ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
11:03 / 21-03-2016
"ლამის ვიჩქმიტე, ხომ არაფერი მეჩვენება მეთქი..." - ქართველი ბერისა და უცხოელი სტუდენტების "უცნაური ამბავი"
ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი ფეისბუქ-მეგობრებს საინტერესო ამბავს უზიარებს, რომელიც მასა და მის უცხოელ სტუმრებს საფარას მონასტერში გადახდათ თავს:

"ასეთი უცნაური ამბავი იყო: გასულ კვირაში, სტუდენტები მყავდა ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან, სტაჟირებაზე. კარგი მუსიკასავით არაჩვეულებრივები იყვნენ, გულწრფელები და ხალასები. ორი ცალი. პროგრამა ისე შევადგინეთ, რომ რაც შეიძლება ბევრი რამ ენახათ საქართველოში, ყველანაირ ხალხთან ელაპარაკათ, თან გადაეღოთ და თან ამ პროცესში ერთმანეთისთვის რამე-რუმეებიც გვესწავლებინა. ჩადი და კალინდა იღბლიანები იყვნენ და ისეთები ვნახეთ, ხშირად მეც კი (ანუ, საქართველოში დაბერებული კაცი) ხან პირდაღებული ვრჩებოდი, ხან თვალებდაჭყეტილი.

ერთი ამბავი ასეთი იყო: საფარაში ვიყავით, ერთი დღე მონასტერში. თან გადმოგვყვნენ ბერები, მძიმე მარხვის მიუხედავად, ყველაფერი მოგვატარეს, ყველაფერი გვაჩვენეს. რომ მივედით, წირვა უკვე დასრულებული იყო, მაგრამ ეგ არაფერიო - ტაძარი გაგვიხსნეს და სამმა ბერმა ჩვენთვის იგალობა. ამ ყველაფრის ბოლოს, სტუდენტებს არც ინტერვიუზე უთხრეს უარი და ერთ-ერთმა მათგანმა ბერული მოთმინებით უპასუხა უამრავ შეკითხვაზე. მაგრამ მთავარი წინ გველოდა. წამოსვლისას, რომ გვემშვიდობებოდნენ, ტაძარში, ერთ-ერთ ხატთან მიგვიყვანეს - ღვთისმშობილის ხატი იყო. ერთ-ერთმა ახალგაზრდა ბერმა ხატის ისტორიის
მოყოლა დაიწყო. საკმაოდ რთული ამბავი იყო, საღვთისმეტყველო ტერმინოლოგიით გაჯერებული. მოვუბოდიშე, ამდენი ინგლისური ნამდვილად არ ვიცი და თქვენის ნებართვით, მოკლედ ვეტყვი მეთქი. არაუშავს, მე ვეტყვიო და დაუწყო ინგლისურად მოყოლა - გამართული თეოლოგიური ინგლისურით - ცოტა დამაკლდა, ამ ამაღლებულ სიტუაციაში ლამის ვიჩქმიტე, ხო არაფერი მეჩვენება მეთქი. რომ დაასრულა, ეტყობა გაოცება სახეზეც მეტყობოდა და "სატელევიზიო ინგლისური ნამდვილად არ ვიცი, თორე ინტერვიუს თარგმანზე არ გაწვალებდიო". ჭიშკრამდე სულ ბოდიშებით გამოგვაცილეს - მარხვის გამო, სათანადოდ ვერ გმასპინძლობთ, გვაპატიეთო.

მე ასეთი ეკლესია მიყვარს.

ჰო, კალინდას თავსაბურავი კი ჰქონდა, მაგრამ ტანზე ისე ეცვა, თბილისის ზოგიერთ ეკლესიაში კარისკენ რომ მიუთითებენ ხოლმე გოგონებს" - წერს დაჩი გრძელიშვილი პოსტში. როგორც კომენტარებში წერენ, ახალგაზრდა ბერი, რომელზეც პოსტში ჟურნალისტი წერს, მამა ელისეა.
17:02 / 10-01-2017
მუმუ
0
ორი ცალი იყოო......
10:40 / 28-09-2016
naira
1
ერთხელ საფარაში ჩვენი ჯგუფიც გვიან მივიდა, დაბინდებული იყო, მაგრამ ბერმა მაინც გაგვიხსნა ტაძარი და მოლოცვის საშუალება მოგვცა.
მსგავსი სიახლეები
"ბრბო, რომელიც ყველაფერს ანადგურებს... მინადგურებს ქალაქს და მე უძლური ვარ"
+VIDEO| "გიხაროდეს, დედა, რომ ამიერიდან უნდა მომმართო არა "შვილო" და არც "გიო", არამედ მამა იერონიმე"
ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი სირიელი მიგრანტების თემას ეხება
"გარდაცვალებისთვის მომამზადა და ის დროც დაგვიდგა, იმაზე გველაპარაკა, სად უნდა დაგვესაფლავებინა"
ის ტაძარში ყოველდღე მზის ამოსვლამდე მიდის
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
18:41 / 27-07-2017  Image პროკურატურამ "ბავშვთა სამყაროს" დირექტორი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დააკავა
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
10:44 / 27-07-2017  Image მაკოლეი კალკინის უცნაური ამბავი: "მარტო სახლშის" ვარსკვლავი 36 წლის ასაკში გაახალგაზრდავდა
მაკოლეი კალკინი დიდი ხანია კინოკრიტიკოსების და რეჟისორების რადარებიდან გაქრა
15:16 / 27-07-2017  Image "ფეისბუქი" ქართულენოვან თანამშრომელს ეძებს
ეს პოზიცია სრულ განაკვეთზეა და დუბლინის ოფისში მდებარეობს
10:05 / 27-07-2017  Image ბადაგონის დიდი ოქრო!
ვულოცავთ ქართული ღვინის ყველა გულშემატკივარს ამ დიდ გამარჯვებას!
20:26 / 27-07-2017  Image "მინდა, ნენსი რეიგანის მსგავსი ცოლი ვიყო" - რომელი მწერლის ნაჩუქარ ჯვარს ინახავს მარიშკა ჯავახაძე
"არ არსებობს დღე, რომ 1 გვერდი მაინც არ წავიკითხო"
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49