"ჩემი შვილებისთვის ასეთ მეუღლეს ვისურვებდი..." - ცოტნე გამსახურდია ნათია ფანჯიკიძის შესახებ და მისი პასუხი

"ჩემი შვილებისთვის ასეთ მეუღლეს ვისურვებდი..." - ცოტნე გამსახურდია ნათია ფანჯიკიძის შესახებ და მისი პასუხი

ყოფილი პოლიტპატიმარი, ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ირაკლი ალასანიას მეუღლის, ნათია ფანჯიკიძის პოსტს ეხმაურება, სადაც ის ბიძინა ივანიშვილს მიმართავდა.

"ჩემი შვილებისთვის ასეთ მეუღლეს ვისურვებდი და სხვასაც იგივეს ვუსურვებ... ოქრო, ბრილიანტი, ვერცხლი - ბანალურობაა იმასთან შედარებით, რაც მინდა გითხრა, ნათია. მაწუხებს, რომ შენ ირიბად შეგეხო ეს იდიოტური მიზანსცენა - ადამიანს, რომლის ადგილი ნამდვილად არ არის ამ ჩვენ უსულგულო, ჩათლახურ და ლაჩრულ გარემოში...", - წერს გამსახურდია.

პოსტს თავად ნათია ფანჯიკიძე გამოეხმაურა:

- ნაციონალების "ჰინტელექტუალები" მრისხავენ, მონური ფსიქოლოგიისთვის ))))), მგონი მათთვის კიდევ უფრო მარტივ ენაზე თარგმანი დამჭირდება, რომ ფრონტის მეგობრობის აღთქმაა და არა მარადიული ცოლობის. საერთოდ მოვიხსნი ცოლის სტატუსს და ჩიტებიანი დროშით დავდგები ომში, ძალიან თუ გამაბრაზებენ. ეგ იქნება ბოლო. თქვენ ჩემი ფხიზელი და დაბოლილი ბიჭები <3

გია ეძგვერაძე, მხატვარი:

- "ფრონტის მეგობრობის აღთქმაა და არა მარადიული ცოლობის" - რა დაგემართა? პროსვეტლენიე დაგჩემდა? <3 მართლა ჟანა დარკივით უბნობ! <3

ნათია ფანჯიკიძე:

- ჟანაზე თუ გავჩერდი და ჯიჰადი არ გამოვაცხადე, გამიხარდება :). უნდოდათ ეთარგმნათ, რომ "მაინც მიყვარს, რომც მირტყას", სიყვარულს რთული აღნაგობა აქვს და კოცნაობა არაფერ შუაშია და მორჩილება. აქ მთავარი ის პირობაა, რომელსაც არაფერი შეცვლის. და ის, რომ "რა გინდა პოლიტიკაში" გამოსვლები რომ მქონდა, ახლა ზუსტად ვიცი, რომ ირაკლის მთელი ძალა და რესურსი მინდა არა ჩემთვის და ფეხები ფლოსტებში და თბილი საღამოები, არამედ იმისთვის, რომ მაქსიმუმი გააკეთოს მალარიის გადამტანი კოღოებიანი ჭაობის ამოსაშრობად და ქვეყანაში დაიძრას ჰაერის სხვა ტალღები, მნიშვნელოვანი თემები და გაირღვეს ეს ერთიდაიგივე დეპრესიული, დუხჭირი, გატანჯული ყოფა. ხელოვნებაშიც გამოიხატება ეს აუცილებლად და შენც ახლომახლო იქნები თუ შუაგულში არა. მამამისის საფლავი აქვს დასაბრუნებელი. 24 წელია ამისკენ მიდის. უარესად დანაღმულ ველზე ივლის და მაინც აუცილებლად მივა. დროა.

იხილეთ ასევე: "ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც ყოველ წამს ვარ მზად მოვკვდე" - ნათია ფანჯიკიძე ივანიშვილს

"როგორ მიყვარხარ ცოტნე, მგონია ჩემი ნაწილი ხარ..." - რატომ "გამოუტყდა სიყვარულში" ნათია ფანჯიკიძე ცოტნე გამსახურდიას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს