„თუ გამომრჩა ვინმე, შემიძლია ჩაქუჩს დავაბრალო!“ - ალექსი პეტრიაშვილის პირველი პოსტი სახლში დაბრუნების შემდეგ

„თუ გამომრჩა ვინმე, შემიძლია ჩაქუჩს დავაბრალო!“ - ალექსი პეტრიაშვილის პირველი პოსტი სახლში დაბრუნების შემდეგ

"თავისუფალი დემოკრატების" გენერალური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი სახლში დაბრუნების შემდეგ "ფეისბუქზე" პირველ პოსტს აქვეყნებს და რესპუბლიკური საავადმყოფოს მკურნალ ექიმებს მადლობას უხდის.

"ამ ფოტოს რომ სახლში გადავიღებდი ისევ, ერთი წამით არ დამიკარგავს იმედი, მაგრამ არ შემიძლია არ "ვამხილო მთავარი დამნაშავეები იმისა. რომ მე ისევ ჩემს ეკასთან ერთად სახლში ცხელ ჩაის გეახლებით!

მაშ ასე: ლევან თოხაძე, დავით ლოლაძე და გიორგი ასათიანი, ავთო იმედაძე, ვლადი პაპავა და ლეცან დონაძე, გივი და ნიკუშა, ქალბატონები მაკა და გულიკო, უმაგრესი ექთნები მორიგეები მადონა, ნიკოლოზი, როინი, აბო, ია და ნათიები, ხათუნა და მარიამი - თუ გამომრჩა ვინმე, შემიძლია ჩაქუჩს დავაბრალო! დიდი მადლობა რესპუბლიკურის მესასწაულეებს! ადამიანურად რო შეგაყვარებენ თავს და კიდე ფეხზე წამოგაყენებენ, მერე ვერც ჩაქუჩი გაჩერებს და ვერც მაყუჩი! ამრავლოს ღმერთმა კეთილი ძლიერი და გულისხმიერი ადამიანები! მადლობა თქვენ! მალე შევრკინებოდეთ ფეოლებო!", - წერს პეტრიაშვილი.

ალექსი პეტრიაშვილი რამდენიმე დღის წინ საბურთალოს სასაფლაოზე დაჭრეს. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ ის სახლში დღეს გამოწერეს. დანაშააულში ბრალდებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა.

ასევე იხილეთ: "კეთილი იყოს შენი დაბრუნება" - როგორ შეხვდნენ საავადმყოფოდან დაბრუნებულ პეტრიაშვილს ოჯახის წვერები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს