13:47 / 04-03-2016
"ვის ვატყუებთ? მაყურებელს? თუ საკუთარ თავს" - რას საყვედურობს ნანუკა ჟორჟოლიანი კოლეგებს
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი შოუს რეიტინგის შესახებ პოსტს აქვეყნებს და კოლეგებს საყვედურობს. ნანუკა გადაცემა "პროფილს" ახსენებს და აღნიშნავს, რომ დასანანია, როცა წამყვანი საკუთარი გადაცემის რეიტინგის შესახებ ცრუობს:

"არასოდეს შემიყვანია ჩემი მაყურებელი შეცდომაში. მგონია, რომ უნდა თქვა სიმართლე. რაც არ უნდა არ მოგწონდეს ის. მაგალითად, როგორც მე ვამბობდი მაშინ, როცა გადაცემა "პროფილი" იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა.

გასულ წელს ჩვენს სეგმენტში ყველაზე რეიტინგული გახდა "ნანუკას შოუ". ამ სეზონზეც ვლიდერობთ, მაგრამ ჯერ მთელი წელია წინ
და ვინ იცის, რა იქნება.

ცუდია, როცა წამყვანი გადაცემაში ამბობს, "ჩვენ ვართ ყველაზე რეიტინგული გადაცემა" და რეალურად ეს ასე არაა. ვის ვატყუებთ? მაყურებელს? თუ საკუთარ თავს. ვთქვათ სიმართლე ან საერთოდ არ ვთქვათ არაფერი :)

რაც შეეხება რეიტინგებზე ამდენ პოსტს, საუბარს, ხაზგასმას. დიახ მეგობრებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ნებისმიერი გადაცემა კეთდება თქვენთვის. რეიტინგს კი სწორედ თქვენ განსაზღვრავთ.

მიყვარს ჩემი კოლეგები. ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად მაგრამ დავიფიცებ, რომ ყველას ვცემ პატივს. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რამხელა შრომა დევს ყველა გადაცემის უკან. ეს კი ერთმანეთს უნდა დავუფასოთ.

მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას. მაყურებლის შეცდომაში შეყვანის გარეშე...
ხან პროფილს ჰყავს მეტი მაყურებელი, ხან ჯაჯანიძეს, ხან მე, ხან ეკას. ასე ვერ იტყვი. ყველას წაგვიგია, ყველას მოგვიგია:) ტოტალ რეიტინგია მთავარი. გასულ წელს იყო ასე. 1. ნანუკას შოუ. 2, პროფილი 3. ეკა ხოფერიას თოქ-შოუ 4 . სხვა რაკურსი", - წერს ჟორჟოლიანი.

პოსტს მომღერალი სოფო ნიჟარაძე ეხმაურება და ტელეწამყვანის პათოსს იზიარებს:

სოფო ნიჟარაძე: იშვიათად ვუყურებ, მაგრამ გამიგია ფრაზა "ყველაზე რეიტინგული", რომ მეგონა, რომ საერთოდ არავინ არ უყურებდა და გავოცებულვარ და გამცინებია.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ დროს როცა სიმართლე რადიკალურად სხვაა.....

სოფო ნიჟარაძე: ყველამ იცის თან, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას, ჩემნაირი რეაქცია აქვს სწორად იკითხე, მართლა ვის ატყუებენ ნეტავ?!
19:58 / 16-04-2016
202
0
ვაიმეეე კიდევ უყურებენ ამ ასათიანს ქალმამა დგომა არიცის ინტელექტზე საუბარი ზედმეტია ნანუკა ხომ საერთოდ ინტელექტუალური კოეფიციენტი ნულს ქვემოთ
10:44 / 05-03-2016
marina-s
0
მაგიტომ ამბობს ასეთი ბოღმით: "ქართველი ხალხის აბსოლიტური უმრავლესობა ამ კანონს მხარს არასოდეს დაუჭერს, ბევრი მიზეზის გამო." ასეთი თამამი განცხადება როგორ უნდა გააკეთო, თუ მოტივირებული არ ხარ. თიკა ჯამბურია რა დღეში ჩააგდო ქმარს რატომ არ აპატიეო, იმ გადაცემაშიც ქალებს ავალდებულებდა.
მსგავსი სიახლეები
"არაფრით მესმის, რატომ უნდა საზოგადოების ნაწილს, უბედურებისგან გონგადასული, საფლავზე დაცემული მნახოს!"
"რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მაგრად მკიდია, რამდენი სანთელია ტორტზე"
"მე არ მაქვს უფლება ჩემი ტრაგედიით ჩემი მაყურებელი დავამძიმო"
"ნიკა, მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
23:08 / 11-12-2017  Image "ჩვენი ოჯახის ცხოვრებაში რთული პერიოდია და ვერ წარმომედგინა თუ რამე ასე გამიხარდებოდა" - გიული ალასანია შვილის გათავისუფლებაზე
+VIDEO "მთელი საღამო მირეკავდნენ და მილოცავდნენ შინაპატიმრობას. კატეგორიულად არ ვიღებდი ამ მოლოცვას"
22:29 / 11-12-2017  Image მიხეილ სააკაშვილი - მოსამართლემ, მიუხედავად პირადად პრეზიდენტის ზეწოლისა, სრულიად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო
"ერღვევათ სისტემა. ამათთვის ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო სახლში ჩავეკეტე და გარეთ არ გამოვეშვი"
10:13 / 12-12-2017  Image ყველაზე შთამბეჭდავი ელექტრომობილი - Tesla Model S
საკმარისია, ელექტრომობილი ახსენო, რომ დიდს თუ პატარას მაშინვე Tesla ახსენდება.
10:24 / 11-12-2017  Image რა იწვევს ფსორიაზს და როგორ მკურნალობენ მას - "ეს დაავადება ადამიანს შეიძლება ნებისმიერ დროს გაუჩნდეს"
"ფსორიაზი ამოუცნობი გენეზის დაავადებაა, მაგრამ ის განაჩენი არ არის!"
17:02 / 11-12-2017  Image "არ ვარ ისეთი, ზედმეტად რომ გადაყვებიან შვილებს და აბოდებთ..." - როგორი მამაა მიხეილ ცაგარელი და რა ელით მშობლებს ძაღლის წელში
როგორ მოახერხა,  ცნობილმა ასტროლოგმა რომ შვილებთან კონფლიქტი არასოდეს ჰქონოდა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49