14:14 / 16-03-2016
"ნანა ლეჟავა ქაჯია და ვერ მიხვდა, რომ არასწორ მისამართზე მიდიოდა..." - თამარ ჩერგოლეიშვილი გია ბარამიძესთან "გართობის" ამბავს იხსენებს
"ტაბულას" დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ბოლო დღეებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტ ნანა ლეჟავას შესახებ ძველ ისტორიას იხსენებს:

"არჩევანს ვუყურებ. ინგა გრიგოლიამ ახსენა ტერორი მორალის სახელით.

ამაზე გამახსენდა:

2012 წლის ბოლოს როდესაც TV საქართველოს ლიცენზიები ვიყიდეთ, ნანა ლეჟავამ ამ თემაზე სიუჟეტი გააკეთა. მგონი მაესტროზე გადიოდა მაშინ ეს გადაცემა, თუ მე-9 არხზე - ზუსტად არ მახსოვს.

სრულიად უმარილო, არასკანდალური, არაფრით გამორჩეული ამბავი იყო. ერთმა გაყიდა, მეორემ იყიდა - ბენდუქიძე აფინანსებს.

სიუჟეტის ბოლოს მივხვდი, რაც უნდოდა - სრულიად უკონტექსტოდ ჩათხრილი ჰქონდა ჩემი და გია ბარამიძის ცეკვის კადრები. ცხადია ეს არ იყო პირად სივრცეში ჩაწერილი - რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზია, M-Group-ის იუბილე, 500 კაცი მიყურებს, თავში აზრადაც არ გამივლია, რომ რამეს "ვაშავებ" და ბუნებრივია იგივე აზრზე ვარ ახლაც.

იხილეთ ვიდეო


სიუჟეტის გასვლიდან მალევე ცეკვის მონაკვეთი მოიჭრა, დაერქვა "ვისთან ერთობა ბოკერიას ცოლი" (გია ბარამიძე კი არა, ბარამიძე კაცია, მისთვის ეს რა კომპრომატია, გიგა ბოკერიას ცოლი. ბევრი მავნე სტერეოტიპია ჩაქსოვილი) და მრავალჯერ და მრავალ პლატფორმაზე აიტვირთა.

მილიონ ას ორმოცდა ერთი ათასზე
მეტი ნახვა აქვს მხოლოდ ამას - აქ რაც დავლინკე
სულ ოთხი მილიონი ვართ.

ნანა ლეჟავა იმ ფარისეველი წრის ღირსეული წარმომადგენელია, რომელმაც იცის, რომ ფართოდ გამჯდარი, მავნე სტერეოტიპის მიხედვით, ქალის გართობა მორალისტების რისხვას იმსახურებს და მის დემონიზებას, ხშირ შემთხვევაში კი მის გატეხვას იწვევს.

ნანა ლეჟავა ქაჯია და ვერ მიხვდა რომ არასწორ მისამართზე მიდიოდა, მაგრამ ჩანაფიქრი ცხადია ეს იყო.

ტერორის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შიში დათესოს. თუ არ გეშინია, ტერორი აზრს კარგავს. არც გამახსენდებოდა ამის დაპოსტვა, ბოროტი კლოუნების ცირკი რომ არ დაწყებულიყო.

ჰო, და რავი აბა - ნანა ლეჟავა კვოტის დახმარებით რომ პარლამენტში მოხვდეს, ქალთა ორგანიზაციები ბედნიერები იქნებიან?
ქალია!", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
09:44 / 21-04-2016
samwuxarod es simarTlea
0
რა ნახეთ ისეთი აქ ჭორიკნებო და ბოღმიანებო. თქვენ ლაპარაკობთ ლეჟავას მოუსყიდველობაზე და პატიოსნებაზე? ახლა უფრო დავრწმუნდი,რომ ყველა მის გადაცემას ფულის სუნი უდიოდა, სირცხვილი შენ ნანა, ძალიან კარგად იცოდი,რასაც აკეთებდი,ახლა სად იმალები,როდის გამოძვრები ჩირგვებიდან,ხელსაყრელ მომენტს ელოდები? ერთ დროს სიმპატიური ჟურნალისტი, რომელიც ბოღმამ გარეგნულადაც შეცვალა.
18:02 / 17-03-2016
ნანა
0
რაც არ გაწყობთ არ ბეჭდავთ ეს წამში გამოაქვეყნეთ? ვითომ არ ვბლოკავთო
მსგავსი სიახლეები
სოციალურ ქსელში სელებრითების დაპირისპირება სააშკარაოზე ხშირად გამოდის
"გაუგებარია, რატომ ანთხევთ ბოღმას საკუთარ თანამემამულეებზე"
"ასეთი დაბალი ლეგიტიმაციის პირობებში აბსოლუტური ძალაუფლება ჯერ არცერთ ხელისუფალს არ ჰქონია"
"პროდუქტი, რომელსაც ქმნიან დახარჯული მილიონების და წლების მიუხედავად 0%-იან ნიშნულს ვერ სცდება"
"მაია თაბაგარი არასოდეს იკადრებდა იმას, რასაც ნანა ლეჟავა იკადრებს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:48 / 22-09-2017  Image ლვოვის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა
+VIDEO მოსამართლის გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილი ცნობილია დამნაშავედ
19:04 / 22-09-2017  Image "იქაც, უფლის საუფლოში ჩემი უფროსი გოგო მელოდება" - ქართველ მსახიობს გადასარჩენად საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
გორის თეატრის მსახიობი მაიკო ტურაშვილი მძიმე დაავადებას, მკერდის კიბოს ებრძვის
16:59 / 22-09-2017  Image რა ღირს სახლის მშენებლობა თბილისსა და მის შემოგარენში?
მშენებლობის დაწყებას ძალიან ბევრი სირთულე და უამრავი ნიუანსი ახლავს, რომლის გათვალისწინებაც აუცილებელია.
13:47 / 22-09-2017  Image ვისი აგენტი იყო ერნესტ ჰემინგუეი? - მწერლის საიდუმლო ცხოვრების დეტალები
როგორ გადაიბირა საბჭოთა НКВД-მ ერნესტ ჰემინგუეი
14:44 / 22-09-2017  Image "რუსკას 1400 ლარი ჰქონდა ხელფასი და იმასაც ვერ აძლევდნენ" - რას პასუხობს ნიკა გვარამიას თამარ მაყაშვილი
"გვარამია ბევრს რომ ლაპარაკობს და ყველას ჰგონია..."
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49