"ნანა ლეჟავა ქაჯია და ვერ მიხვდა, რომ არასწორ მისამართზე მიდიოდა..." - თამარ ჩერგოლეიშვილი გია ბარამიძესთან "გართობის" ამბავს იხსენებს

"ნანა ლეჟავა ქაჯია და ვერ მიხვდა, რომ არასწორ მისამართზე მიდიოდა..." - თამარ ჩერგოლეიშვილი გია ბარამიძესთან "გართობის" ამბავს იხსენებს

"ტაბულას" დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ბოლო დღეებში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების შემდეგ, ჟურნალისტ ნანა ლეჟავას შესახებ ძველ ისტორიას იხსენებს:

"არჩევანს ვუყურებ. ინგა გრიგოლიამ ახსენა ტერორი მორალის სახელით.

ამაზე გამახსენდა:

2012 წლის ბოლოს როდესაც TV საქართველოს ლიცენზიები ვიყიდეთ, ნანა ლეჟავამ ამ თემაზე სიუჟეტი გააკეთა. მგონი მაესტროზე გადიოდა მაშინ ეს გადაცემა, თუ მე-9 არხზე - ზუსტად არ მახსოვს.

სრულიად უმარილო, არასკანდალური, არაფრით გამორჩეული ამბავი იყო. ერთმა გაყიდა, მეორემ იყიდა - ბენდუქიძე აფინანსებს.

სიუჟეტის ბოლოს მივხვდი, რაც უნდოდა - სრულიად უკონტექსტოდ ჩათხრილი ჰქონდა ჩემი და გია ბარამიძის ცეკვის კადრები. ცხადია ეს არ იყო პირად სივრცეში ჩაწერილი - რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზია, M-Group-ის იუბილე, 500 კაცი მიყურებს, თავში აზრადაც არ გამივლია, რომ რამეს "ვაშავებ" და ბუნებრივია იგივე აზრზე ვარ ახლაც.

იხილეთ ვიდეო

სიუჟეტის გასვლიდან მალევე ცეკვის მონაკვეთი მოიჭრა, დაერქვა "ვისთან ერთობა ბოკერიას ცოლი" (გია ბარამიძე კი არა, ბარამიძე კაცია, მისთვის ეს რა კომპრომატია, გიგა ბოკერიას ცოლი. ბევრი მავნე სტერეოტიპია ჩაქსოვილი) და მრავალჯერ და მრავალ პლატფორმაზე აიტვირთა.

მილიონ ას ორმოცდა ერთი ათასზე მეტი ნახვა აქვს მხოლოდ ამას - აქ რაც დავლინკე

სულ ოთხი მილიონი ვართ.

ნანა ლეჟავა იმ ფარისეველი წრის ღირსეული წარმომადგენელია, რომელმაც იცის, რომ ფართოდ გამჯდარი, მავნე სტერეოტიპის მიხედვით, ქალის გართობა მორალისტების რისხვას იმსახურებს და მის დემონიზებას, ხშირ შემთხვევაში კი მის გატეხვას იწვევს.

ნანა ლეჟავა ქაჯია და ვერ მიხვდა რომ არასწორ მისამართზე მიდიოდა, მაგრამ ჩანაფიქრი ცხადია ეს იყო.

ტერორის არსი იმაში მდგომარეობს, რომ შიში დათესოს. თუ არ გეშინია, ტერორი აზრს კარგავს. არც გამახსენდებოდა ამის დაპოსტვა, ბოროტი კლოუნების ცირკი რომ არ დაწყებულიყო.

ჰო, და რავი აბა - ნანა ლეჟავა კვოტის დახმარებით რომ პარლამენტში მოხვდეს, ქალთა ორგანიზაციები ბედნიერები იქნებიან?

ქალია!", - წერს ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს