"გარდაცვალებით კიდევ ერთი საოცრება ჩაიდინა" - პეტრე კოლხის ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედაზე

"გარდაცვალებით კიდევ ერთი საოცრება ჩაიდინა" - პეტრე კოლხის ემოციური პოსტი გარდაცვლილ დედაზე

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი პეტრე კვარაცხელია გარდაცვლილ დედას ემოციური წერილით ემშვიდობება.

პოსტს დეკანოზი "ფეისბუქზე" აქვეყნებს. პეტრე კოლხს დედა რამდენიმე დღის წინ გარდაეცავალა.

"დედა არასდროს გამოირჩეოდა ღრმა ეკლესიური ცხოვრებით, მაგრამ საკუთარი ზნეობრივი კანონი ჰქონდა, რომელსაც წმინდად იცავდა. მღვდლად ხელდასხმაში თუ მეწინააღმდეგებოდა, არა იმიტომ, რომ რწმენას უჩიოდა, სხვა, უფრო ,,მეტი" ემეტებოდა პირველი შვილისთვის. ცოტა ხანში ჩემს მდგომარეობასაც შეეგუა და გულის გულში ალბათ უხაროდა კიდეც, წინააღმდეგობა რომ გავუწიე. არც ერთი წუთით საკუთარი თავისთვის არ უცხოვრია. ჩვენ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს და ტკივილის დამალვას აზრი არ ჰქონდა, ერთ უმნიშვნელო ქმედებაში ვხვდებოდით სულის ფსკერზე დაგუბებულ ცრემლებს. გავურბოდი მასთან სიახლოვეს, მისი დაკარგვით გული არ გამხლეჩვოდა, მაგრამ რაც უფრო შორს ჩანდა, მით მეტად ვგრძნობდი ნაოჭებში ჩაკირულ უმწეო მზერას, რომელიც ზურგს მიწვავდა. იმაზე მეტი შეძლო, ვიდრე განსაცდელებით გათანგულმა ქალმა. ახლა კი, გარდაცვალებით კიდევ ერთი საოცრება ჩაიდინა: თავიდან მაპოვნინა ღმერთი და მისი წასვლით ,,მარადისობის ლაჟვარდები" მეტად მშობლიური გახადა...

P.შ. ჩვენ ყველა ერთმანეთს ვაცილებთ. ჩვენი ცხოვრებაც სვლაა დაბადებიდან სიკვდილამდე...

მადლობა, ვინც დედა დაიტირა... ვინც ცხედართან მოვიდა, ვინც ვერ მოვიდა, მაგრამ მისი სულისთვის უფალი ერთხელ მაინც ახსენა... დედას დავსტიროდი, თუმცა მწუხარების ცრემლების ნაცვლად, დედის ნატანჯ სახეს იმედის ცრემლებით ვასველებდი... ამდენი ლოცვა და ვედრება უკვალოდ არ ჩაივლიდა...

ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად ჩემი ოჯახის გვერდით იდგა... მადლობა მეუფე ეფრემს, მეუფე სვიმეონს... მადლობა სვეტიცხოვლის წინამძღვარს-მამა სერაფიმეს... მადლობა ჩემი კუთხის მღვდელმსახურებს, მეგობრებს, მრევლს, მეზობლებს... მთელი ცხოვრება ვფიქრობ, დედაჩემი ნუთუ მარტო ტანჯვისთვის მოევლინა ამ ქვეყანას... ამ კითხვაზე პასუხი მისი დაკრძალვის დღეს ვიპოვე... არა.... მარტო იმისთვის ღირდა მოვლინება, ასეთი პატივით გაეცილებინეთ აბრაამის, ისააკის და იაკობის წიაღში, დედა...", - წერს კოლხი.

ასევე იხილეთ: "ფრთხილად, არ წაიქცე, მუცლით მღვდელს ატარებ დედი..." - პეტრე კოლხი გარდაცვლილ დედას ემოციურ ლექსს უძღნის

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს