"დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ" - ინგა გრიგოლია მუქარას პასუხობს

"დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ" - ინგა გრიგოლია მუქარას პასუხობს

youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ჩანაწერი გავრცელდა. ვიდეოს ამტვირთავი ფარული ჩანაწერების სერიის გავრცელებით იმუქრება. ამ ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ჟურნალისტი ინგა გრიგოლია ეხმაურება. როგორც გრიგოლია წერს, ერთ-ერთი ადამიანი, ვისაც ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან, თავადაც არის:

"გამარჯობა, ჩემო მეგობრებო..... როგორც მეუბნებიან, პირდი ცხოვრების ამსახველ ახალ ვიდეოში, რომლის გამოქვეყნებასაც აპირებენ, თურმე ჩემი გვარიც დაანონსდა )))) მე არ ვაპირებ ჩირგვებში ჯდომას და ნერვიულობას ამ თემაზე..... დანარჩენს უკვე გადაცემიდან ვიტყვი, დღეს, ორ საათზე ეთერი მაქვს))))))))) სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე მსგავსი შანტაჟის და მუქარის არ მეშინია და არც გაჩუმებას ვაპირებ და უფრო მეტად მოვედი ბრძოლის ხასიათზე... მირეკეს, მწერეს და ჩემი შვილის გარდა, ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ ჩემი გვარი დაანონსდა, ვისი პირადი ცხოვრების გასაჯაროებასაც აპირებენ, თუ ქვეყნიდან და პოლიტიკიდან (?????) არ წავალ.... დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ!!!!!!!! მე ღიად ვხსნი ამ თემას....... თუ ასეთ ქვეყანაში უნდა გვაცხოვრონ, მაშინ თავს შევაკლავ ჩემი და სხვა ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლას ))))))))))) ეთერში ვარ ორზე", - წერს გრიგოლია.

იხილეთ ასევე: მოქმედ პოლიტიკოსებს youtube-ზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს