„ვისი პრეზიდენტი ხართ? რას ნიშნავს მდიდარი სექსი?“ - პრეზიდენტს მეუფე სპირიდონის შემდეგ ანთიმოზ ბიჩინაშვილიც აკრიტიკებს

„ვისი პრეზიდენტი ხართ? რას ნიშნავს მდიდარი სექსი?“ - პრეზიდენტს მეუფე სპირიდონის შემდეგ ანთიმოზ ბიჩინაშვილიც აკრიტიკებს

მამა სპირიდონის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს არქიმანდრიტი ანთიმოზ ბიჩინაშვილიც აკრიტიკებს და გიორგი მარგველაშვილს "ფეისბუქის" საშუალებით მიმართვას უგზავნის.

"ღია წერილი ''პრეზიდენტ" გიორგი მარგველაშვილს! დიდმარხვის პირველი კვირაა. რა განცხადებებს აკეთებთ? თურმე ყველანაირი სექსი გაქვთ?!

სხვანაირად შეიძლება ამ უმსგავსოების მხარდაჭერა. პირველ რიგში ამხილეთ ნაციონალური მოძრაობა, ვინც შექმნა ეს სიბინძურის მანქანა.

თქვენ ვისი, ან რისი პრეზიდენტი ხართ? გეკითხებით, რას ნიშნავს მდიდარი სექსი? არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)", - წერს ბიჩინაშვილი.

პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება გუშინ მეუფე სპირიდონმაც გააკრიტიკა. როგორც მეუფემ ქადაგებისას ბრძანა, ხალხმა მსგავს სიბილწეებს არ უნდა მოუსმინოს და არც არჩევნებზე მისცეს ხმა, რადგან ამ ყველაფრისთვის ქართველი ერი დაისჯება.

ასევე იხილეთ: "ეს არის ბარდელის მენეჯერის, სუტენიორის ლაპარაკი" - მეუფე სპირიდონი პრეზიდენტს აკრიტიკებს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს