"ახლა იმაზე ვნერვიულობ, რომ ასანთს არ მიაგნონ და არ გადაგვწვან..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დღეების მოვლენებზე

"ახლა იმაზე ვნერვიულობ, რომ ასანთს არ მიაგნონ და არ გადაგვწვან..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დღეების მოვლენებზე

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აჯამებს:

"1 უნივერტეტის კადრებს ვუყურებ და მგონია 90-ანი წლებია. ძველი ბიჭები "პალაჟენიას" აყენებენ. ის, რაც უნივერსიტეტში ხდება იმაზე მეტად საშიშია ვიდრე გვგონია.

2. მცოცავმა ოკუპაციამ ტემპს აუჩქარა. რუსები მაგრად გრძნობენ, რომ ამ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს.

3. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ გოგა ხაინდრავას, რომელიც ფილმს იღებს მიშაზე, ათონელის რეზიდენცია საიდუმლო კონტრაქტით გადაეცა. ანუ წვდომა აქვს საიდუმლო მასალასთანაც?

4. ვიღაც დაიჭირეს პირადი ცხოვრების კადრებზე. პროკურატურის ვერსია იმდენად ჰაკიმ ფაშური აღმოჩნდა, თავადვე უარყოფენ საკუთარ ვერსიას.

5. ამასობაში მაესტრო წაიღეს.

ეს ყველაფერი იცით რას ჰგავს? ბავშვი რომ სახლში მშობლების გარეშეა და ურევს ყველაფერს. ახლა იმაზე ვნერვიულობ, რომ ასანთს არ მიაგნონ და არ გადაგვწვან".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს