თინა მახარაძე საგონებელშია ჩავარდნილი - ''ცდილობს, საწოლში შემოგვიძვრეს"

თინა მახარაძე საგონებელშია ჩავარდნილი - ''ცდილობს, საწოლში შემოგვიძვრეს"

მსახიობი თინა მახარაძე ფეისბქუზე საკუთარი ძაღლის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ მის ძაღლს ადამიანებისთვის დამახასიათებელი თვისებები აქვს :

''საგონებელში ვარ ჩავარდნილი: ჩვენს ძაღლს რაც სჭირს, მაგას, ალბათ, არიელის სინდრომი უნდა ერქვას. შეპყრობილია ადამიანად ქცევის დაუძლეველი სურვილით: ცდილობს, ჩვენსავით აკაკუნოს თათები ლეპტოპის კლავიატურაზე, ფეხებს ყოფს ჩემს ბათინკებში, მხართეძოზე წევს დივანზე, ცდილობს, შემოგვიძვრეს საწოლში და ბალიშზე დადოს თავი, დაცემინებისას თავს გვერდზე აბრუნებს, მისვამს ყავას დილაობით, გადაწყვიტა, რომ არ შეეფერება აივანთან მისთვის გამოყოფილი ადგილი და თუ ტუალეტში ვერ ახერხებს შემოძრომას, ზუსტად ტუალეტის კართან ისაქმებს. ხვრინავს.

განაგრძეთ კითხვა

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს