"ბავშვებო, ეს კაცი არის საშიში ტირანი! თუ ამ კაცის ხელში მართვის რაიმე სადავე აღმოჩნდება, დედა გვეტირება!" - თინა მახარაძე ვასაძეზე

"ბავშვებო, ეს კაცი არის საშიში ტირანი! თუ ამ კაცის ხელში მართვის რაიმე სადავე აღმოჩნდება, დედა გვეტირება!" - თინა მახარაძე ვასაძეზე

მსახიობი თინა მახარაძე ბიზნესმენ ლევან ვასაძის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ბავშვებო, ეს კაცი არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერივით საშიში ტირანი (ძალიან ბავშვებმა, ვისაც არ გაქვთ ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის ლიდერზე, დაგუგლეთ).

თუ ოდესმე ამ კაცს ან მისნაირებს ვინმე დაუჯერებთ და მართვის რაიმე სადავე აღმოჩნდება მათ ხელში, დედა გვეტირება!

მაგალითად: ვეღარ ჩაიცვამთ ფერად ტანსაცმელს, ვეღარ შეიჭრით თმას თქვენი სურვილისამებრ, ვეღარ წაიკითხავთ იმ წიგნებს, ვერ უყურებთ იმ ფილმებს, ვერ მოუსმენთ იმ მუსიკას, რომელიც თქვენ მოგწონთ. ვერც კი მოგეწონებათ ის, რაც/ვინც მოგწონთ და ზოგადად: ვეღარაფერს, ვეღარაფერს გააკეთებთ ისე, როგორც თქვენ გინდათ, როგორც თქვენ მოგწონთ. ვიქნებით გაუნათლებელი, საწყალი, განუვითარებელი, უბედური მონები.

ამიტომ, გეშინოდეთ და ერიდეთ ასეთ ადამიანებს.

2x2=4", - წერს მახარაძე.

ლევან ვასაძე საქართველოში დასავლური ღირებულებების დამკვიდრების წიააღმდეგია.

"არასოდეს ამდენი ოჯახი არ დანგრეულა, როგორც დასავლური ლიბერალიზმის პირობებში, არასოდეს ამდენ ბავშვს კაცობრიობის ისტორიაში არ უტირია დედის და მამის გაშორებაზე, ყველაზე დიდი დანაშაულია ბავშვის წყენინება და ბავშვის ტკენინებაა, და ყველაზე ბევრი ბავშვი აწყენინა და ატირა დასავლურმა ლიბერალიზმა, რადგან სტატისტიკურად ყველაზე დიდი პროცენტი თავისუფალი არჩევანის დროშის დატოვა უდედმამოდ.

თანამედროვე დასავლეთი არაფრად არ ვარგა მორალურ ნორმებში და ჩვენ არ გვჭირდება ეს. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ, ავიღოთ ის, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მარგებელია და სრული დამონება... იმის თქმა, რომ თუ ჩვენ გვინდა კარგი შამპუნი და ასფალტი და დასავლეთიდან ყველაფერი უნდა გადმოვიღოთ, ეს არის ინფანტილიზმის და გაუნათლებლობა. ვინც ამას უკვეთავს, არ ესმის, რომ ჩვენ ასი წლის წინ გვქონდა უკვე ძალიან მაღალი ინდუსტრალიზაციის დონე, გვექცევიან როგორც პაპუასებს", - ამის შესახებ ლევან ვასაძემ ჟურნალისტებს სასკოლო საგანის "მე და საზოგადოება" შესახებ საუბრისას განუცხადა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს