11:27 / 16-03-2016
"სხვებს რატომ იმეტებთ?" - ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილის მიმართვა მამაზე თავდასხმასა და ფარულ ჩანაწერებზე
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილი, ნატა პეტრიაშვილი მამაზე თავდასხმისა და ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან საზოგადოებას მიმართავს:

"რამოდენიმე თქვენგანმა ღიად გაუკეთეთ ანალიზი და საჯაროდ გამოიტანეთ დასკვნა მამაჩემის, ბუკა პეტრიაშვილის, მკვლელობის მცდელობის ამბავზე. ზოგმა პირადიაო, ზოგმა პოლიტიკურიაო, ზოგი უკმაყოფილო იყო არსებული და მოხვედრილი ტყვიების რაოდენობით და ადგილმდებარეობით, ზოგმაც - რა მოხდა, ესეთი ამბები დიდი ხანია ტრადიციად იქცაო.

თქვენი ანალიზი არც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მოჰკლებია. თანაც, ხშირად, წინადადებას ასე იწყებთ: "მართალია, დანაშაულია, რაც გააკეთეს და დაუშვებელია ასეთი მასალის გავრცელება, მაგრამ..." მაინტერესებს გულით, სიტყვა "დაუშვებელია" როგორ ხვდება წინადადებაში, სადაც ერთ-ერთი მომდევნო სიტყვა არის "მაგრამ." არ არსებობს მიზეზი რაც ოდნავ მაინც გაამართლებს ამ ფაქტს, ნუ ეძებთ, ვერ იპოვნით.

ყველაფერს რასაც ასკვნით და შემდეგ წერთ, ამ გზით თუ იმ, ყველა კითხულობს. რა თქმა უნდა, ვერავინ აგიკრძალავთ თქვენი აზრის გამოთქმას და არც არავინ აპირებს, უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერს რასაც წერთ, თქვენი ჩატარებული უნაკლო ექსპერტიზის შემდეგ, კითხულობენ ოჯახის წევრები და მეგობრები.

მაინტერესებს ერთი რამ, თუ
You must have Flash Player installed in order to see this player.
ისეთ კომენტარს წერთ, რისი წაკითხვაც თქვენვე გულს გატკენდათ, სხვებს რატომ იმეტებთ?", - წერს ნატა პეტრიაშვილი.

პოსტს ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება:

"ჩემი უსაყვარლესი გოგოს, ბუკა პეტრიაშვილის შვილის, ნატას სტატუსს ვაზიარებ. უბრალოდ, რომ არ დაგვავიწყდეს ბავშვები და მათი გრძნობები, როცა უხეშობა მოდის ჩვენი გულებიდან და ვერანაირ ფილტრს ვერ პოულობს გონებაში.
საფლავზე წაქცეული ბუკასთვის ნასროლი ხუთი ტყვიიდან ორი მას ასცდა და სავარაუდოდ ლევან მიქელაძის კუბოს მოხვდა. იმედი მაქვს როდესმე გამოძიებული იქნება ეს ნატიფი დანაშაული".
22:41 / 16-03-2016
თუ გახსენდებათ.რომ საქართველოს ბევრი შიდა მტერი ჰყავდა და რა~ დღესაც ესეა არ დაგავიწყდეთ
ამირანი
20:50 / 16-03-2016
გაცილებით მცირეა ჩემი რესურსები იმისთვის რომ სამშობლოს ბევრი რამით ვემსახურო, მაგრამ მაინც ყველა პაციენტს ვმკურნალობ მაქსიმალური შესაძლებლობით ვინც ჩემამდე მოდის, ცოტა აქვს მას ფული თუ სულ არ აქვს. ვცდილობ დავეხმარო ბავშვთა სახლს, უსახლკაროებს, ავადმყოფებს, ეკლესიას. საქმით ვუპირისპირდები უსამართლობას და არა მხოლოდ სიტყვებით. სამი ბიჭი მყავს და მეშინია რომ ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები სულ დააქუცმაცებენ საქართველოს სადაც ისინი უნდა გაიზარდონ.
ნატალი-konias
მსგავსი სიახლეები
"უპარტიო ალექსი პეტრიაშვილი!"
"ნაცემმა შეირგო პოლიტიკური ელფერით "მკვლელობის მიზნით თავდასხმა", ქალი პრეს-სამსახურის უფროსი გახდა"
პოლიტიკოსის სიძე და შესაბამისად სალომეს რჩეული, ლადო ქილიფთარი გახლავთ
"არ მიყვარდა ზაფხულის დამთავრება, მაგრამ 1 სექტემბერი მაინც მიხაროდა!"
"გაუმარჯოს სალომეს და ლადოს, ლადოს და სალომეს! ბედნიერები ყოფილიყავით!!"
პეტრიაშვილი მძიმე ოპერაციის შემდეგ ფორმაში ჩადგომას ცდილობს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:36 / 07-12-2016  Image "ოჯახი არ მყავს და ჩემი შვილი როგორ გაიტანდა ადამიანს?" - რას პასუხობს მამა ბართლომე ცოტნე გამსახურდიას
"ვნახე ცოტნე გამსახურდიას პოსტი, აშკარად ჩემზე წერს..."
20:17 / 07-12-2016  Image 40 წლის მამაკაცმა საავადმყოფოში 12 წლის ფეხმძიმე გოგონა მიიყვანა და მას საკუთარ ცოლს უწოდებდა
პოლიციამ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, როცა ცნობილი გახდა, რომ ის ბავშვს აუპატიურებდა
12:52 / 07-12-2016  Image განსხვავებული ბრაზილია - ვილა მიმოზას ბორდელების ამაზრზენი რეალობა
რა ვიცით ბრაზილიის შესახებ?
17:39 / 07-12-2016  Image ქუთაისში მამამ შვილი სკოლაში მოსწავლეების თვალწინ სცემა - მოძალადე მშობელი დაკავებულია
+VIDEO მამის გაღიზიანება პედაგოგების მხრიდან შვილის უარყოფით დახასიათებას მოჰყვა
13:11 / 07-12-2016  Image "მიშა ბოკერიას მოუგებს, მეგისი დაბრუნდება და შენ ჭკვიანად იყავიო" - ვის ემუქრება მეგის ქარდავას ნათესავი და რას წერს ჩერგოლეიშვილი
"აი ეს ხალხი და ამათი მოკავშირეები ცდილობენ ენმ-ის მართვის სადავეების ჩაგდებას"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49