"ლამაზია და შტერობებს იოლად პატიობენ" - ჩერგოლეიშვილი ირაკლი ალასანიაზე

"ლამაზია და შტერობებს იოლად პატიობენ" - ჩერგოლეიშვილი ირაკლი ალასანიაზე

თავისუფალი დემოკრატების ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მისი ფრაქცია პარლამენტში მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, რომ ქორწინებად ქალის და მამაკაცის კავშირი განისაზღვროს. ალასანიას მტკიცებით, ამას "რუსული პროპაგანდის შესამცირებლად" აკეთებენ. თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემა "არჩევანში" აღნიშნა, რომ ეს ევროპის მიმართ ნიჰილიზმს შეამცირებს. ამასთან, ალასანიას შეფასებით, არჩევნების წინ ამგვარი თემის წამოწევა პოლიტიკური მოტივის ეჭვს აჩენს. ალასანიას განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეწამყვანი თამარ ჩერგოლეიშვილი ეხმაურება:

"ალასანიას არავინ საყვედურობს ქორწინების საკონსტიტუციო დეფინიციის მხარდაჭერას, როგორც მოსალოდნელი იყო, არა?

ლამაზია და შტერობებს იოლად პატიობენ. მერილინ მონროს გავს", - წერს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭო მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. მისივე თქმით, ამას არ ეთანხმებიან რესპუბლიკელები, თუმცა, მათი საწინააღმდეგო პოზიცია ეხება არა საკითხის შინაარსს, არამედ მისი განხორციელების გზებსა და საშუალებებს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს