"ჩემი ცოლის დაქალების" იწყება - ფოტო გადასაღები მოედნიდან

"ჩემი ცოლის დაქალების" იწყება - ფოტო გადასაღები მოედნიდან

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები", რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და რომელსაც სეზონიდან სეზონამდე ქართველი მაყურებელი მოუთმენლად ელოდება, ეთერში მალე დაბრუნდება. როგორც ჩანს, სერიალის მეცხრე სეზონისთვის გადაღებები უკვე დაწყებულია. მომღერალი ნინა წკრიალაშვილი, რომელიც დოდოშკას როლს ასრულებს, "ფეისბუქზე" ფოტოს აქვეყნებს.

"ჩემი ცოლის დაქალები იწყება", - წერს წკრიალაშვილის ფოტოს კომენტირებისას.

სერიალი მაყურებელს იანვარში დაემშვიდობა. ამის შემდეგ "ჩემი ცოლის დაქალების" შემოქმედებითმა ჯგუფმა კასტინგი გამოაცხადა. როგორც ჩანს სერიალში ბევრი ახალი სახე იქნება. მაყურებლის საყვარელი სერიალი ეთერში მარტში დაბრუნდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს