"სხვებს რატომ იმეტებთ?" - ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილის მიმართვა მამაზე თავდასხმასა და ფარულ ჩანაწერებზე

"სხვებს რატომ იმეტებთ?" - ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილის მიმართვა მამაზე თავდასხმასა და ფარულ ჩანაწერებზე

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ბუკა პეტრიაშვილის ქალიშვილი, ნატა პეტრიაშვილი მამაზე თავდასხმისა და ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ "ფეისბუქის" პირადი გვერდიდან საზოგადოებას მიმართავს:

"რამოდენიმე თქვენგანმა ღიად გაუკეთეთ ანალიზი და საჯაროდ გამოიტანეთ დასკვნა მამაჩემის, ბუკა პეტრიაშვილის, მკვლელობის მცდელობის ამბავზე. ზოგმა პირადიაო, ზოგმა პოლიტიკურიაო, ზოგი უკმაყოფილო იყო არსებული და მოხვედრილი ტყვიების რაოდენობით და ადგილმდებარეობით, ზოგმაც - რა მოხდა, ესეთი ამბები დიდი ხანია ტრადიციად იქცაო.

თქვენი ანალიზი არც პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს მოჰკლებია. თანაც, ხშირად, წინადადებას ასე იწყებთ: "მართალია, დანაშაულია, რაც გააკეთეს და დაუშვებელია ასეთი მასალის გავრცელება, მაგრამ..." მაინტერესებს გულით, სიტყვა "დაუშვებელია" როგორ ხვდება წინადადებაში, სადაც ერთ-ერთი მომდევნო სიტყვა არის "მაგრამ." არ არსებობს მიზეზი რაც ოდნავ მაინც გაამართლებს ამ ფაქტს, ნუ ეძებთ, ვერ იპოვნით.

ყველაფერს რასაც ასკვნით და შემდეგ წერთ, ამ გზით თუ იმ, ყველა კითხულობს. რა თქმა უნდა, ვერავინ აგიკრძალავთ თქვენი აზრის გამოთქმას და არც არავინ აპირებს, უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ ყველაფერს რასაც წერთ, თქვენი ჩატარებული უნაკლო ექსპერტიზის შემდეგ, კითხულობენ ოჯახის წევრები და მეგობრები.

მაინტერესებს ერთი რამ, თუ ისეთ კომენტარს წერთ, რისი წაკითხვაც თქვენვე გულს გატკენდათ, სხვებს რატომ იმეტებთ?", - წერს ნატა პეტრიაშვილი.

პოსტს ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე ეხმაურება:

"ჩემი უსაყვარლესი გოგოს, ბუკა პეტრიაშვილის შვილის, ნატას სტატუსს ვაზიარებ. უბრალოდ, რომ არ დაგვავიწყდეს ბავშვები და მათი გრძნობები, როცა უხეშობა მოდის ჩვენი გულებიდან და ვერანაირ ფილტრს ვერ პოულობს გონებაში.

საფლავზე წაქცეული ბუკასთვის ნასროლი ხუთი ტყვიიდან ორი მას ასცდა და სავარაუდოდ ლევან მიქელაძის კუბოს მოხვდა. იმედი მაქვს როდესმე გამოძიებული იქნება ეს ნატიფი დანაშაული".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს