14:12 / 12-03-2016
"თავზე გადაუაროთ, ლანძღოთ, არ გამოგივათ!" - IPN-ის მხარდამჭერი ჟურნალისტების და ექსპერტების კომენტარები "ფეისბუქიდან"
სოციალურ ქსელში "ინტერპრესნიუსის" წინააღმდეგ ზოგიერთი მომხმარებლის დაწყებულმა კამპანიამ, რომელიც საინფორმაციო სააგენტოს მიერ "იუთუბიზე" გავრცელებული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის შესახებ ინფორმაციის მომზადებას მოჰყვა, ჟურნალისტებისა და ცნობილი სახეების პროტესტი გამოიწვია.

მათი ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს "ინტერპრესნიუსს" და მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში სააგენტო "განტევების ვაცად არ უნდა იქცეს" და საზოგადოებამ და ხელისუფლებამ რეალური დამნაშავე უნდა ეძებოს.

დაჩი გრძელიშვილი, ჟურნალისტი:
მაიტა, მეც ამოვარტყამ აზრს საზოგადოებრივ ჩეკზე, რახან ასეა:) ისე ვატყობ, IPN-თან გამიჯვნა კაი ტიპობის სინონიმად იქცა - სახელმწიფო უწყებები რიგში დგანან სააგენტოსთან ურთიერთობის გაწყვეტაზე. რას იზამ, ჩვენ ხომ ტრენდომანი საზოგადოება ვართ. იყვირებს ერთი და ვყვირით ჩვენც. თუ არადა, კი ვართ თავჩარგულები, თუნდაც ქვიშის ნაცვლად ბეტონზე ვიდგეთ. და როგორც ჩანს, შეცდომის აღიარება, ბოდიშის მოხდა, უფროსის სამსახურიდან გათავისუფლება აქ არაფერ შუაშია, ისევე როგორც, სამწუხაროდ, თვით შეცდომაც. სხვაგვარად ყველა უწყება ამის ნაცვლად - (ყველა, როგორც ერთი) დათო უსუფაშვილის ძალზე ადექვატურ, პროფესიონალურ და ღირსეულ განცხადებას არა მხოლოდ შეუერთდებოდა, არამედ კატეგორიულადაც მოითხოვდა მისი ყველა პუნქტის შესრულებას. გადამღები, შემნახავი, დამდები - ეს ხალხი სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს, რათა ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოეღოს ამ უსაზიზღრეს ტრადიციას, კომპრომატებად რომ გვარწყევენ თავზე. ამიტომ საზოგადოებრივი რისხვის სამიზნე აიპიენი და იუთუბი კი არა, სამართალდამცველი უწყებები უნდა იყოს და არ უნდა მოვეშვათ მანამდე, სანამ კონკრეტული დამნაშავეები არ გასამართლდებიან. არ უნდა მოვეშვათ ულტიმატუმის დონეზე, რადგან ვფიქრობ, რომ გაბრაზება ჩვენი საზოგადოებრივი ვალია.

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
სააგენტომ შეცდომა აღიარა, ბოდიში მოიხადა, მთავარი პასუხისმგებელი პირი, სააგენტოს უფროსი (და არა რიგითი რედაქტორი) სამსახურიდან გაუშვეს! კიდევ რა უნდა ქნან?! დაიხურონ?! ინტერპრესნიუსის დახურვა რამდენიმე ათეული ჟურნალისტის უმუშევრად დარჩენას ნიშნავს. რა საჭიროა ეს საერთო ისტერიკა?! ხომ არ ამბობენ, კარგად მოვიქეცითო ყველაფერში როგორ ზომიერება გვღალატობს?! ასეთი ისტერიკა "რეალტივის" წინააღმდეგაც კი არავის მოუწყვია. მთავრობის წევრები კი იმის მაგივრად, რომ ძალოვანებს დამნაშაავეების სასწრაფოდ გამოვლენისკენ მოუწოდებდნენ, სააგენტოს ემიჯნებიან, რომელმაც შეცდომა თავადაც აღიარა. ტეხავს ეს ერთმანეთის წამხედურობა და შეჯიბრი, ვინ იპოვის განტევების ვაცს. მაგრად ტეხავს! შეცდომა ყველას მოსდის! მთავარია, შეცდომაში არ გაჯიუტდე!

დათო ლიკლიკაძე, ჟურნალისტი:
ორი ათეული წელია "ინტერპრესნიუსი" კეთილსინდისიერად ემსახურება ამ ქვეყანას. არასდროს არცერთი ხელისუფლების "ნავში" არ ჩამჯდარა. რამდენი რამ გადაიტანა და ყოველთვის სამაგალითო და პირველი იყო. ახლა ერთი შეცდომისთვის გადავუაროთ ყველამ, ჩავქოლოთ და გავთელოთ მედიასაშუალება. ამით გადავფაროთ მთავარი დანაშაული - ვინც გადაიღო, ვინც დაგეგმა, ვინც ატვირთა, ვინც დაკვეთა... მხოლოდ "ინტერპრესს" შევდგეთ!

რაულ ქირია, ჟურნალისტი:
მე, რაულ ქირია, ახალი ამბების სააგენტო Front Newsის ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი სოლიდარობას ვუცხადებ "ინტერპრესნიუსს"!!! მიზეზი მდგომარეობს შემდეგში, არცერთი მედიასაშუალება არ არის დაზღვეული მსგავსი სიბინძურე შემოგიგდონ და დაუფიქრებლად განათავსო, ამიტომ სააგენტოზე კი ნუ ამტვრევთ "ჯოხს" გადამღებს და ამტვირთავს მოხედეთ, ნუ გადაუარეთ სააგენტოს, იმ სააგენტოში მომუშავე ჟურნალისტები დაინდეთ... მოგეცათ თემა და გადაუარეთ, ასე არ ხდება, გადამღები და ამტვირთავი მოიკითხეთ. ეს ამბავი მხოლოდ ერთ რამეს
You must have Flash Player installed in order to see this player.
ემსახურება - მეტი კონტროლი მედიაზე...

P.შ ნუ გამკიცხავთ ამ სტატუსისთვის, "ინტერპრესი" დიდი კონკურენტია, მაგრამ ასე თავზე გადაუაროთ, ლანძღოთ, არ გამოგივათ, გახსოვდეთ გაჭირვებისას "ერთმანეთის მტერი" ჟურნალისტებიც ერთნი ვხდებით...

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

ის, რაც "IPN"-ს გარშემო ხდება, სამართლიანი პროცესი არ მგონია. "რუსთავი 2" პირდაპირ ეთერში აჩვენებდა შიშველ ადამიანებს "რეიდებისას", პოლიტიკური ოპონენტების პირად სატელეფონო საუბრებს, ამ არხის მმართველი პოლიტიკური პარტია მთელი ამ საზიზღარი ჩანაწერების ძირითადი შემქმნელი და დამშვები, არაერთი სააგენტო ცნობილი ადამიანების პირად სივრცეს ასაჯაროებს და ა.შ.

ეს სააგენტო არაერთი წელია ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულად უმკლავდება ეთიკის სტანდარტითაც და სხვა სტანდარტებსაც და ერთი შეცდომის, თუნდაც მნიშვნელოვანი შეცდომის გამო, ასე წყალში გადაყარონ ამდენი პროფესიონალი ადამიანის შრომა და ამდენ ჟურნალისტს-რედაქტორს და სხვა თანამშრომელს, რომლებიც აქ მუშაობენ, უცბად აჰკიდონ იარლიყი, ეს უსამართლოა.

დიახ, ძალიან ცუდი რამ მოუვიდა IPN-ს, ბოდიშიც უნდა მოიხადოს, მეტად მოიწადინოს რეპუტაციის შენარჩუნებაზე და ა.შ. მაგრამ მათივე კოლეგებისგან და სახელმწიფო უწყებებისგან მათზე ასეთი თავდასხმა ასევე მიუღებელია ჩემთვის.

განსაკუთრებით შევჩერდებოდი სახელმწიფო უწყებებზე, გამოწერა გავაუქმეთო, იმპულსურად და აფექტურად რომ გაიძახით, თქვენს ადგილას, ღირსეულ მოწოდებას გავაკეთებდი, რომ არასწორად მოიქცა სააგენტო და მსგავსი რამ არ უნდა განმეორდეს, თუნდაც ის, რომ მათი ნდობა შელახა და ა.შ. მკვეთრი კრიტიკა, მაგრამ მთელ ამ პროცესში სანიმუშოდ და სახალხოდ რომ "IPN" "დასაჯეთ", ეს არასწორია.

პირადად, მე, პირადი მოტივით მხოლოდ წყენას თუ გამოვხატავ ამ სააგენტოს მიმართ, რადგან ყველაზე ნაკლებად ეს მედიასაშუალება ავრცელებს ან ჩემს მოსაზრებებს ან ჩემს პოზიციებს, მაშინ როდესაც მათი კოლეგები მეტად თანამშრომლობენ, მაგრამ... ამის მიუხედავად, ნამდვილად გულწრფელად განვიცდი, რომ ამ ქვეყანაში IPN-ზე "უარესი" ვერავინ ნახეს და "თავის წაცლაც" ბევრმა მათზე მოინდომა.

იზო რიკაძე, ჟურნალისტი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი:
საოცარი შეტევაა იპნ-სა და პალიტრამედიაზე. ვნახე პოსტები, სადაც პირველ პირებთან მათი ექსკლუზივები ლამის დანაშაულად გამოცხადდა. დაიწერა, რომ პალიტრამედიის ჟურნალისტები წინასწარ შეთანხმებულ კითხვებს სვამენ და ა.შ. ეს უკვე მეტისმეტია და ამაზე გაჩუმება წარმოუდგენელი, რადგან 15 წლის განმავლობაში მე ვსვამდი ამ კითხვებს "კვირის პალიტრის" სახელით. ყოფილი ან მოქმედი ხელისუფლებიდან არავისთან არცერთი კითხვა არასოდეს შეთანხმებულა. სწორედ ამიტომაც ვიმუშავე ამ გაზეთში 15 წელი. პრობლემა იქ დაინახეთ, სადაც არის და არა იქ, სადაც გინდათ.

მანანა მჭედლიშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი:
ომის დღეებში ჩვენი ტელეფონი გაუჩერებლად რეკავდა. რეკავდა ყველა, მათ შორის შიდა ქართლის სოფლებიდან და გვატყობინებდნენ, სად და რამდენი ადამიანი იყო ჩარჩენილი, ითხოვდნენ შველას. რეკავდნენ, როგორც ცხელ ხაზზე, ხშირად ეს ზარი გადარჩენის ბოლო იმედი იყო ალბათ. გვიკვირდა, საიდან ჰქონდა ამდენ ადამიანს სოფლებში ჩვენი ოფისის ტელეფონის ნომრები. ჩვენც ვაწვდიდით ამ ინფორმაციას შესაბამის უწყებებს. პირდაპირ ცეცხლის ხაზიდან ამდენი ზარი და ინფორმაცია ყველაზე ნათელი დადასტურება იყო "ინტერპრესნიუსის" პოპულარობისა და სანდოობისა. მაშინ კიდევ ერთხელ გავაცნობიერე იქ მუშაობის პასუხისმგებლობა. მას შემდეგ ამ სააგენტოს პოპულარობა თუ არ გაიზარდა, არც შემცირებულა. ამიტომ ეხლა კარგად ვიცი, რას განიცდის იქ მომუშავე ყველა ადამიანი და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო.

გიორგი ჟორჟ
ლიანი, "პალიტრის" ნიუსრუმის ყოფილი ხელმძღვანელი:
მე პალიტრელი ვარ. დღევანდელ დღემდე ვამაყობდი ამით... და... არ ინერვიულოთ, კიდევ ბევრ დღეს და წელს ვიამაყებ!!! მე მიყვარს InterPressNews.ge იმიტომ რომ ძალიან მაგარია.
იმიტომ რომ ძალიან მაგარი ხალხი მუშაობდა და იზრდებოდა აქ. ძალიან მაგრები მუშაობენ დღესაც და გაიზრდებიან ხვალაც! სამწუხაროდ მე აღარ ვმუშაობ ინტერპრესნიუსში, მაგრამ ამით არაფერი არ იცვლება - InterPressNews.ge ჩემი სხეულის ნაწილია, სამწუხაროდ IPN-ი იმდენად მაგარიც არის, რომ მის შეცდომებს ძალიან დიდი რეზონანსი მოყვება. ტექნიკურსაც კი!

ფაქტია! - IPN-ი იმდენად გავლენიანია, რომ ის, რაც ეპატიება სხვა მედიას, უჩვეულო და მოულოდნელია ინტერპრესნიუსისთვის. თუმცა თუ ადამიანს გონი უჭრის, მან იცის რომ შეცდომებს ჩვენ ვუშვებთ, ადამიანები, პიროვნებები და არა სააგენტო.
მე პირადად ბევრი შეცდომა მომსვლია. და სიმართლე გითხრათ, ყოველთვის არ მყოფნია ძალა რომ მეღიარებინა... ბოდიში მომეხადა... საბედნიეროდ, არის ხალხი ვისაც ეს შეუძლია და მე ძალიან მაგრად მიყვარს ის ერთი, კონკრეტული ადამიანი, და ყოველთვის დავუდგები მხარში!
აქვე მინდა მივმართო სხვადასხვა "მობოიკოტე" ორგანიზაციებს, სამინისტროებს, პოლიტიკოსებსა თუ ჟურნალისტებს. ჯერ გაერკვიეთ ბოლომდე. ობიექტურად შეაფასეთ რეალობა და მერე ატეხეთ ამბავი.
ისე არ მოხდეს, რომ მერე, როგორც გჩვევიათ, საკუთარი ნათქვამი მოლოკოთ და გადაყლაპოთ. ხელს რომ ინტერპრესსნიუსს აწმენდთ. სიმართლე მართლა არ იცით?

IPN-მა გაავრცელა ეს ვიდეო? - არა! IPN-მა გადაიღო? - არა! IPN-მა დაგილინკათ? - არა! - დაიწერა!!!!!!!!!!!!!! დაიწერა, რომ ასეთი ვიდეო დაიდო!!!!!!

რეალობა ის არის რომ უბრალოდ, - ყველასთვის დასწრების და პირველობის გულისთვის მოიქნიეს ეს ნიუსი ნაჯახივით და... მოხდა ის, რაც მოხდა... ვიღაცას პროფესინალიზმი დააკლდა, ვიღაცას მოთმინება, ვიღაცას უბრალო გამჭრიახობა. ეს რეალობაა და ამას ვერ გავექცევით. სამწუხაროდ ბევრი შეცდომა დაემთხვა. და ამ ყველა შეცდომაზე - კონკრეტულმა ადამიანებმა უკვე აგეს პასუხი და ვგონებ, იმაზე მკაცრადაც, - ვიდრე ეკუთვნოდათ.
10:41 / 14-03-2016
ყველაფერი ამ ვარხანალიის შემომქმედი, თავი და ბოლო, საქართველოს ყველაზე მდიდარია ადამიანია. ასე მგონია მე.
არაა ასე?
21:50 / 13-03-2016
ძალიან გთხოვთ,იქნებ ვინმემ თქვას ვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი გასაჯაროვდა? მისი იდენტიფიცირება შესაძლებელი იყოო.ვინ არის მითხარით რა?
ძალიან გთხოვთ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:53 / 29-06-2016  Image "სულხან მოლაშვილს მეუღლის სახლიდან გაასვენებენ, რადგან საკუთარი აღარაფერი დაუტოვეს"
"მოლაშვილზე სისტემატური ძალადობა ხორციელდებოდა"
19:16 / 29-06-2016  Image თურქული მედია ერთ-ერთი სავარაუდო ტერორისტის ფოტოს აქვეყნებს
ამოცნობა ფეხსაცმლის მეშვეობით მოხდა
10:16 / 29-06-2016  Image დეტალური ინფორმაცია ავტომობილებზე - ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა
BMW-ს და MINI-ს ოფიციალურმა იმპორტიორმა საქართველოში, ”ომეგა მოტორსმა” ახალი ვებ-გვერდი შექმნა
12:31 / 29-06-2016  Image ბავშვთა კლინიკაში მომხდარი ფაქტებიდან ერთ-ერთი ნაწილობრივ დასტურდება - რა დაადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ
"კათეტერის ამოღებისას, პაციენტს მაკრატლით კანი და კანქვეშა ქსოვილი დაუზიანდა"
14:02 / 29-06-2016  Image "დილით ალიონზე ჩიტებსაც კი ვასწრებ გაღვიძებას... სასწაულების მჯერა" - ჯანო იზორიას ემოციური სამადლობელი პოსტი
"მინდა, უშველებელი მკლავები მქონდეს და ყველა ჩაგიკრათ გულში"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49