სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლა...წულუკიანის მადლი გფარავდეთ! - ჟორჟოლიანი

სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლა...წულუკიანის მადლი გფარავდეთ! - ჟორჟოლიანი

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და წერს, რომ დანაშაულში ბრალდებული სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

"2-3 დღის წინ თბილისში კაცი მოკლეს. ვინაობას არ გავამხელ, იქნებ მის შვილებს არ სურთ. მოკლედ,ეს კაცი დარაჯად მუშაობდა მანქანების სახელოსნოში. იქ ვიღაცას ცემდნენ, ეს გამოესარჩლა და "ბიტებით" შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა ისეთ დღეში ჩააგდეს გადარჩენა ვერ მოხერხდა.

დააკავეს დამნაშავეები და სასამართლომ 8.000 იანი გირაოთი დარბაზიდან გაათავისუფლა.

თეა წულუკიანის მადლი გფარავდეთ მოსამართლეებო!", - წერს ჟორჟოლიანი.

დიღომში, ჩაჩავას ქუჩაზე მამაკაცი 2 მარტს მოკლეს. 68 წლის ზვიად ყამარაული სამსახურში მისვლისას თანამშრომლების და უცნობი პირების ჩხუბს შეესწრო, რა დროსაც მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს.

ასევე იხილეთ: შსს-მ დიღომში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს