"როგორ მიყვარხარ ცოტნე, მგონია ჩემი ნაწილი ხარ..." - რატომ "გამოუტყდა სიყვარულში" ნათია ფანჯიკიძე ცოტნე გამსახურდიას

"როგორ მიყვარხარ ცოტნე, მგონია ჩემი ნაწილი ხარ..." - რატომ "გამოუტყდა სიყვარულში" ნათია ფანჯიკიძე ცოტნე გამსახურდიას

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქის პირად გვერდზე ცოტნე გამსახურდიას პოსტს ეხმაურება, რომელიც პოლიტოლოგმა ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით დაწერა. გამსახურდია პოსტში გულახდილად წერს, რომ "ალექსი პეტრიაშვილის ფანი არასოდეს ყოფილა" და "მეტიც - არასდროს მოსწონდა ის, როგორც პოლიტიკოსი", თუმცა მისი გაღიზიანება საზოგადოების კომენტარებმა გამოიწვია, რომლებსაც თითქოს გაუხარდათ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის დაჭრის ფაქტი: "შეიძლება არ გეწყინოს კაცის დაჭრა, ან ზოგადად - მისი ავი, მაგრამ რატომ უნდა გაგეხარდეს? მით უფრო, თუ პირადად შენთვის არაფერი დაუშავებია! მიხედეთ საკუთარ პირად ცხოვრებას და მეტი და ჯანმრთელი სექსით დაკავდით!" - მიმართავს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გამსახურდია.

სწორედ ამ პოსტის შემდეგ ნათია ფანჯიკიძე ცოტნე გამსახურდიას საჯაროდ "გამოუტყდა სიყვარულში": "როგორ მიყვარხარ ცოტნე. ასე მგონია ჩემი ნაწილი ხარ, თუ რაღაც უცნაური სულიერი კომუნიკაცია მაქვს შენთან. ხანდახან რამის გამოთქმა რომ მინდა, ერთი წუთით ადრე გაქვს ნათქვამი. დღეს ამას ვფიქრობდი სწორედ, მთავრობის იმ წევრებმა, ვინც ამ დამოკიდებულებებს ახალისებს, წარმოიდგინონ, ხალხი, მათივე გაწვრთნილი ხალხი, ემოციურად მათნაირი კატეგორია, რომლის მსგავსიც სულ არსებობდა და სიხარულით იკრიბებოდნენ ადამიანის კოცონზე დაწვის ან ჩამოხრჩობის სანახავად, რამდენს იცინებს და როგორ გაძღება ენერგეტიკულად "სისხლით", თავად რომ რამე შეემთხვეთ (ღმერთმა კარგად ამყოფოთ). ნუ ახალისებთ ადამიანებში ურჩხულის წილს!

თქვენივე ამომრჩეველი გიყურებთ და ვინც მათ შორის ჯანმრთელადაა, შემცბარი შემოგცქერით. არ ვიცი, უნდა გითხრათ თუ არა.. გაგახარებთ თუ შეგაწუხებთ ეს, მაგრამ ბუკას მდგომარეობა გართულდა. ღამე საჭირო გახდა მუცლის ღრუს მთლიანად გახსნა. კიდევ ერთი მძიმე ოპერაცია გადაიტანა და კვლავ არის მოსალოდნელი გართულებები", - წერს პირად გვერდზე ფსიქოლოგი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს