"ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც ყოველ წამს ვარ მზად მოვკვდე" - ნათია ფანჯიკიძე ივანიშვილს

"ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც ყოველ წამს ვარ მზად მოვკვდე" - ნათია ფანჯიკიძე ივანიშვილს

ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს მიმართავს:

"ძვირფასო ბატონო ბიძინა,

მე ვიყავი პირველი მსხვერპლი, ვისაც მოახსენეთ, რომ ის ქალი ვარ, რომლის ქმარსაც ყველა აინტერესებს, ჩემს გარდა და ყოველი ქვეყნიდან გასვლისას სხვა ქალებს დაატარებს საზღვარგარეთ. არ დააყოვნა თქვენი პარტნიორი ნაციონალების აქტივობამაც და წვრილმანი დეტალების საქმის კურსში ჩამაყენეს ვინ, სად, როდის, რა აჩუქა, რას დაპირდა... მიხარია თქვენი ერთსულოვნება. საერთოდ მიყვარს, როცა ადამიანების კარგ ურთიერთობას ვხედავ, მითუმეტეს, სულიერად მსგავსის.

დიდხანს, მე ვიყავი ის, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდოდა ირაკლის პოლიტიკაში ყოფნა. არც არაფერში ვეხმარებოდი. მეუცნაურა კიდეც, რომ ამდენად აფასებდით ჩემს როლს და ჩემი ოჯახის დანგრევა ირაკლის შესუსტებად მიგაჩნდათ. ვერ გაითვალისწინეთ ერთი რამ, არათუ გაუცხოებული, არათუ გაბრაზებული, გულნატკენი... რა სასაცილოა, სხვადასხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც ყოველ წამს ვარ და ვიქნები მზად, თვალისდაუხამხამებლად მოვკვდე, რადგან ვთვლი, რომ მისი მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან და მას ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმე აქვს გასაკეთებელი.

ჩვენ ორს შორის პირველი მე ვკვდები. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა იმ დღიდან, რა დღესაც მე ის გავიცანი.

მე დავეხმარები ირაკლის ცოცხალიც და დავეხმარები მკვდარიც, რომ ეს ქვეყანა გაიყვანოს სინათლეში".

იხილეთ ვიდეო: ზოგიერთი ჩემი ახლობელიც ღალატობს მეუღლეს - ბიძინა ივანიშვილი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს