თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

თსუ-ში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქზე" ეხმაურებიან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქში" ეხმაურებიან. საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მეამბოხე სტუდენტებს მხარდაჭერას უცხადებენ და მათ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

რომან გოცირიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი:

სოლიდარობას ვუცხადებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, ქვეყანაში საბჭოთა პოლიციური კონტროლის სისტემის გადმონაშთების დემონტაჟისათვის ბრძოლის საქმეში.

არ იქნება წარმატება მხოლოდ ერთი ე. წ. ოდეერის უნივერსიტეტის კედლებიდან მოკვეთა. ყველა სახელმწიფო დაწესებულებიდან უნდა ამოიძირკვოს პოლიტიკური დევნის ჯაშუშური სამსახური.

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

ახლა ამ მაძიებელ, დამოუკიდებელ სტუდენტებს რომ ვუყურებ, გული სიხარულით მევსება. ეს ნიშნავს, რომ ბნელეთს, კონფორმიზმს, დოგმატიზმს და სხვა მენტალურ-ვენერიულ დაავადებებს ჩვენში დიდი ასპარეზი აღარ დარჩენიათ წინკ ემოტიცონ ეს ნიშნავს, რომ ამ ახალგაზრდებისთვის თავისუფალი სივრცე, გამჭვირვალობა, პლურალიზმი და თანასწორობა უფრო ღირებულია ვიდრე ძალაუფლებისა და სტატუსისკენ სწრაფვა.

უცებ კამსამოლა დავით უსუფაშვილი გამახსენდა, 21 წლის ასაკში რომ კომპარტიაში შეცუნცულდა 1989 წელს :))))

ნიკა გვარამია, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი:

წარმოდგენა არ მაქვს, ვის ირჩევენ უნივერსიტეტის კანცლერად, რა პრობლემები თუ პოზიტიური თვისებები უკავშირდება მის პერსონას.

სამაგიეროდ, ზუსტი წარმოდგენა მაქვს იმაზე, რომ უნივერსიტეტი სტუდენტებისაა, მათ ემსახურება ყველა თავისი პროფესორ-მასწავლებლიან ადმინისტრაციული სტაფიანად.

როცა ასეთი ხმამაღალი და მკაფიო მიუღებლობა აქვთ სტუდენტებს, სულ რომ უმოტივაციო იყოს, მაინც არ შეიძლება მიუღებელი მართავდეს და წყვეტდეს მათ ბედს.

ინგა გრიგოლია, ჟურნალისტი:

სტუდენტების პროტესტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კედლებს სცდება, სტუდენტური მსვლელობა მალე ილიაუნშიც დაიწყება ...პირდაპირი ჩართვები მოვლენების ეპიცენტრებიდან ........ხუთ წუთში -,,დღის ამბებში,,- სტუდენტები ოდეერების წინააღმდეგ......

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:

უნივერსიტეტში სწავლისას სულ ვოცნებობდი სტუდენტურ ამბოხებაზე და შეურიგებლობაზე უსამართლობის, კარიერიზმის, კონფორმიზმის, საბჭოთა ინერციის თუ ავტორიტარიზმის მიმართ. გვიანდელი 1960-იანი წლების დასავლელი ახალგაზრდობის მაგალითით ვიყავი შთაგონებული და ასეთი, ზოგის აზრით ალბათ "ინფანტილური" ოცნებები მქონდა. თანატოლებთან შედარებით მე კიდევ გამიმართლა - სახელმწიფო უნივერსიტეტის კინომცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობდი და ჩვენი პატარა დეკადენტური კუნძული გვქონდა მოწყობილი, ტოტალურ უშუქობაში, უიმედობაში და სიცივეში ერთ დიდ აუდიტორიაში ვათენებდით და ვაღამებდით და სახლიდან წაღებულ პლედებში გახვეულები, "დვიჟოკით" გამომუშავებულ ენერგიაზე ვუყურებდით ფილმებს. (ხანდახან დღეში სამ-ოთხს, მათ შორის, მაგალითად, ბერგმანისას - ღრმა დეპრესიას როგორ გადავურჩით ახლაც მიკვირს) ლექტორებად კი გოგი, დათო ბუხრიკიძე და სხვა კარგი ხალხი გვყავდა. მაგრამ ეს კუნძული, ცხადია, რეალურად არაფერს ცვლიდა. უნივერსიტეტი ისეთივე სიბნელეში იყო გახვეული, როგორშიც მთელი გარემო და ქვეყანა. მას შემდეგ ვითარება მგონი კიდევ უფრო დამძიმდა, კარიერისტულ-ნეოკომკავშირული სულისკვეთებაც გაძლიერდა და არც თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას ეშველა. პირიქით - საზოგადოებაში ობსკურანტიზმის ზოგადი მომძლავრება, ცხადია, აკადემიის სივრცეზეც პირდაპირ აისახა. დღეს კი მივედით იმ წერტილამდე, როცა რექტორი ღიად გვეუბნება, რასაკვირველია უნივერსიტეტში უსაფრთხოების აგენტები, "ოდეერები" არიანო.

ახლა ვუყურებ რაც ხდება და ძალიან მინდა ეს პროცესები ნამდვილად იყოს სტუდენტების და უნივერსიტეტის გათავისუფლების რეალური დასაწყისი. დიდი შანსია ისევ ვოცნებობდე, და თან ისევ ინფანტილურად. მაგრამ იქნებ მოხდეს სასწაული და ამ ჯერზე მაინც გაგვიმართლოს. ვნახოთ

ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი:

ყოჩაღ, ჩემი მშობლიური და უსაყვარლესი უნივერსიტეტის მეამბოხე სტუდენტებს ! ქვეყანას შეცვლიან არა კონფორმისტ-ვაზელინი ტიპები, არამედ მეამბოხე-შეუპოვრები ! მხარს გიჭერთ ახლომახლოდან. სუს-ით და ოდეერებით შეაშინონ საკუთარი ბებიები. აი ასე

ნინო დანელია, ლექტორი: უნივერსიტეტი თავისუფალი აკადემიური სივრცეა და იქ არაა ცენზურის და ოდეერების ადგილი. ილიაუნის ეს განცხადება ექსტრემისტი ჰომოფობების მიერ ჩვენს და სხვა უნივერსიტეტებში ცენზურის მცდელობებს ეხება. მალე ასეთ შემთხვევებში სამოქმედო წესებსაც გაგაცნობთ, ვისთვისაც საინტერესო იქნება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს