ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
11:43 / 28-02-2016
სტინგმა კახა კალაძის დაბადების დღეზე იმღერა?
ცნობილი ინგლისელი შემსრულებელი სტინგი 27 თებერვალს თბილისს სტუმრობდა. მან დიდი ხნის მეგობართან და სასცენო პარტნიორთან მესაყვირე კრის ბოტისთან ერთად დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა კონცერტი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 64 წლის შემსრულებლით არამხოლოდ ფილარმონიაში მისული 2 ათასამდე მსმენელი დატკბა. ყოფილი დიპლომატისა და ბიზნესმენის მამუკა გამყრელიძის ინფორმაციით, სტინგმა გუშინ ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნის დაბადების დღეზეც იმღერა. ამის შესახებ გამყრელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"დილა მშვიდობისა ერო ბედნიერო! ამბობენ, გუშინ ერთ დიდი თანამდებობის პირს დაბადების დღე ჰქონიაო. "ბუდა ბარი" დაუკეტავს და იქ გადაუხდიაო. სტინგიც მიუწვევია კონცერტის
You must have Flash Player installed in order to see this player.
მერე მასთან პრივატ ფართიზე სამღერადო. რას არ იტყვიან? აბა ამის დაჯერება შეიძლება, როცა ხალხს და ბიუჯეტს ასე უჭირს, სახელმწიფო მოხელე რამოდენიმე ათეულ ათას ევროს გადაიხდის ერთი არტისტის სიმღერაში?

თუმცა, ასეთი ჭორიც სასოამოვნო მოსასმენია, გიხარია ადამიანს, რომ შენი ქვეყნის მთავრობის წევრს, გარდა ჩაცმისა, მუსიკაშიც დახვეწილი გემოვნება აქვს.
P.S. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს სტატუსი მუსიკას ეხება და არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს" - წერს გამყრელიძე და კომენტარებში დასძენს, რომ გუშინ იუბილარი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იყო.

ვიცე-პრემიერი მართლაც იყო იუბილარი 27 თებერვალს და 37 წლის გახდა. მინისტრს მეუღლე ანუკი არეშიძემ დაბადების დღე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით მიულოცა. "ვულოცავ დაბადების დღეს მამაკაცს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ის ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია მთელს სამყაროში... მიყვარხარ უსასრულობამდე", - წერს ანუკი.


18:49 / 15-04-2016
თავისი ფულით ვისაც უნდა იმას დაიქირავებს დაბდების დღეზე რა მოხდა ?
nanako
18:48 / 15-04-2016
ვულოცავ კახას.
nanako
მსგავსი სიახლეები
ანუკის გამოქვეყნებულ ფოტოებს უამრავი მოწონება და კეთილი სურვილები მოჰყვა
კახა კალაძე მის განცხადებაზე განმარტებას აკეთებს
მინისტრი მიიჩნევს, ასეთი მაღალი თანამდებობის პირებისგან მსგავსი განცხადებები მიზანშეწონილი არ არის
შევჩენკოს იტალიურ და უკრაინულ გუნდებში კახა კალაძესთან ერთად უთამაშია და მასთან დიდი მეგობრობაც აკავშირებს
კალაძეების მესამე ვაჟი ვაჩე 2014 წლის 9 იანვარს მოევლინა ქვეყანას
კვირიკაშვილმა გუშინ, "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად კალაძე წარადგინა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
00:59 / 30-09-2016  Image ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მოზარდის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ
19:24 / 29-09-2016  Image "ხშირად მომიწევს ორ ქვეყანას შორის ფრენა" - ვინ არის გოგო, ვისთანაც უკრაინაში მყოფი გიორგი ნაზღაიძე ყველაზე მეტ დროს ატარებს
"აქ უკვე მეორე ვიზიტით ვიმყოფები რა დროით, ეს არ ვიცი"
09:47 / 29-09-2016  Image სად შეიძენთ iPhone 7-ს საუკეთესო ფასად?
სექტებრის დასაწყისში, უკვე ტრადიციულად Apple-მა განახლებული აიფონი წარმოგვიდგინა
14:58 / 29-09-2016  Image იაპონიას დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება - მთავრობა შემაშფოთებელ ვიდეო-სიმულაციას ავრცელებს
+VIDEO წინასწარი შეფასებით, დაინგრევა 610 000 შენობა
20:07 / 29-09-2016  Image "ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს
"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49