"როცა ირაკლის ვეკითხები, თავის ისედაც ფათერაკიან ცხოვრებას რატომ უმატებს პარაშუტით ხტომას, მპასუხობს..." - ნათია ფანჯიკიძე მეუღლის შესახებ

"როცა ირაკლის ვეკითხები, თავის ისედაც ფათერაკიან ცხოვრებას რატომ უმატებს პარაშუტით ხტომას, მპასუხობს..." - ნათია ფანჯიკიძე მეუღლის შესახებ

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოლიტიკოსის საინტერესო გატაცების შესახებ წერს:

"როცა ირაკლის ვეკითხები, თავის ისედაც ფათერაკიან ცხოვრებას რატომ უმატებს პარაშუტით ხტომას, რა განცდაა, რა მოსწონს ამ სიგიჟეში ყველაზე მეტად, მპასუხობს - სიჩუმე.

აჭარის დილის ეთერში მკითხეს, დილა როგორ დავიწყოთო. ვუპასუხე, რომ მათ აქვთ ჰორიზონტთან მედიტაციის ბედნიერება. თვალუწვდენელ სივრცესთან, რომელმაც სხვა აზროვნება უნდა დაბადოს. მათ ასევე შეუძლიათ გააყოლონ თვალი თოლიას და ფიქრით აყვნენ ცაში. ზევით ხმაური არ არის", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს