"რამდენიმე დღე ჩამოვშორდით მანჰეტენის ჟრიამულს და მშობლების მიერ დატოვებული სახლი დავიპყარით!" - ნუკი კოშკელიშვილი

"რამდენიმე დღე ჩამოვშორდით მანჰეტენის ჟრიამულს და მშობლების მიერ დატოვებული სახლი დავიპყარით!" - ნუკი კოშკელიშვილი

ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში არ იწყენს... ამ დღეებში ნუკი მეუღლესთან ერთად ნინი შერმადინის ალბომის პრეზენტაციას დაესწრო:

"გუშინ ვიყავით მე და ბენი ნინის ახალი ალბომის პრეზენტაციაზე. საოცარი დრო ვატარეთ ვიცეკვეთ ვიმღერეთ და რაც მთავარია, დავტკბით ნინის შემოქმედებით!!! გილოცავ კიდევ ერთხელ!!! და ეს დასაწყისია!!! ბევრი წარმატება გელოდება, ძალიან მეამაყები და მიყვარხარ!

P.S. გარდა იმისა, რომ დაგვატკბო ტკბილი ხმით და მაგარი სიმღერებით, საოცარ "ვიდზეც" იყო, თვალს ვერ ვაშორებდით, მაგარი გოგი ხარ, ბევრი წარმატება შენ", - დაწერა ნუკიმ "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

როგორც სოციალურ ქსელში ნუკის პოსტებიდან ჩანს, ის აქტიურად ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ამასთან, მეგობრებს ხშირად უყვება თავისი ამერიკული ცხოვრების შესახებ:

"რამდენიმე დღე ჩამოვშორდით მანჰეტენის ჟრიამულს და მშობლების მიერ დატოვებული სახლი დავიპყარით! ჩვენი აზრები იყოფა, ბენს უფრო დიდი სახლი მშვიდ უბანში ურჩევნია, მე ჩვენი ერთი ბეწო, მაგრამ ქალაქის შუა გულში მომწონს... ჩემმა აზრმა გადაწონა და მგონი, მთავარი ფაქტორი იყო ჩემი ბუხარში შეძრომა (გამოკვლევის და შეშინება-დამალვის მიზნით), რის მერეც გადაწყდა, რომ ჩემი მარტო დიდ სახლში დატოვება საშიშია!", - წერს ნუკი.

იხილეთ ასევე: ''ყველას გვაქვს სექსი და რაც უფრო მრავალფეროვანი მით უფრო გვეამაყება!''

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს