სტინგმა კახა კალაძის დაბადების დღეზე იმღერა?

სტინგმა კახა კალაძის დაბადების დღეზე იმღერა?

ცნობილი ინგლისელი შემსრულებელი სტინგი 27 თებერვალს თბილისს სტუმრობდა. მან დიდი ხნის მეგობართან და სასცენო პარტნიორთან მესაყვირე კრის ბოტისთან ერთად დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა კონცერტი. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, 64 წლის შემსრულებლით არამხოლოდ ფილარმონიაში მისული 2 ათასამდე მსმენელი დატკბა. ყოფილი დიპლომატისა და ბიზნესმენის მამუკა გამყრელიძის ინფორმაციით, სტინგმა გუშინ ერთ-ერთი ქართველი მაღალჩინოსნის დაბადების დღეზეც იმღერა. ამის შესახებ გამყრელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე წერს:

"დილა მშვიდობისა ერო ბედნიერო! ამბობენ, გუშინ ერთ დიდი თანამდებობის პირს დაბადების დღე ჰქონიაო. "ბუდა ბარი" დაუკეტავს და იქ გადაუხდიაო. სტინგიც მიუწვევია კონცერტის მერე მასთან პრივატ ფართიზე სამღერადო. რას არ იტყვიან? აბა ამის დაჯერება შეიძლება, როცა ხალხს და ბიუჯეტს ასე უჭირს, სახელმწიფო მოხელე რამოდენიმე ათეულ ათას ევროს გადაიხდის ერთი არტისტის სიმღერაში?

თუმცა, ასეთი ჭორიც სასოამოვნო მოსასმენია, გიხარია ადამიანს, რომ შენი ქვეყნის მთავრობის წევრს, გარდა ჩაცმისა, მუსიკაშიც დახვეწილი გემოვნება აქვს.

P.S. ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს სტატუსი მუსიკას ეხება და არავითარი კავშირი პოლიტიკასთან არ აქვს" - წერს გამყრელიძე და კომენტარებში დასძენს, რომ გუშინ იუბილარი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე იყო.

ვიცე-პრემიერი მართლაც იყო იუბილარი 27 თებერვალს და 37 წლის გახდა. მინისტრს მეუღლე ანუკი არეშიძემ დაბადების დღე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით მიულოცა. "ვულოცავ დაბადების დღეს მამაკაცს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს. ის ყველაზე მზრუნველი და ყურადღებიანი ადამიანია მთელს სამყაროში... მიყვარხარ უსასრულობამდე", - წერს ანუკი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს