თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოში ნაჩვენები პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა

თამარ ჩერგოლეიშვილმა "ფეისბუქზე" პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოში ნაჩვენები პიროვნების იდენტიფიცირება მოახდინა

მას შემდეგ, რაც გუშინ "ინტერპრესნიუსმა" Youtube-ზე ატვირთული პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, სოციალურ ქსელში გამოჩდნენ ადამიანები, რომლებიც სააგენტოს იმ პიროვნების იდენტიფიცირებისთვის საყვედურობნენ, ვინც აღნიშნულ ვიდეოში ფიგურირებდა. მათ შორის იყო "ტაბულას" დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც "ფეისბუქის" პირად გვერდზე IPN-ზე განთავსებული ნიუსისა და ფოტოს "სქრინი" გამოაქვეყნა, რითიც თავადვე გაავრცელა ის ინფორმაცია, რომლის გავრცელებისთვისაც სააგენტოს აკრიტიკებდა. მოგვიანებით "ტაბულას" დირექტორმა აღნიშნული "სქრინი" "ფეისბუქის"  გვერდიდან წაშალა, თუმცა აღიარა, რომ მსხვერპლის ვინაობის იდენტიფიცირებას თავადაც ხელი შეუწყო:

"InterPressNews.ge - უბანძესი კანტორა რომ ხართ, უკვე ხომ გითხარით, უბრალოდ გაგიმეორებთ.

P.S. სკრინიც ახლდა ამ სტატუსს, მაგრამ რამდენიმე კარგმა ადამიანმა შენიშვნა მომცა, რომ არ გამევრცელებინა მსხვერპლის ვინაობა (მე ვფიქრობ, რომ ვინაობა თუ ვინმესთვის გასაგები არ არის, ძალიან მალე გახდება და ამ კანტორის გასაჭყლეტად თვალსაჩნოება უკეთესია, მაგრამ ....), ამიტომ სკრინის გარეშე დავდებ და სიტყვაზე მენდეთ.

უბანძესები ხართ. სიბანძის ფსკერზე ხართ", - დაწერა ჩერგოლეიშვილმა.

როდესაც ტელეწამყვანს კომენტარებში აღნიშნული "სქრინის" გავრცელების გამო, "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა შეცდომაზე მიუთითა, ჩერგოლეიშვილმა კრიტიკის ავტორს შეურაცხყოფით უპასუხა:

გარდა ამისა, "ინტერპრესნიუსის" მიერ ინფორმაციის განთავსების შემდეგ სოციალურ ქსელებში, საინფორმაციო სააგენტოს დისკრედიტაციის მიზნით, დაინტერესებული ჯგუფები მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს სააგენტომ ვიდეომასალაც გაავრცელა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გთავაზობთ ამონარიდს სააგენტოს გუნდის მიერ დღეს გავრცელებული განცხადებიდან:

"ჩასაფრებული და ანგაჟირებული მედიასაშუალებები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ჩვენ გავავრცელეთ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო – კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ეს სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

ხაზს ვუსვამთ, რომ "ინტერპრესნიუსმა" ვიდეოს შესახებ შეიტყო სოციალურ ქსელ "ფეისბუქით", სადაც მასალის შესახებ საუბარი იმ დროს უკვე აქტიურად მიმდინარეობდა.

ჩვენ არ გაგვივრცელებია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო, თუმცა საიტზე ინფორმაციის რამდენიმე წუთით განთავსებისას, სამწუხაროდ მივუთითეთ მისი დასახელება. ეს იყო შეცდომა, რასაც ჩვენ ვაღიარებთ და ძალიან განვიცდით. სწორედ ამ შეცდომის გამო მოუხდა საპასუხისმგებლო თანამდებობიდან წასვლა ჩვენს რედაქტორს", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ განცხადების სრული ვერსია: საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" გუნდის განცხადება

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს