13:51 / 14-03-2016
Youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ჩანაწერის გავრცელებას "ფეისბუქით" ეხმაურებიან
youtube-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი მორიგი ფარული ჩანაწერი გავრცელდა. ვიდეოს ამტვირთავი ფარული ჩანაწერების სერიის გავრცელებით იმუქრება. ამ ფაქტს "ფეისბუქზე" ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან:

ნენე დალაქიშვილი, "გირჩის" წევრი:
ფემიციდმა ახალი სახე მიიღო. პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით კლავენ ქალებს.
გამძლეობას ვუსურვებ ყველა მსხვერპლს.

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:
ვაიმე, რამდენს ქონია სექსი გურჯისტანში, რაღა გვეშველება :))))) წილხვედრის სტატუსი არ ჩამოგვერთვას! :))))) მალე მგონი ვუაიერიზმისდან (ჭუჭრუტანიდან ყურებიდან) ეგზიბიციონიზმში (საჯარო და დემონსტრაციულ ჩვენებებში) გადავიჭრებით და მერე ნახეთ, რამდენი საინტერესო რამე აღმოჩნდება :))))))
ისე, რა მაცინებს, მარა მგონი ამ ყველაფრიდან საუკეთესო გამოსავალი სწორედ სიცილია :))))

დავით კოვზირიძე:
ჩვენ ვინ უნდა გაგვრყვნას, რომელმა ევროპამ და რუსეთმა, იქით გავრყვნით ყველას.

ბუკა პეტრიაშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი:

ეს გამავრცელებლები რომ მთელ მოსახლეობას ატერორებენ, გავიგეთ! საზოგადოება და განსაკუთრებით ჟურნალისტები რო მაგრა ვდგავართ, ესეც მაგარია, მაგრამ უკვე მიჩნდება ხელისუფლების სრული უსუსურობის მწვავე განცდა. აქ არაფერ შუაშია პოზიცია ოპოზიცია. ხელისუფლებას სამწუხაროდ არ შეუძლია. ჩართავდით ალბათ უცხოელებსაც, მაგრამ ფაქტია: ტერორი გრძელდება, კადრები ვრცელდება. იუთუბის გათიშვა უშველის მაგას? მაშინ ინტერნეტი ჩავხსნათ და მივაწვეთ ჩრდ კორეას და რუსეთს. ეგ არაა გამოსავალი. მოვრჩეთ ხელის გაშვერას, ყველა დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ წავაქციოთ ეს ბინძურები!

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:
მგონი მართლა ის დროა, ყველანი საჯაროდ ავტ***ეთ. სოლიდარობა ეგ იქნება, თორემ აქ სტატუსების წერას რა უნდა!

თამარ ჩერგოლეიშვილი, "ტაბულას" დირექტორი:
წუმპე!

ნინია კაკაბაძე, ჟურნალისტი:
უკვე ჩვენი მოთხოვნა, დროულად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები, აზრს კარგავს!!! რა უნდა ვქნათ? სხვა რა გამოსავალი გვაქვს?

ეს პროცესი რუსეთიდან იმართება, ერთადერთი ამაში ვარ დარწმუნებული 100 პროცენტით.
ამის აღმოსაფხვრელად არაფერს/ვერაფერს აკეთებს ჩვენი ტლუ ხელისუფლება.
სამაგიეროდ აქამდე მთელი ეს რუსეთის აგენტები, ნაძირლები "პოლიტ პატიმრის" და "გმირის" სტატუსით გაათავისუფლა! რუსეთთან რბილად და ტკბილად დაიწყო ლაპარაკი! ამიტომ არის, რომ ახლა კარდაკარ დადის ხალხი და ქადაგებს რა ცუდია დასავლეთი, ლიბერალიზმი...რუსეთიდან პირდაპირ ფინანსდებიან პოლიტიკური პარტიები და მედია საშუალებები! და რუსეთიდან დაფინანსებულები არიან ავანგარდში!
ტფუ თქვენი...!!!!

ირაკლი ტაბლიაშვილი, მედიაექსპერტი:
ახლა ნერვიულობის დროა არაა. არც შეძახილების - "ღმერთო, რა გვეშველება" და რაღაც მსგავსების...
არც youtube - ს გათიშვის და ა.შ.
ახლა, თუ რამ გასათიშია, უნდა გათიშოთ მედიის ყველა რუსული და ირიბად რუსული საშუალება... იარონ სასამართლოში, მოგიგონ თუნდაც პროცესესები, მაგრამ, გათიშეთ სამართლიანობის აღდგენის მსურველი ის გვერდები, რომლებიც ამბობენ სამართლიანობის აღდგენას და გამოსდით რუსეთის აქ შემოყვანა.
თუ ამას, ან მსგავსს არ გააკეთებთ, ეს და მსგავსი, სხვაგვარი შეტევები, არ დასრულდება.

ზვიად დევდარიანი, CIDA:
კიდევ გავრცელდა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო. ფაქტობრივად, არაფერია ჩემს ფეისბუქ კედელზე. ასე უნდა ვებრძოლოთ ამ დანაშაულს - გაუვრცელებლობით!
უკვე ისეთი ვითარებაა, ან უსწრაფესად უნდა დადოს შედეგი გამოძიებამ, ან უნდა გადადგნენ მინიმუმ იმ უწყების ხელმძღვანელები, ვისაც ეს პასუხისმგებლობა აქვთ. რაც მთავარია, მკაცრი საზოგადოებრივი პროტესტი. ასე მოხდებოდა ნებისმიერ ცივილიზებულ სახელმწიფოში.

გიორგი ჯანელიძე, იუმორისტი:

არა და 1 კვირის წინ პარლამენტის ტრიბუნიდან გვიმტკიცებდნენ, პორნოსგან უნდა ვიხსნათ ბავშვებიო.

ქეთევან ქარდავა, ჟურნალისტი:
ახალი ვიდეო!!!! როდემდეეეეე??????? ეს ტერორი როდემდეეეე????
You must have Flash Player installed in order to see this player.
დააავადდა საზოგადოება! ვინ აკეთებს???? ვინ?? რა უბედურება გვჭირს?!

დავით ზურაბიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი:
ასე თუ წავა საქმე, მალე კომპრომატი ის გახდება, ერთი ვიდეოც თუ არაა შენზე გადაღებული.

გია ეძგვერაძე, მხატვარი:
ისე, სხვათაშორის, ამ ახალ "ვიდეო მხილებებზე" ჩვენმა საზოგადოებამ ჩემ თვალში პირველად დაიწერა დადებითი "აჩოკები"! მე ასე ვიგრძენი, რომ ზოგადად და უმთავრესად სწორი და კეთილშობილი პოზიცია დაფიქსირდა და საზოგადოების სახე არ გამოჩნდა ცუდად. ეს სასიხარულოა. თითქმის არავინ არ დადგა კომფორმისტულ/მესჩანურ/ბეცტვინა პოზაში და ვიდეოების მსხვერპლის "ჩაქოლვას" პრაქტიკულად არ ჰქონდა ადგილი. არც არავის დაკლებია რეიტინგი ამითი - პირიქით :), სწორედ ის გაიკიცხა და საზოგადოების ზიზიღი იმან დაიმსახურა ვინც ეს საზიზღარი "ანონიმშჩიკობა" ჩაიდინა. ყოჩაღ საზოგადოება - ეს ერთი და სხვა მრავალი!

ხათუნა ხოფერია, ყოფილი დეპუტატი:
ფსიქოლოგიური ტერორი გრძელდება!!!!!
საზოგადოების მხრიდან გაფიქსირებული პროტესტის ფონზე,
სამართალდამცავების მხრიდან აღძრული სისხლისსამართლის საქმის მიუხედაბად, ტერორი გრძელდება!!!!
საიდან ასეთი დაცულობის განცდა?????
ვის შეიძლება ქოდეს ასეთი თავისუფალი მოქმედების ასარეზი???... სად შეიძლება გრძნობდეს ტერორისტი თავს მიუწვდომლად?? და ბოლოს, ვის შეიძლება ქონდეს განუსაძღვრელი ხელმისაწვდმობა ამ სიბინძურესთა????
მთავარი თავშესაფარი უკრაინაა!!! იქ მიუწვდმელია ყველა ის პირი, ვინც ერის წინაშე დანაშაულშია მხილებული. იქ მოხდა ყველა ფაქტის და არქივის გატანა.
აბა, ცადეთ სამართალდამცავებო და მოითხოვეთ სამუშაო პირობების შექმნა უკრაინას!!!!!!!!!!!
სცადეთ!!!!!!!!!
ოღონდ,ისეთი პირები გაუშვით, ვისაც საკუთარ პირად ცხოვრებას არ ააფარებენ თვალებზე!!!!!

ნინო ჟიჟილაშვილი, ჟურნალისტი:
მაინტერესებს, რატომ არ არის უკვე დაკითხული გოგი თოფაძე, რომელმაც 2 დღის წინ კომპრომატების გამოქვეყნება დააანონსა?

სალომე ასათიანი, ჟურნალისტი:
სექსი ნამდვილად არ არის "სამარცხვინო", სამარცხვინო და სასაცილო ისაა, ამაზე რომ ლაპარაკი გვიწევს დღეს. ძალიან კარგია ტაბუ რომ შეირყა, ისიც რომ ითქვა, რომ საზოგადოება ქალის სექსუალობას აკონტროლებს და რასაც კაცს მარტივად პატიობს (მაგ. "ღალატს"), ქალს იმავე საქციელის გამო სამარცხვინო ბოძზე აკრავს. ძალიან კარგია თუ ვიტყვით, რომ სექსი ჩვენც გვაქვს და ამით შანტაჟი აღარ გამოვა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ..

მაგრამ ტაბუს მსხვრევაში არ დაგვავიწყდეს მთავარი - სახელმწიფოს რეპრესიული აპარატების ბინძური ჩარევა მოქალაქეების პირად ცხოვრებაში არის კოშმარი, კატასტროფა და პირველ რიგში ამას უნდა ვებრძოლოთ, რაც უნდა "სექსი ყველას გვქონდეს". უმთავრესი ახლა არის კითხვა - რას აკეთებს სახელმწიფო ამასთან საბრძოლველად და რატომ ხდება, რომ მსგავსი დანაშაულის გამო ჯერჯერობით არავინაა დასჯილი.
16:22 / 15-03-2016
ბედუკაძე გმირად შერაცხეს და ამის გადამღები რატომ უნდა დაიჭირონ?
ლამარა
15:35 / 15-03-2016
"ეს პროცესი რუსეთიდან იმართება, ერთადერთი ამაში ვარ დარწმუნებული 100 პროცენტით"-ეს ყველაფერი იმ კაციდან იმართება, ვინც ეს სირცხვილი დააკანონა.
მიხოა,მიხო, ყველაფრის თავი და თავი, თავს ნუ მოიტყუებთ, თორემ ხალხმა ყველაფერი იცის.
მსგავსი სიახლეები
2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შემდეგ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები არ შექმნილა
+VIDEO "ადამიანები, რომლებიც ჩვენი ხელისუფლების დროს ციხეებში სასტიკი მოპყრობით იყვნენ დაკავებულები, ამათმა ციხეებიდან გამოუშვეს"
თუ სპეცსამსახურებმა მოისურვეს, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენს შესახებ ყველაფერს შეიტყობენ
"ხელისუფლებამ უნდა დაარწმუნოს საზოგადოება, რომ გაწმინდა თავისი რიგები მათგან, ვინც ამ საქმეს ჩადიოდა"
"მამასთან ახლო ურთიერთობა არ მქონდა, ფარული ჩანაწერების საქმესთან კი კავშირი არ მაქვს"
"ყველაზე ძვირფასი ადამიანები დამიდეს სიცოცხლის ერთ პინაზე"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
14:58 / 26-05-2016  Image ექსპერტი სენსაციურ აღმოჩენაზე: "მონეტების ღირებულება შესაძლოა, მილიონობით ლარს აღწევდეს"
+VIDEO ავთენტურობის დასადგენად ახალგაზრდა ნუმიზმატთა ასოციაცია მუშაობს
11:59 / 26-05-2016  Image მიხეილ სააკაშვილი დამოუკიდებლობის დღეს ქართველ ხალხს ორაზროვანი პოსტით ულოცავს
უცნობია, რას გულისხმობს მიხეილ სააკაშვილი სიტყვაში "ბოლოჯერ"
15:48 / 26-05-2016  Image პროკურატურამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება მოითხოვა
"იმედი მაქვს უახლოეს დღეებში ეს მკვლელი წითელი ცირკულარით ძებნაში იქნება"
21:07 / 25-05-2016  Image "შეიძლება გადავარდნისას ცოცხალი იყო და თვითონ იბრძოდა" - რას ჰყვება მაშველი, რომელმაც სასულიერო პირის ცხედარი იპოვა
ვარაზი წოწონავა - სიმამაცისა და თავგანწირვის მაგალითი
17:33 / 26-05-2016  Image "ქურდების მეგობარი გეგა გეგეშიძე, კალაძის სიძე პაატა აბულაძე და კალატოზას ძმა, ბოივასო ერთ სუფრაზე" - რა ფოტოს აქვეყნებს გივი თარგამაძე
+PHOTO| "კალაძის სიძე, მისი ნახევარდის თამუნა კალაძის მეუღლე პაატა აბულაძე, გუშინ შსს-ს წინ თავის
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-02-08 08:11:10
ქალი სილამაზეზე უხსოვარი დროიდან ზრუნავდა,...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49