"მე და რუსთაველი დაბადებისას განგვაცალკევეს" - ბრიტანელი მოდელი ქართველ პოეტთან მსგავსების ამბავს ეხმაურება

"მე და რუსთაველი დაბადებისას განგვაცალკევეს" - ბრიტანელი მოდელი ქართველ პოეტთან მსგავსების ამბავს ეხმაურება

ბრიტანელი მოდელი რიჩარდ ბიედული, რომელიც სოციალურ ქსელებში ქართველებმა შოთა რუსთაველის რეინკარნაციად შერაცხეს, ამბავს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება. მოდელს კარგი იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა, იგი პოეტისა და მის ერთობლივ ფოტოს იზიარებს და ასეთ კომენტარს უკეთებს:

"ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი და მე აშკარად დაბადებისას განგვაცალკევეს (გამოდის, რომ დაახლოებით, 800 წლის ვარ. ამიტომ საკვირველი არაა, რომ ასე გავჭაღარავდი)", - წერს მოდელი.

იხილეთ ვიდეო| შოთა რუსთაველის ბრიტანელი ორეული, რომელმაც ქართული ინტერნეტსივრცე "ააფეთქა"

რიჩარდის პოსტს კომენტარებში ქართველები ეხმაურებიან, ერთ-ერთი მათგანი ვარაუდობს, რომ მოდელს შეიძლება ქართული ფესვები ჰქონდეს, მეორე კი საკუთარ ფოტოს აქვეყნებს და წერს: "ძმა :))"

იხილეთ ფოტოგალერეა

ფოტომ ხუმრობის ხასიათზე დააყენა მოდელის უცხოელი მეგობრებიც. ერთ-ერთი მათგანის ვერსიით, მოდელი ნიკოლას ქეიჯის მსგავსად, ვამპირია:

იხილეთ ასევე: ვინ არის და რას საქმიანობს მამაკაცი, რომელიც ქართველებმა შოთა რუსთაველის რეინკარნაციად მონათლეს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს