12:53 / 07-03-2016
"ერთ კვირაში პუტინი მოკლავს ამ გოგონას. ნელი სიკვდილით. ყველას თვალწინ..."
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინელი მფრინავი ქალის, ნადეჟდა სავჩენკოს შესახებ წერს:

"რატომ შეიძლება იყოს ქართველი პუტინისტი? არა და რომ არიან? თანაც საკმაოდ ბევრნი? ან რატომ მხოლოდ ქართველი? როგორ შეიძლება ზოგადად, ადამიანს მოგწონდეს პუტინი?
ერთ კვირაში ის მოკლავს ამ გოგონას. ნელი სიკვდილით. ყველას თვალწინ. მარკესის სტილში. მსოფლიო ამ ამბის მოწმე ხდება გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკით.
ოქტომბერში, საქართველოში, არჩევნებზე, სულ მცირე, ათიდან ერთი ქართველი პუტინს დაუჭერს მხარს. ზოგი იტყვის მწვანილი გვეყიდებაო, ზოგიც ვაშლიო, ზოგი ერთმორწმუნეობას მოიშველიებს და ზოგიც უბრალოდ ჯინაზე. ვის
ან რის ჯინაზე რომ ვერ გარკვეულან. ზოგი ამაში ფულს შოულობს. პუტინისაგან. ან ელის, რომ სამომავლოდ იშოვის, ოღონ იქ კი არა, არამედ აქ!
ძალაუფლება ფულიაო! საქართველოში ხომ, მთლად ადვილი ფული.
ქართველობას გვართმევენო. მოუშვიათ წვერები, ჩაუცვამთ ჩოხები და აბრიყვებენ ხალხს თავიანთი ”ეროვნულობით” დარბაზებიდან თუ ტელეეთერებიდან.
პუტინი შეგვინარჩუნებს ქართველობას არა?!
ერთ კვირაში ასეულ მილიონობით ადამიანს აუხელს ეს გოგონა თვალს. საუბედუროდ, სიკვდილის შემდეგ!", - წერს გოცირიძე.

ნადეჟდა სავჩეკოს რუსეთის ხელისუფლება რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში სდებს ბრალს. რუსეთის პროკურატურა მისთვის სასჯელის სახით 23 წლიან პატიმრობას ითხოვს.
17:07 / 11-03-2016
ekonomists
0
ბილწ ნესტორიანელებთან აიგივებ სერაფიმ საროველს, სერგი რადონეჟელს, ქსენია პეტერბურგელს, მატრონა მოსკოველს, თუნდაც საქართველოში მოღვაწე მამა ვიტალი სიდორენკოს? ამბობ რომ ესენი ნესტორიანელები არიან? და ამბობ ასევე რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს არ ცნობს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია და პატრიარქი (ნესტორიანელები ღვთისმშობელის სიწმინდეს არ ცნობენ) რას ლაპარაკობ ვიღაც ეშმაკის მოციქულის სიტყვებს იმეორებ და იმათ მსახურებ. რუსეთი არის და ღვთის მადლით და მათ შორის საქართველოს დიდი წმინდანების ლოცვა კურთხევით იქნება მართლმადიდებლური ქვეყანა. რა ბიზანტია რომ ებრძოდა საქართველოს ის მართლმადიდებელი არ იყო?
10:00 / 11-03-2016
ეკონომისტი
0
daviti –ს

საღოლ ძმა, ნესტორიანელების ნაზიარები და მონათლული მიგაჩნია შენს ძმად და არ გაინტერესებს ვინ მონათლა. მაგარი მართლმადიდებელი ხარ . . .

ისე ჩვენში რომ დარჩეს ღმერთს არც ის აინტერესებს მართლმადიდებლურად მოინათლე, თუ არა, არამედ (უტრირება რომ გავაკეთოთ) თუ იცავდი 10 მცნებას. ჩვენში რომ დარჩეს

მართლმადიდებლურად მონათლულს უფრო მეტი და მეტად მოეკითხება ვიდრე მოუნათლავს.

არც მწვალებელი რა არის ის არ გცოდნია. ჩემთვის ცხადია რომ ხართ ჩვეულებრივი "რიგითი" მრევლი, რომელიც ბრმად იჯერებს რასაც ეუბნებიან, ამიტომაც ასეთი ელემენტარული საკითხების უცოდინრობა.

დამიჯერეთ, მართლმადიდებლურად მონათლული ხართ და ნესტორიანელებთან ლოცვა და მათი "გაფეტიშება" არ გარგებთ, გაცილებით . . .

ისე კიდევ ერთი სიმპტომია. რო რამე ვენებს იგლეჯთ რუსული ეკლესია მართლმადიდებლურია და ასე და ისეო და როცა დისკუსიაში ვერ მომყვებით უცებ არ ქონია მნიშვნელობა რუსულია ეკლესია ამერიკული თუ იაპონური. სხვათა შორის ასეთი ქცევა რუს სტუდენტებს ახასიატებდათ (გერმანიაში საკმაოდ ბევრს ვიცნობდი) და ამის გამო ყველა დაცინოდათ ხოლმე.

დაბოლოს ერთ სიბრძნესაც დავამატებ. აღარ მახსოვს ავტორი, მაგრამ თუ მოინდომებთ იპოვით.

ათეისტი, რომელიც სინდისიერად ცხოვრობს იმაზე გაცილებით ახლოსაა ღმერთთან ვიდრე თვითონ წარმოუდგენია, რადგანაც სიკეთეს აკეთებს და ამისათვის ჯილდოს არ ელოდება, განსხვავებით მორწმუნე ფარისევლებისაგან.
მსგავსი სიახლეები
"ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადება შეიძლება დავახასიათოთ ცნობილი
"გიხაროდენ, ბოლო რიგში მჯდომი თქვენი დეპუტატი საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა"
"ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში, ლარის ამ კურსის პირობებში შეუძლებელია, რომ ტარიფები არ გაიზარდოს"
ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ვინმეს რამე გეგმები აქვს უნდა გადაუსვას ხაზი
"დღეს ძირითად დაწოლას ლარზე ახდენს ბიუჯეტი და არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა"
"ლარის კურსზე ძირითადად იმოქმედებს საგარეო და კოსმოსური ფაქტორები"
"კლიენტებს გამოაქვთ ბანკებიდან თავიანთი დანაზოგები და ქუჩაში ახდენენ კონვერტირებას"
"გახსოვთ, "გაზპრომთან" შეხვედრებს ქართული მხარე რომ ასაიდუმლოებდა და
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 23-09-2017  Image ბოლო ინფორმაცია დაბა წაღვერიდან - არსებობს თუ არა ხანძრის გავრცელების საფრთხე
"სიტუაციას ამ ეტაპზე ვაკონტროლებთ"
16:26 / 23-09-2017  Image მოქალაქეების საოცარი ჟესტი: ათასობით ამსტერდამელი მომაკვდავი მერის სახლთან შეიკრიბა მისთვის პატივის მისაგებად
+VIDEO ტაშისა და აპლოდისმენტების შემდეგ, შეკრებილებმა სიმღერა "Aan de Amsterdamse grachten" შეასრულეს
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49