"პაპიძის ოჯახი დადუმდეს გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც!" - მარიამ კუბლაშვილის სკანდალური პოსტი პაპიძის საქმეზე

"პაპიძის ოჯახი დადუმდეს გადაწყვეტილების მიღებამდე მაინც!" - მარიამ კუბლაშვილის სკანდალური პოსტი პაპიძის საქმეზე

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის საქმეს ეხმაურება. "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამარჯვებული ადვოკატი ბრალდებულის დამცველებს მიმართავს. ერთ-ერთმა მათგანმა ირმა ბრელიძემ გუშინ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაპიძეს "მთელი გულით სურს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. პირველ რიგში, მის ინტერესებშია, დადგინდეს, ვინ არის მისი შვილის მკვლელი... არ არის ის დედა, რომ საზოგადოებას კი არა, თუნდაც გამოძიებას დაუმალოს თავისი შვილის მკვლელი".

მარიამ კუბლაშვილი ბრელიძის კომენტარს საკმაოდ მწვავე და შეიძლება ითქვას სკანდალური ფეისბუქ-პოსტით გამოეხმაურა: "ჩემო ძვირფასო კოლეგებო! ვინ აგიკრძალათ თქვენც წარმოგედგინათ საზოგადოებისვის საპირისპირო მტკიცებულებები? ან საპირისპიროდ ნაკლები ისაუბრეს და ვუსმინეთ პაპიძის ოჯახის თავის მართლებას? მათ არგუმენტებსაც? იქნებ ესეც ზეწოლაა სასამართლოზე... ხოლო რატომ გააკეთა ეს ბრალდების მხარემ? მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო! დიახ, ამ საშინელი დანაშაულის მოსმენის შემდგომ ადამიანები ვართ, შოკირებულია სრულიად საქართველო. ბავშვები კითხულობენ თავისდაუნებურად, ისმენენ. დედები ყელაზე მეტად მძიმედ განვიცდით და ა.შ. დიახ, ვალდებულია სამართალდამცავი ორგანო პასუხი გაგვცეს, გაგვარკვიოს მცირედ დეტალებში მაინც. ბრალდების მხარემ გარკვევით გამოაცხადა, რომ ეს მხოლოდ ნაწილობრივი მტკიცებულებებია, მცირედი. ის ფაქტი, რომ დაუშვებელ მტკიცებულებად სცნოს სასამართლომ ეს ნივთმტკიცებები, კი არარეალობა. რამდენი რამის თქმა მინდა...უდანაშალობის პრეზუმფცია და ჩემი სამარლებრივი ცოდნა მაჩუმებს ამ ეტაპზე, რომ წინასწარ როგორმე გავჩუმდე. ერთს ვითხოვდი - თვალში ნაცარს ნუ აყრით ხალხს, გამაღიზიანებელია! ვინც იცის და ხვდება რეალურად რაც ხდება სწორედ მათთვის... გაჩუმდეს პაპიძის ოჯახი, დადუმდნენ გადაწვეტილების მიღებამდე მაინც!!" - წერს კუბლაშვილი.

კომენტარებში მას ეხმაურებიან და უწერენ, რომ ის ახლა როგორც იურისტი, ისე არ საუბრობს. რაზეც კუბლაშვილმა პასუხად დაწერა: "აღარ შემიძლია, თევზივით ამოვივსე პირი წყლით, რომ არ ვთქვა რამე წინასწარ. მე ჩემს გულში 100% ვიცი ყველაფერი. მართლა პირადი ინტერესი არვის არ აქვს დედას დაადოს ხელი! რომ არა მტკიცებულებები და ფაქტები...დაგვტანჯეს, გაასაიდუმლონ მაშინ ეს თემა გადაწყვეტილებამდე და აუკრძალონ მედიას და ოჯახის წევრებს ამ სივრცეში საუბარი!!!"

ასევე წაიკითხეთ: "მაგდა პაპიძე ითხოვს შვილის საფლავის სურათები შეუგზავნონ, რათა მის გარდაცვალებაში დარწმუნდეს"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს