18:37 / 17-03-2016
„ეს ქალი კუკარაჩა რეებს წერს, უნდა ნახოს ყველამ“ - ინგა გრიგოლია ქეთი დოლიძეს უპირისპირდება
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია და რეჟისორი ქეთი დოლიძე ერთმანეთს უპირისპირდებიან. ამის მიზეზი ერთის მხრივ, ტელეკომპანია "პირველი"-ს ეთერში მომზადებული სიუჟეტია, რომელიც ფესტივალ "საჩუქარს" და მის ხარჯებს ეხება და მეორეს მხრივ, დოლიძის პოსტი, სადაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების თემაზეა საუბარი.

ერთმანეთის საპასუხო პოსტებს ჟურნალისტი და რეჟისორი "ფეისბუქზე" აქვეყნებენ.

"ყველაზე ამაზრზენია ეს გაუთავებელი კომენტარები და გარჩევები. ამ ამაზრზენი კომპანიის მსხვერპლს სწორედ ისინი არ უფრთხილდებიან და იყენებენ თავისი პოპულისტური ხავილისთვის. იმის მაგივრად რომ ენა ჩაიგდონ და აღარ არჩიონ ეს ფაქტი საჯაროდ! ამაზე არ გიფიქრიათ? და ის დავიჯერო, რომ თვითონ რომ მაღალზე მაღალი ხელფასი გაქვს, შენ გეცოდება სირია და თურქეთის ტერაქტის მსხვერპლნი? გაათავეთ ეს საზიზღარი პოპულიზმი! გინდათ გამოიკვლიოთ? ამას ამდენი წივილი რად ჭირდება ღია ეთერში!!!! მიდით და გამოიკვლიეთ! ბაზრობაზე მდგარი და კრედიტის გადამხდელები გიგლეჯენ გულს? გაუყავით თქვენი ხელფასი და მორჩით ამ წივილ-კივილს... არავის თქვენი კივილის არ ეშინია!!!! მორჩა!", - დაწერა ქეთი დოლიძემ.

პოსტის საპასუხოდ გრიგოლიამ შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა.

"რისი ღირსია ეხლა ეს ,,კუკარაჩა,,.......აი,ამან უნდა თქვას ქალი ვარ და ლეჩაქი მხურავსო.... ჯერ თითო სოფელს რომ ხუთი მილიონი მისცეს, ის დაითვალოს.... მერე-მერიიდან და კულტურის სამინისტრიდან სულ ახლახანს მიღებული თანხები თავისი გაუგებარი ფესტივალისთვის და მერე ითვალოს სხვისი ხელფასი.....ჩვენ ამხელა მორალურ ტერორზე ვსაუბრობთ, ვუპირისპირდებით და ეს ქალი კუკარაჩა რეებს წერს, უნდა ნახოს ყველამ.. აი,ესაა გაპრავების პიკი და საზოგადოების იმ ერთიანობასთან ღია დაპირისპირება, რასაც ბოლო დღეებია ყველა ერთად ვუპირისპირდებით... მაშ ასე, გაიცანით--- კეწი დოლიძე
ფარული კადრებით შანტაჟზე---დაკოპირებული ჩამიგდეს მისი სტატუსი,რომელიც მე მეძღვნება", - დაწერა გრიგოლიამ.

ამ ყველაფრის შემდეგ ქეთი დოლიძე მორიგ პოსტს აქვეყნებს:

"ეს ბოლო კომენტარი ქ-ნ ინგა გრიგოლიას: რამდენჯერმე სცადეთ, თქვენთან გადაცემაში მიგეწვიეთ, უარს გითვლიდით. 3 კვირის წინაც უარი შემოგითვალეთ,
რადგან თქვენი გულწრფელობის არ მწამს. ბევრი საბუთი დამიგროვდა ამისთვის. რადგან იგივე ხერხს მიმართავთ და თქვენსას არ იშლით,
კი ბატონო…….

"კარგი რამ მჭირდეს, მიკვირდეს, ავი რა საკვირველია"! ფესტივალს რომ ეჭიდავებით, ქ-ნო სექსოლოგო, ესეც ააშკარავებს თქვენს მიკერძოებას. ჩემო ქ-ნო სექსოლოგო, ამდენი წლის მანძილზე ფესტივალ "საჩუქარზე" ხმა რატომ არასდროს ამოგიღიათ?

2007-ში, დილიდან "იმედს" რომ დარბევა დაემუქრა, ქეთი დოლიძე არ იყო, თქვენ რომ არ მოგშორებიათ? მე იქ არ ვიყავი, თქვენთან? იქნებ ისიც ვიკითხოთ, ვის როგორი რეიტინგი აქვს? თქვენმა ახალმა პატრონებმა დაგავალეს, რომ პირველივე გადაცემა ტვ 1-ის არხზე.

ჩემზე პასკვილური სიუჟეტი ყოფილიყო? სირცხვილი აღარ გაქვთ? ვინც "გმირად" მიგიჩნევთ, იმათი ასარჩევია! ჩემი ადამიანური და პროფესიონალური ღირსება რომ შელახეთ, პირადად თქვენ, ქ-ნო სექსოლოგო, ამაზე თქვენი გულშემატკივრები რატომ არაფერს ამბობენ? ამის შემდეგ წერეთ და იკითხეთ! სკანდალის მეტი არაფერი გაინტერესებთ, თორემ თეატრში და ფესტივალებზე თქვენ მე არ მინახიხართ და ამიტომ თქვენთან სალაპარაკო არაფერი მაქვს.

მე ჩემთვის საინტერესო ადამიანებთან ვურთიერთობ! გადახედეთ ჩემი და ფესტივალის"საჩუქარი" საერთაშორისო დირექტორატის და მისი მეგობრების სიას და მიხვდებით, რამდენად მდიდარი ვარ თქვენზე!", - წერს დოლიძე.

ასევე იხილეთ: "მივხვდი რომ რაღაც ცუდი ხდებოდა ჩემს თავს" - რა მოლოდინი აქვს სკანდალურ კადრებთან დაკავშირებით გრიგოლიას
14:57 / 04-11-2016
დამოუკიდებელი მაჟორიტარი
0
დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შევაგროვოთ ხელმოწერები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ქალბატონი ქეთის კანდიდატურის მოთხოვნით! გონს ვოგეგოთ ხალხო, სანამ გვიან არის, ქალბატონი ქეთი _ საქართველოს პრეზიდენტად! არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პირველ რიგში, რეგულაციები უნდა დაწესდეს სექსზე, შედგეს რაციონალური გრაფიკი და დაწესდეს სათანადო დღეები და საათები სექსისთვის. საერთოდ აიკრძალოს სექსი მინისტრებისთვის და მთავრობის სხვა წევრებისთვის (ყოფილი მინისტრისთვის დასაშვები იყოს მხოლოდ თვეში ორჯერ, ღამის საათებში). აგრეთვე დაუყოვნებლივ აშენდეს ფეშენებელური დასახლება ქალაქის ცენტრში, სახელწოდებით _ "თბოლივუდი", სადაც ქალბატონი ქეთის მიერ შერჩეულ მსახიობებსა და რეჟისორებს გადაეცემათ ორ ან სამ სართულიანი სახლები, მიშენების პერსპექტივითა და საგარაჟე ადგილებით!
ხოლო ქალბატონმა ინგამ იცხოვროს ისევ ისე, როგორც ცხოვრობდა _ იმუშაოს ტელევიზიაში, ქონდეს სექსი და ვისი აჯობებს იმასაც ვნახავთ...
18:17 / 19-03-2016
bela
0
იმათ გასაგონათ ვისაც ჰგონიათ, რომ სულ ახალგაზრდები იქნებით.
ძალიან მალე მოდის შემოდგომა და მაშინ მიხვდებით რა ხანმოკლე ყოფილა ცხოვრება, რომელიც ასე უტიფრად გაატარეთ.....
მსგავსი სიახლეები
+PHOTO| "უცნაური განცდაა, როცა აღმოაჩენ, რომ ერთადერთი შვილი უკვე იმდენად დიდია, რომ ოჯახის შექმნას გადაწყვეტს"
სოციალურ ქსელში სელებრითების დაპირისპირება სააშკარაოზე ხშირად გამოდის
"რაც ეს გუნდი მოვიდა, ბოლო 2 წელია კულტურის სამინისტრო გახდა მხოლოდ "ისთერნ პრომოუშენის" პირადი სამინისტრო"
+VIDEO "ზეიმობს ახალგაზრდობა, ზეიმობს ჩვენი პარტია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
20:01 / 24-09-2017  Image დაჭრაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დაკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკვებულია ერთი პირი, რომელიც წინასწარი
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
09:13 / 24-01-2017  Image კომპოზიტორი, რომელმაც ქართულ ესტრადაზე ეპოქა შექმნა - საინტერესო ეპიზოდები ალექსანდრე ბასილაიას ცხოვრებიდან
"ჩვენ წავალთ და ამ ქვეყნად, სიმღერები დარჩება"
22:45 / 24-09-2017  Image "მზე სასწორში გადავიდა..." - ასტროლოგი მომდევნო თვის ტენდენციებზე
"ხელსაყრელი დროა გამწვავებული ურთიერთობების დასალაგებლად, უთანხმოებების მოსაგვარებლად"
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49