზოგადო გარემოა... როცა რაღაც მიზეზით ხდება ის, რაც მოხდა.

ამ გარემოსთან არ-შეგუებაა მთავარი.

ადამიანების დასჯის უფლება სხვა ადამიანებს არ აქვთ... ხოლო, თუ ვინმე მაინც საუბრობს ერთ ვერსიაზე, არც განსჯის უფლება აქვთ... სიყვარული არაა დასჯად-განსჯადი არავის მხრიდან.

და კიდევ...

იქ, საავადმყოფოში, გარდა თანაპარტიელებისა, ჩემი იქ ყოფნის დროს, ვნახე ფიქრია ჩიხრაძე და ნაციონალები - სერგო რატიანი და მიშა მაჭავარიანი.

ეს თემა ზე თუ ა-პარტიულია... ა-პოლიტიკურია... ვამბობ, უმართებულესად მოიქცნენ...

და ვამბობ, ოცნებელებო, ლეიბორისტებო... რავი... სხვებო...ადექით და თანადგომა გამოუცხადეთ ოჯახს და პუროვნულად ბუკას.

ხოლო შსს-მ და სხვებმა გამოიძიეთ და სასწრაფოდ დასაჯეთ კრიმინალი...

და გაპრავებები თუნდაც სამზარეულოში... რომ მოხდა ეს და მოხდა ის და იმიტომ, უბრალოდ ტეხავს.

ელენე ხოშტარია:

რაც მოხდა ხო ქვეყნის სირცხვილია, უბრალოდ კრიმინალურ ქრონიკაში ვცხოვრობთ! და საუბრები ბუკას პირად ცხოვრებაზე გარდა იმისა, რომ უკიდურესი უღირსობაა, ძალადობის გამართლება და წახალისებაა!

იხილეთ ასევე: ალექსი პეტრიაშვილს ბოლო დროს ემუქრებოდნენ... - ვის სახელს უკავშირებენ პოლიტიკოსზე თავდასხმას

ალექსი პეტრიაშვილს ოპერაცია უტარდება - ეკა მიშველაძის კომენტარი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს