"ვის ვატყუებთ? მაყურებელს? თუ საკუთარ თავს" - რას საყვედურობს ნანუკა ჟორჟოლიანი კოლეგებს

"ვის ვატყუებთ? მაყურებელს? თუ საკუთარ თავს" - რას საყვედურობს ნანუკა ჟორჟოლიანი კოლეგებს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საკუთარი შოუს რეიტინგის შესახებ პოსტს აქვეყნებს და კოლეგებს საყვედურობს. ნანუკა გადაცემა "პროფილს" ახსენებს და აღნიშნავს, რომ დასანანია, როცა წამყვანი საკუთარი გადაცემის რეიტინგის შესახებ ცრუობს:

"არასოდეს შემიყვანია ჩემი მაყურებელი შეცდომაში. მგონია, რომ უნდა თქვა სიმართლე. რაც არ უნდა არ მოგწონდეს ის. მაგალითად, როგორც მე ვამბობდი მაშინ, როცა გადაცემა "პროფილი" იყო ყველაზე რეიტინგული გადაცემა.

გასულ წელს ჩვენს სეგმენტში ყველაზე რეიტინგული გახდა "ნანუკას შოუ". ამ სეზონზეც ვლიდერობთ, მაგრამ ჯერ მთელი წელია წინ და ვინ იცის, რა იქნება.

ცუდია, როცა წამყვანი გადაცემაში ამბობს, "ჩვენ ვართ ყველაზე რეიტინგული გადაცემა" და რეალურად ეს ასე არაა. ვის ვატყუებთ? მაყურებელს? თუ საკუთარ თავს. ვთქვათ სიმართლე ან საერთოდ არ ვთქვათ არაფერი :)

რაც შეეხება რეიტინგებზე ამდენ პოსტს, საუბარს, ხაზგასმას. დიახ მეგობრებო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ნებისმიერი გადაცემა კეთდება თქვენთვის. რეიტინგს კი სწორედ თქვენ განსაზღვრავთ.

მიყვარს ჩემი კოლეგები. ზოგი ნაკლებად, ზოგი მეტად მაგრამ დავიფიცებ, რომ ყველას ვცემ პატივს. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რამხელა შრომა დევს ყველა გადაცემის უკან. ეს კი ერთმანეთს უნდა დავუფასოთ.

მივესალმები ჯანსაღ კონკურენციას. მაყურებლის შეცდომაში შეყვანის გარეშე...

ხან პროფილს ჰყავს მეტი მაყურებელი, ხან ჯაჯანიძეს, ხან მე, ხან ეკას. ასე ვერ იტყვი. ყველას წაგვიგია, ყველას მოგვიგია:) ტოტალ რეიტინგია მთავარი. გასულ წელს იყო ასე. 1. ნანუკას შოუ. 2, პროფილი 3. ეკა ხოფერიას თოქ-შოუ 4 . სხვა რაკურსი", - წერს ჟორჟოლიანი.

პოსტს მომღერალი სოფო ნიჟარაძე ეხმაურება და ტელეწამყვანის პათოსს იზიარებს:

სოფო ნიჟარაძე: იშვიათად ვუყურებ, მაგრამ გამიგია ფრაზა "ყველაზე რეიტინგული", რომ მეგონა, რომ საერთოდ არავინ არ უყურებდა და გავოცებულვარ და გამცინებია.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ამ დროს როცა სიმართლე რადიკალურად სხვაა.....

სოფო ნიჟარაძე: ყველამ იცის თან, დარწმუნებული ვარ, უმრავლესობას, ჩემნაირი რეაქცია აქვს სწორად იკითხე, მართლა ვის ატყუებენ ნეტავ?!

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს