''ყველას გვაქვს სექსი და რაც უფრო მრავალფეროვანი მით უფრო გვეამაყება!''

''ყველას გვაქვს სექსი და რაც უფრო მრავალფეროვანი მით უფრო გვეამაყება!''

ნუკი კოშკელიშვილი ამერიკიდან საქართველოში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებას ეხმაურება:

"+18 მომინანიებია ეს პოსტი... ყველგან ვკითხულობ ქალბატონო X, ვერ გადაიტანთო, რა საშინელებააო, პოლიტიკაო, ჩვენ დავასრულებთ ამასო, პორნოო და ა.შ. მე მოგმართავთ მთელი გულით და იმედი მაქვს, თქვენამდე მოვა ეს წერილი.

ძალიანაც გადაიტანთ, ძალიანაც გეცხოვრებათ, მაპატიეთ მაგრამ! დაიკიდეთ! ქვა ისროლოს იმან, ვისაც უარესები არ უკეთებია...

ყველას გვაქვს სექსი და რაც უფრო მრავალფეროვანი მით უფრო გვეამაყება!

უბრალოდ საჯარო არ უნდა იყოს! ვინც ეს გამოაქვეყნა! აი, ის არის ადამიანი, რომელსაც აქ აღარ ეცხოვრება, ის არის ნაძირალა და მას უნდა რცხვენოდეს!...

მხარში გიდგავართ და დამიჯერეთ, ერთ თვეში არავის ემახსოვრება, დაივიწყეთ, დაიკიდეთ და გააგრძელეთ ცხოვრება...

იმედი მაქვს, რომ ყველა მეგობარი, ნათესავი და ახლო ადამიანი გვერდში გიდგათ და გამშვიდებთ, თუმცა დასამშვიდებელი არაფერია... ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაში და ესეც გაივლის...", - წერს ნუკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს