12:24 / 14-03-2016
"ბევრი სექსი საქართველოში!" - ნანუკა ჟორჟოლიანი პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებზე
ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე Youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ფარული ჩანაწერის გავრცელებას ეხმაურება. ჟორჟოლიანი პოსტში ერთ-ერთი პოლიტიკოსის სახელსა და გვარს ასახელებს, რომლის შესახებაც მორიგი ფარული ჩანაწერის გავრცელება დაანონსდა. გარდა ამისა, ტელეწამყვანი ინგა გრიგოლიას ახსენებს, რომელმაც მის მიმართ მუქარასთან დაკავშირებით  სოციალურ ქსელში საჯარო პოსტი თავადაც გამოაქვეყნა:

"მძიმე ორშაბათი გათენდა და უფრო მძიმე კვირა გველოდება ვატყობ. ასე დაგვიანონსეს! კიდევ ერთ ჩვენებამდე რამდენიმე კითხვას დავსვამ, თქვენის ნებართვით!

1. სექსი რატომ არის კომპრომატი? თუნდაც ეს იყოს მეგობ
არი მამაკაცი! ააა დამავიწყდა, ქალისთვის რომ არ მოსულა, ის ქვეყანა ვართ ჩვენ. თორემ კაცი რომ ყოფილიყო საყვარელთან, ეს მხოლოდ მის "კაცურობაზე" იმეტყველებდა.

2. თუ არ წახვალთ კიდევ დავუდებთ ამა და ამ პირებსო რომ ამბობთ, უკაცრავად და (?) საიდან უნდა წავიდეს, ან ინგა გრიგოლია?!
იხილეთ ვიდეო| გრიგოლიას საგანგებო განცხადება: "მაქვს სექსი და ვაპირებ, ასე გავაგრძელო ცხოვრება"


3. არის თუ არა ცუდი სანახავი? კი. ძალიან მძიმეა, თუნდაც ეს იყოს საკუთარ ქმართან გადაღებული სექსუალური აქტი, მაგრამ ამ დროს ერთადერთი გამოსავალი არსებობს!


ვუთხრათ, რომ მაგრად გვკიდია, რა აქვთ ადამიანებზე! ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. თუნდაც საუბარი იყოს ჩვენს მტრებზე!


არ ვიცი ამ დროს რამდენად სწორია სიტყვა სოლიდარობა, მაგრამ რაღაც მსგავსი მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვიზეც "კომპრომატებს" ავრცელებენ, მეგობრებო ეგეთი ვიდეობი ყველა მოკვდავზე იარსებებს! ამიტომ დაიკიდეთ. რასაც აკეთებთ, მაგას რომ არ შვებოდეთ, ეგ იქნებოდა პრობლემა და ეჭვი მაქვს, მაგ ნაწილში უჭირს იმ მანიაკს, რომელიც ამ ყველაფერს აქვეყნებს.

‼ვთქვათ ყველამ ერთად, რომ გვკიდია მათი ფარული ჩანაწერები! რომ ის ვერ გახდება კომპრომატი და იძულებულები იქნებიან ერთ ადგილას გაიკეთონ!

ბევრი სექსი საქართველოში! ‪#‎ნუგეშინია‬! ‪#‎გვკიდია‬".

იხილეთ ასევე: "არც სუს-ისგან და არც შსს-სგან დაბლოკვის ბრძანება არ მიგვიღია" - რატომ დაებლოკა youtube ქართველ ინტერნეტმომხმარებელს

"დააშანტაჟეთ და შეაშინეთ, ვინც შეგიშინებიათ" - ინგა გრიგოლია მუქარას პასუხობს

მოქმედ პოლიტიკოსებს youtube-ზე ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებიან
13:16 / 22-03-2016
daikides momxreebs
0
გაუშვით ყველა ფარული ჩანაწერი ქართულ სერიალად, მაინც არავისი არ ეშინიათ , ნანუკას თუ კიდია და სხვასაც მოუწოდებს პერანგ ამოჩაჩული დაიკიდონ, ხალხს სულ უფრო კიდია და გაერთობიან მაინც , რისთვის იყიდონ ვიღაცის საპნის ოპერები როცა ჩვენი არ დამთავრდება იმდენი აქვს წინა ხელისუფლებას გადაღებული, სამ ხელისუფლებას ეყოფა გასაშვებად
10:51 / 17-03-2016
ნინო
0
რატომ არ დებთ ჩემს კომენტარს???
მსგავსი სიახლეები
"რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მაგრად მკიდია, რამდენი სანთელია ტორტზე"
"ნიკა, მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის"
ყველაზე დიდ სიამოვნებას წყვილები ტესტოსტრონის პიკოვანი მაჩვენებლის დროს იღებენ
უკმაყოფილოთა შორის არიან პოპულარული სახეები: ნანუკა ჟორჟოლიანი, ვანო ჯავახიშვილი, თენგო გოგოტიშვილი და სხვები
სოციალურ ქსელში სელებრითების დაპირისპირება სააშკარაოზე ხშირად გამოდის
ნანუკა ჟორჟოლიანი ახალი ტატუს ფოტოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:35 / 17-11-2017  Image რა კომენტარს აკეთებს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებული საპატიმროს დატოვების შემდეგ
"გასაგებია, რომ გურამ შარაძის ოჯახი მე არ მთვლის დამნაშავედ, ოჯახთან მერე ვილაპარაკებ"
17:32 / 17-11-2017  Image განო მელითაურმა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა გახსნა
"კოტე იქნებოდა ძალიან ბედნიერი, მას სჯეროდა, რომ ჩემი გატაცება შემოსავლიან საქმიანობად იქცეოდა"
10:08 / 17-11-2017  Image "პროქტერ ენდ გემბლის“ სახე საქართველოში - თიკა ფაცაცია
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანიას საქართველოში თავისი სახე ჰყავს
20:22 / 17-11-2017  Image "აუტანელი სიცივის მიუხედავად, ასობით კონცერტს ვმართავდით" - რა წერილებს ინახავს თემურ წიკლაური
"ახლა კომპიუტერით უხსნიან ერთმანეთს სიყვარულს და მგონი, ოჯახებსაც კი ქმნიან. ამას გულისტკივილით ვამბობ"
20:08 / 17-11-2017  Image ვის ელო­დე­ბა წინ "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" - სა­სიყ­ვა­რუ­ლო პროგ­ნო­ზი ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნე­ბის­თ­ვის
შე­მოდ­გო­მა ჯა­დოს­ნუ­რი პე­რი­ო­დია და ბევ­რის­თ­ვის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დაწყე­ბის პერ­ს­პექ­ტი­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49